CHoCH ტრეიდინგში

APOLLO
5 min read5 days ago

--

CHoCH ანუ CHANGE OF CHARACTER, არის სენტიმენტის ცვლილება ბაზარზე. ანუ ბაზრის მოძრაობის ბუნების ცვლილება აღმავალი ტენდენციიდან დაღმავალისკენ ან პირიქით. მას იყენებენ ტრეიდერები ფორექსის ბაზარზე, ასევე კრიპტოვალუტის ბაზარზე. CHoCH ასევე ცნობილია, როგორც უკუქცევა. ეს არის პირველი ნიშანი იმისა,რომ ტრენდი ცვლილებას აპირებს. CHoCH-ს ტრეიდერები ბევრნაირად მოიხსენიებენ მაგალითად:MSS,MSB და ა.შ. უნდა გვახსოვდეს,რომ სახელები არაფერს არ ცვლის და მისი იდეა ყველა შემთხვევაში მაინც იგივე რჩება. ინტერნეტში ბევრგან ნახავთ ჩარტის ანალიზებს,სადაც აღნიშნულია ხოლმე CHoCH-იც,მაგრამ აქ ბევრი ტერიდერი უშვებს შეცდომას,რადგან ზოგს ეს ტერმინი არასწორად ესმის და არასწორად აღნიშნავს ჩარტზე.

ფოტოზე მოცემულია ის შემთხვევა,როდესაც არასწორად ვიყენებთ CHoCH-ს. CHoCH ხშირად ყალიბდება დაბალ თაიმფრეიმზე ამიტომ უნდა ვიცოდეთ,რომელ ზონასთან ჩამოყალიბებული CHoCH არის მაღალი ალბათობის მქონე.
ზოგადი მოცემულობით CHoCH ასე გამოიყურება,მაგრამ გააჩნია რა კონტექსტში ვიყენებთ მას ანუ რა ზონაში გამოვიყენებთ მას სწორად ამას გააჩნია.

ზედა ორი ფოტო გვთავაზობს CHoCH-ის მოდელს.პირველი ფოტო კი იმის მაგალითია,რომ CHoCH ყოველთვის არ არის ვალიდური და ბევრი მანიპულაცია ხდება ბაზარზე CHoCH-ით. უნდა დავიმახსოვროთ ორი ძირითადი რამ:
პირველი არის ის თუ როგორია HTF ტრენდი ანუ მაღალ თაიმფრეიმზე როგორია ტრენდი. მაგალითად 4 საათიანზე ან უფრო მაღალ თაიმფრეიმზე მაგალითად 1 დღიანზე.
მეორე არის,ის რომ შეგვეძლოს HTF ზონების აღნიშნვნა,მაგალითად HTF ორდერბლოკის აღნიშვნა ჩარტზე , რაც ითვლება უკვე ინტერესის ზონად.რადგან HTF ზონები არის უფრო მყარი და ნაკლებად ვოლატური.ამიტომ ისინი გვთავაზობს უფრო მყარ რევერსულ ზონებს,საიდანაც შესაძლოა მოხდეს ფასის მიმართულების შეცვლა.

ზოგადად ყველაფერი დამოკიდებულია თვენს სავაჭრო სტილზე. გააჩნია რა თაიმფრეიმის ჩარტს ვიყნებთ და რა არის ჩვენი სავაჭრო სტრატეგია, ვანიჭებთ სკალპინგს უპირატესობას თუ უფრო მეტად სვინგ ტრეიდერი ვართ. შესაძლოა 15 წუთიან თაიმფრეიმზე იპოვოთ ინტერესის ზონები და შემდეგ უფრო დაბალ თაიმფრეიმზე ეძებოთ CHoCH,მაგრამ არასწორ ადგილას თუ ჩავთვლით CHoCH-ს ვალიდურად მაშინ ჩვენი პოზიციის წაგება გარდაუვალი იქნება. მოდით უკეთ განვიხილოთ ეს USD/EUR-ს ჩარტზე. ეს სავაჭრო წყვილი ნუ დაგაბნევთ,რადგან კრიპოვალუტის წყვილებშიც ლოგიკა იგივეა.

