პეტერ ცუმტორი

პეტერ ცუმტორი დაიბადა პატარა სოფელში, რომელიც 40 კილომეტრითაა დაშორებულია ბაზელიდან. ზუსტად ქალაქში მშობლებთან ერთად სიარულით გაუჩნდა მას ინტერესი არქიტექტურის მიმართ. ის ხშირად დადიოდა მკვეთრად გაფორმებულ კინოთეატრში, რომლის ინტერიერიც ძალიან მოსწონდა. ამის შესსახებ კი ცუმტორმა მაშინ ილპარაკა, როდესაც პრიცკერის პრემია მიიღო. ასევე ოჯახში ჰქონდათ ტრადიცია სოფელთან ახლოს მონასტერში სიარულისაც. აქ არსებული გარემო მომავალ არქიტექტორს აღაფრთოვანებდა ხოლმე. ეს ეკლესია ბაროკოს სტილში იყო გადაწყვეტილი. არსებული უნიკალური გარემო გახდა შემდგომში არქიტექტორის კვლევის ძირითადი თემა. თუმცა ვიდრე არქიტექტორად დაიწყებდა მუშაობას მამამისს სახელოსნოში ეხმარებოდა, სადაც კარადებს ამზადებდნენ. შემდგომში მან ჩააბარა ხელოვნების სკოლაში და მხოლოდ ამის მერე მოხვდა არქიტექტურულ სასწავლებელში. პრეტის უნივერსიტეტში გაცვლითმა პროგრამამ მასზე უდიდესი გავლენა მოახდინა. საბოლოოდ აღმოჩდა კულტურული მემკვიდრეობის შენახვის დეპარტამენტში ქალაქ გრაუბიუდენში.ეს დაეხმარა მას რომ გარკვეულიყო მასალებში. ის თავის პირველ განხორციელებულ პროექტებს წარუმატებლად მიიჩნევს. როგორც პრიცკერის დაჯილდოებაზე წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა დიდი ხნის კვლევა დასჭირდა მას,რომ მომავალი შენობები საკუთრად ჩაეთვალა.

სახელოსნო საკუთარ სახლში
არქიტექტურული ბიურო ჰალდნშტაინში

1979 წელს მან აიყვანა რამდენიმე თანამშრომელი და გახსნა საკუთარი არქიტექტურული ბიურო. ოფისი,სადაც მუშაობენ 1986 წლიდან არსებობს. ის ჰალდენშტაინის პატარა დასახლებაშია მდინარე რეინის სანაპიროზე. ცუმტორს ურჩევნია მივიწყებულ ადგილას მუშაობა,სადაც აზრების ტავმოყრა საუკეთესოდაა შესაძლებელი. „როდესაც ვუყურებ მთებს, ქვებს, ვგრძნობ არსებობას, სივრცესა და მასალებს.“ განსხვავებით კოლეგებისგან, ის შთაგონებას იღებს არა სხვა არქიტექტორებისგან არამედ ბუნებისგან. 
თავდაპირველად ცუმტორი და თავისი ბიურო მცირე ზომის პროექტებს იღებდნენ, მაგალითად, 1988 წელს დაპროექტებული სამლოცველო ერთ-ერთ შვეიცარულ კომუნაში. „როდესაც ვიწყებ პროექტირებას, უპირველეს ყოვლისა ვფიქრობ მასალაზე.“ — განუცხადა ცუმტორმა New York Times-ს ერთ-ერთ ინტერვიუში. ძირითადი მასალა ბენედიქტის სამლოცველოში გახდა ხე, რომლისგანაც ადგილობრივი სახლების უმრავლესობაა აშენებული. 
«მას აქვს ისეთივე მითიური რეპუტაცია, როგორიც განდეგილ მთაში მცხოვრებ მწირს, მასალების ბერი, ისეთი მომთხოვნი სტანდარტებით, რომ მცირეოდენ დამკვეთს თუ აქვს მოთმინება, ან საკმარისად რრმა ჯიბე, რომ მიენდოს მის უკომპრომისო მიდგომას.“ -The Pritzker Prize Jury Report 2009
„ყველაზე მტავარი არქიტექტურაში არის არა ფორმის შექმნა, არამედ სულ სხვა: განათება, ჩრდილთა თამაში, სუნები და სხვა“-ამბობს არქიტექტორი.
წიგნები : Thinking architecture, Swiss Sound Box, Thermal Baths at Vals, Three concepts, Atmosphären, Partituren und Bilder

  • ნაცისტური ტერორის მუზეუმი ბალსში
    1993 წელს მოამზადა პროექტი Topography of Terror Museum, რომელიც მიეძღვნა ჰიტლერის რეჟიმით დაზარალებულებს. ხელისუფლებამ შესთავაზა არქიტექტორს იმ ადგილას მუზეუმის განთავსება, სადაც ადრე გესტაფოს შტაბ-ბინა იყო. ამ შენობის პროექტირებისას ცუმტორმა სცადა გაქცეოდა მოსალოდნელ მეტაფორებს და შექმნა მარტივი კონსტრუქცია, რომელიც არ ატარებდა თან რაიმე დამატებით აზრს. მშენელობა შეაჩერეს ფინანნსური სახსრების უქონლობის გამო. დაუმთავრებელი კონსტრუქცია ათი წელი იდგა ამ ადგილას, ვიდრე არ დაანგრიეს 2004 წელს და ფინანსური პრობლემების გადაწყვეტის შემდეგ ურსულა ვილმსის პროექტით აიგო მუზეუმი. მისი პროექტი ისეთივე სიმარტივის პრინციპს ეყრდნობა, როგორიც პიტერ ცუმტორის იყო.

