Packing for Asia — რა წავიღოთ აზიაში | პროექტი ’17

ჩემი ერთთვიანი მოგზაურობა შრი-ლანკაში ცალკე პოსტს ან პოსტებს მოითხოვს, თუმცა არის რაღაც, რაც მინდა, სანამ მახსოვს სასწრაფოდ ჩავინიშნო და ტუტორიალად გამოვიყენო მომავალ წლებში.

გამგზავრებამდე ალბათ ყველაფერი წავიკითხე და ვნახე რაც საზიისთვის ჩაბარგებას და წასაღებ ნივთების ნუსხას ეხებოდა. მაქსიმალურად ვეცადე, ერთი საშუალო ზომის ზურგჩანთა მინიმალისტურად შემევსო და ზედმეტი არაფერი გამყოლოდა, თუმცა ახლა ვხვდები — მაინც მშვენივრად მოვახერხე ოვერფექინგი.

თბილისიდან წაღებულ ზედმეტ ნივთებს, ემირატებში შოპინგი დაემატა და ეს ოვერფექინგიც ალბათ უფრო მაგის ბრალია, თუმცა დუბაი მოლში ხშირად ვერ მოვხვდები და შესაბამისად, zero regrets are given. 🙂

მოკლედ, მომავალი აზიის მოგზაურობისთვის დაახლოებით ასეთი სია მაქვს:

აუცილებელია:

  • პასპორტი/ვიზები/ბარეთები/სხვა ბიუროკრატია.
  • ტელეფონი/კამერა/ლეპტოპი. ლეპტოპის დატოვებას ვაპირებდი და კიდევ კარგი, გადავიფიქრე, 1 თვე ბევრია.
  • სათვალე. ან სათვალეები.
  • 3–4 კაბა. იქვე შეიძლება ულამაზესი აზიური კაბების/კომბინიზონების ყიდვა ძალიან იაფად.
  • 2 cover-up. ძალიან პრაქტიკულია — მთელი დღე მეცვა ხშირად.
  • 2–3 swimsuit. ყოველდღიური სამოსი ხდება და მრავალფეროვნებისთვის 3 წყვილი მგონი კარგია.
  • 3 + underwear.
  • 1 მსუბუქი ფეხსაცმელი + 1 წინდა. ჩემს შემთხვევაში ბოტასები ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო.
  • მზისგან დამცავი, ნამზეურის შემდომი და დამწვრობის საწინააღმდეგო კრემები. ჩემთვის სამივე სასიცოცხლოდ აუცილებელია და ფულის დაბანდებაც ყველაზე ნაკლებად ამაში (და)მენანება.
  • კბილის ჯაგრისი. კბილის პასტა.
  • სავარცხელი. Travel Size.
  • სახის მოვლის რუტინა. მინიმალური რაოდენობით, ჩემს შემთხვევაში ქლენსერი, ტონიკი, სკრაბი, მსუბუქი მკვებავი.
  • ფრჩხილების აღჭურვილობა. სალონები ბევრია, თუმცა მანდ მანიკურ/პედიკურის გაკეთება მგონია, რომ არ მოგინდებათ.
  • დეოდორანტი. ცხეეეელა.
  • წამლები. აფთიაქებში ყველაფერი იშოვება, თუმცა 30+ გრადუსში უმაცივროდ არიან და არ ვიცი, მე არ გავრისკავდი იქ რამის ყიდვას.

ზედმეტია:

  • საწვიმარი. რატომღაც ყველა ბლოგერი/ვლოგერი გეტყვით, რომ საწვიმრის წაღება აუცილებელია, თუმცა მე ერთხელაც არ გამხსენებია. ტროპიკული წვიმები დიდხანს მაინც არ გრძელდება და თუ გრძელდება, მაინც ცხელა საწვიმრისთვის.
  • დამატებითი ფეხსაცმელი. ამასაც წერენ, მაგრამ არ მე დამჭირვებია, ფეხშიშველი დავდიოდი და ბოლოსკენ, რომ მომბეზრდა, 1 დოლარად იქვე ვიყიდე სანდლები და მაგით გავაგრძელე ტანტალი.
  • დამატებითი წინდები. ფეხსაცმელი, რომელიც წინდას საჭიროებდა აეროპორტიდან და აეროპორტამდე მეცვა მხოლოდ.
  • მაისურები/შორტები/ქვედაკაბები/პერანგები/ა.შ ყველაფერი რაც კაბა არ არის. ძალიან ცხელა, თხელი, ნარნარა და ფარფატა კაბები ყველაფერზე პრაქტიკული და ლამაზია ჩემთვის.
  • შამპუნი/კონდიციონერი/შხაპის გელი/ლოსიონი/ა.შ. ყველაფერი იყიდება მაღაზიებში. მე ძალიან ვინანე ძვირადღირებული პროდუქტების წაღება, უაზროდ რომ დამამძიმა იმას თუ არ ჩავთვლით, მთელ დღეს ოკეანის პირას ვატარებდი და დღეში მილიონჯერ მიწევდა გამოყენება.
  • მ ა კ ი ა ჟ ი. არ წამიღია, მაგრამ ძალიან სასაცილო ვიქნებოდი რომ წამეღო. : )

მგონი სულ ესაა, თუ რამე გამახსენდა — ჩავამატებ.

მომავალი აზიური თრიფისთვის ასე ვაპირებ ჩაბარგებას და აქედანვე დარწმუნებული ვარ, ამ დადექლათერებული სიით, გაცილებით კომფორტულად და სასიამოვნოდ ვიმოგზაურებ.


Originally published at anakacharava.wordpress.com on May 16, 2017.

Show your support

Clapping shows how much you appreciated Ana Kacharava’s story.