USD/EUR ფოტოზე აღნიშნულია 15 MINUTE ჩარტი.

მინდა რომ კარგად დააკვირდეთ ამ ფოტოს. ფოტოზე მოცემულია 15 წუთიანი ჩარტი და ფასის სტრუქტურა არის ზრდადი. SWING HIGH მარცხენა ზედა მხარეს გარღვეულია ამიტომ ველით რომ ფასი გააგრძელებს მოძრაობას რომელიმე მოცემული ზონიდან. უფრო უკეთ რომ მიხვდეთ უნდა იცოდეთ ფასის სტრუქტურის წაკითხვაც სწორად. ის რაც ბევრ ტრეიდერს ერევა არის,რომ ზონა 1-ის გარღვევა იქნება CHoCH,რაც არის შეცდომა. მაგალითად მოცემულ ზედა ფოტოზე ფასი მოძრაობს PRICE RANGE-ში. PRICE RANGE არის STRONG int-დან WEAK int-მდე. ამიტომ ფასი სანამ STRONG int-ს არ გაარღვევს მანამდე ფასი არის BULLISH. ზონა 1 და 2 არის ფასის ტალღის შიდა სტრქუტურა. ამ ყველაფრის გააზრების შემდგომ განვაგრძოთ ფოტოს ანალიზი და გავიხსენოთ რაზეც დასაწყისში ვსაუბრობდი,რომ არასწორ ადგილას ჩამოყალიბებული CHoCH არის საშიში და მანიპულაციური. ზედა 15 წუთიანი ჩარტის ფოტოდან სტრუქტურის იდეა არის ისეთი,რომ ფასი ჩამოდის რომელიმე ზონაში და აგრძელებს ზრდას. ზონა 1 -იდან ფასი იზრდება იმ დროს როდესაც ძლიერი შესყიდვებია, ხოლო ქვედა ზონებიდან როდესაც შესყიდვების სიძლიერე არის საშუალო. მოკლედ განსაზღვრული ზუსტად არ არის მაინც ბოლომდე და ხანდახან ინდივიდუალურია ფასის მოქმედებაც. გავაგრძელოთ CHoCH-ზე საუბარი, რაზეც უკვე გვჭირდება არა 15 წუთიანი არამედ 3 წუთიანი ჩარტის ფოტო.

EUR/USD 3 MINUTE ჩარტი. იგივე ჩარტია ოღონდ 3 წუთიანი.

ზედა ფოტოზე გვაქვს 3 წუთიანი ჩარტის ფოტო, ზუსტად იგივე რაც 15 წუთიანზე გვქონდა. შეცდომა აქ რა არის? შეცდომა არის,რომ ყველგან არ უნდა ივაჭრო სადაც CHoCH-ს დაინხავ. აქ ვინც LONG პოზიცია აიღო,აუცილებლად STOP LOSS-ზე დაიხურებოდა პოზიცია და ეს მართლაც ასე მოხდა. იხილეთ ქვედა ფოტო.

CHoCH არის ძალიან ეფექტური მაგრამ ამავდროულად ძალიან აგრესიულიც. ის ყალიბდება ძალიან ხშირად დაბალ თაიმფრეიმებზე,ასევე შიდა სტრუქტურებში, მოკლედ CHoCH-ს ძალიან ფრაქტალური ბუნება ახასიათებს. ამიტომ აუცილებელია,რომ ყოველთვის დაელოდოთ ზონასთან რეაქციას ,სანამ მას CHoCH-ად ჩათვლით. ქვედა ფოტოზე არის ამის კიდევ ერთი მაგალითი.

CHoCH ხდება არავალიდური.

მოკლედ რა ხდება ზედა ფოტოზე? ფოტოზე ვხედავთ რომ გვაქვს swing bearish ტრენდი. ვიცით,რომ BOS-ის შემდეგ ფასი აკეთებს ფულბექს ანუ საკორექციო ზედა მოძრაობას აკეთებს და შემდეგ აკეთებს დაღმავალი ტალღის გაგრძელებას. CHoCH-ის სამუშაო ის არის,რომ მივხვდეთ ჩვენ როდის დასრულდა ფულბექი და როდის შეგვიძლია გავხსნათ SHORT პოზიცია ამ მოცემულ შემთხვევაში,რაც ზედა ფოტოზეა აღნიშნული. რატომ დასტოპდა ეს სიგნალი რაც ზედა ფოტოზეა ალბათ გაინტერესებთ. იმიტომ,რომ CHoCH მოხდა ცარიელ არეში,იქ სადაც არავითარი ზონა არ არის რომ რევერსული მოძრაობა დაიწყოს. CHoCH-მა მოგვცა ყალბი სიგნალი. ამიტომაა საჭირო რომ CHoCH-ს დავაკვირდეთ მხოლოდ მყარ ზონებში და დავაკვირდეთ მის რეაქციას,მაგალითად როგორც ეს ქვედა ფოტოშია მოცემული.

CHoCH ყალიბდება ძირითადი ზონიდან და უკვე ვეღარ არღვევს რეტესტზე INTERNAL HIGH-ს. ეს არის ვალიდური CHoCH.

ალბათ გაგიჩნდათ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ კითხვა,რომ რა ხდება იმ შემთხვევაში თუ გვაქვს რამდენიმე ზონა ერთად. ასეთ დროს პირველი ზონა იწვევს მხოლოდ რეაქციას და ხალხი იწყებს შორტ პოზიციების გახსნას და ფასი როდესაც წავა რეტესტზე ზონა გაირღვევა და გააგრძელებს შემდეგი ზონისკენ სვლას. მოკლედ აქ კიდევ ბევრი ფაქტორია, ინდუსმენთი — მაგალითად,რაც მახეა ხოლმე სტრუქტურაში. მაგრამ მე გაჩვენებთ ზოგად სურათს რომ იცოდეთ იდეა. როგორც ეს მოცემულია ქვედა ფოტოზე.

პირველი ზონა შეგვიძლია განვხილოთ ინდუსმენთად,ანუ გამყიდველები მოტყუვდნენ აქ და დაიწყეს SHORT პოზიციების გახსნა.

როგორია გამოცდილი ტრეიდერის სწორი მიდგომა ასეთ დროს? ამის ფოტოები ქვემოთ იქნება მოცემული. სწორი მიდგომა არის ის,რომ როდესაც ზონა 1-დან გავხსნით პოზიციას და CHoCH ჩამოყალიბდება და გვაჩვენებს რეაქციას STOP-ს გადავიტანთ შესვლის ფასზე და თუ CHoCH აღმოჩნდება ყალბი , წაგების ნაცვლად პოზიციას დავხურავთ breakeven-ში. შემდეგ ზონა 2-დან გავაკეთებთ ახალ შესვლას. იხილეთ ფოტოები ქვევით.

ზონა 1 და ზონა 2-ის რეაქცია

ყოველთვის უმჯობესია პოზიციის Breakeven-ში დახურვა ვიდრე მისი წაგება. ეს არის ის,რაც უნდა გაითვალისწინოთ CHoCH-თან მიმართებით მნიშვნელოვან ზონებიდან სავაჭროდ. რადგან თუ ზონა გატყდება,მცირე ნაწილი მანამდე შესაძლოა უკვე დაფიქსირებული გქონდეთ მოგების სახით ან მინიმუმ Breakeven-ში დახუროთ და მოიშოროთ ინიციალური რისკი პოზიციიდან.

ვალიდური CHoCH

მაშასადამე, რომ შევაჯამოთ
• CHoCH ტენდენციის ცვლილების პირველი ნიშანია
• ძლიერია, მაგრამ აგრესიული, ის ხშირად ყალიბდება და აქვს ფრაქტალური ბუნება.
• არ ივაჭროთ CHoCH-ით შემთხვევითი ადგილიდან, რომელსაც ხედავთ…

პ.ს ჩემი რჩევა იქნება,რომ მარკეტი ძალიან არასტაბილურია და ხშირად ფასის მოძრაობა ლოგიკაში არჯდება,ამიტომ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად და ბოლომდე არაფერში ვიყოთ დარწმუნებული,რაც ფასის მოძრაობას უკავშირდება.“Trading is not about being right or wrong. It’s a probability game.” გვახსოვდეს ეს :)

--

--