• თერმები ვალსში
1990-იან წლებში ვალში, ალპებთან ახლოს შექმნა თავისი ყველაზე მეტად ცნობილი ნამუშევრის პროექტი. როგორც ყოველთვის ისე ამჯერადაც, მან ყველაზე დიდი ყურადღება გაამახვილა მასალაზე. აქ აბაზანები ორი სხვადასხვა ქვისგანაა გაკეთებული. პროექტი არქიტექტორისთვის გახდა გამოოქვაბულის ამოვსების საშუალება. 
ანალიზა ცუმტორი, კურორტის დირექტორი და არქიტექტორის მეუღლე ამბობს: „ თავდაპირველად პეტერს თერმების მთის შიგნით განთავსების სურვილი ჰქონდა. შემდეგ კი იყო იდეა, რომ აბანოები მთის გიგანტური ქვისგან გაკეთებულიყო. ეს ფანტაზიები არარეალური იყო. ამის შემდეგ მან დაშალა მთა და თავიდან ააწყო, ფენა ფენაზე- აღმოჩნდა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა, რითაც შეიძლებოდა სასურველი ეფექტის მიღწევა.“
ზემოდან შენობა შეუმჩნეველია. ის ისე გამოიყურება როგორც გადაფარებული ხალიჩა. ხოლო ქვემოდან კი ჩანს როგორც სანაპირო. 
კომპლექსი განთავსებულია სოფელში, სადაც სახლების ძირითადი მასალა ხეა. აქ არ ვხვდებთ არანაირ ვიზუალურ კავშირს შენობასა და სახლებს შორის. რაც შეეხება კომპლექსის ობიექტებში შესასვლელებს ის ან თითქმის შეუმჩნეველია ან არ არსებობს და ცალკეულ ობიექტში მხოლოდ ტუნელის საშუალებითაა შესვლა შესაძლებელი. ეს მონოლითური შენობა დიალოგშია მინდვრებთან და მთებთან.
„მთა,ქვა,წყალი, ქვის შენობა, ქვით შენება, მთაში მთების შენობა- ჩვენი მცდელობაა სიტყვების ჯაჭვით შევქმნათ არქიტექტურული ინტერპრეტაცია, წარვუძღვეთ ჩვენი შენობის დიზაინს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივცეთ მას ფორმა.“ — ამბობს ცუმტორი.

  • კოლუმბას მუზეუმი
    აშენებულია ქალაქ კიოლნის ცენტრში. ამ ადგილას ოდითგანვე იდგა ეკლესიები. თუმცა განსაკუთრებულად დიდი და შთამბეჭდავი შუა საუკუნეების დროს აშენებული ეკლესია არმოჩნდა, რომელიც იმდროინდელ სიმდიდრესა და ძალაუფლებას უსვამდა ხაზს. თუმცა ეკლესია ნაწილობრივ დაანგრიეს 1943 წელს. 1949 გოტფრიდ ბიომმმა აღადგინა მისი მცირე ნაწილი. 
    შენობის ფასადი თითქოს არაფრისმაუწყებელია. მას მხოლოდ ნასვრეტები და დიდი ზომის კვადრატული ფანჯრები აქვს. კედლები კი მხოლოდ და მხოლოდ ნაცრისფერია. ეს ერთი შეხედვით ცვეულებრივი,ჩაკეტილი ყუთია. თუმცა ყველა წარმოდგენა იცვლება ინტერიერში მოხვედრისას. ფოიეში არ გვხვდება ფანჯრები, არამედ მხოლოდ ნასვრეტენბიანი კედელი, რომლიდანაც მცირეოდენი შუქი შემოდის ორმაგი სიმაღლის მქონე სათავსში. ზიგზაგის ფორმის გზას კი მივყავართ სხვადასხვა ექსპონატამდე . აქ ყველა დრო თითქოს თანაბრადაა წარმოდგენილი და მათ შრის აღმართული ვიწრო ,მაღალი სვეტები ძალიან საინტერესო იერს მატებს სივრცეს. აქ სიმშვიდე და ძველი დროის შეგრძნება სუფევს. მუზეუმის სიღრმეში თანდათან ჭერი დაბლდება და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებიც კი შეიძლება შეგხვდეთ. 
    ასევე ფოიედანვე შესაძლებელია ვიწრო კიბეზე მოხვედრა, რომელიც ასევე საგამოფენო სივრცემდე მიგიყვანთ. აქ იატაკი თითქოს გაპრიალებულია,რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ბეტონის კედლებს. ამავე სათავსიდან ჩნდება ფანჯრები, რომლებიცქალაქის საინტერესო ხედს გვაძლევენ. 
    „[აქ] თქვენ გრძნობ, რომ პროექტი დაიწყო შიგნიდან, ხელოვნებისგან და ადგილისგან“ -ამბობს პეტერ ცუმტორი.
    ის ამით ხაზს უსვამს, რომ წინააღმდეგია ბილბაოს ეფექტის, ანუ მუზეუმი არ უნდა გახდეს მარკეტინგის საგანი ან ბრენდი არც ქალაქისთვის და არც თავად არქიტექტორისთვის.

• კლაუს ფილდ სამლოცველო
მდებარეობს მეჰერნიჰში, კიოლნთან ახლოს, გერმანია. ის დააფინანსეს ადგილობრივმა ოჯახმა. აიგო ფერმერებისთვის მინდრის ბოლოს. პეტერ ცუმტორმა მშენებლობისას გამოიყენა სპეციალური გზა. ადგილოვრივები ყოველდღე,24 დღის მანძილზე ასხამდნენ ბეტონს და ტოვებდნენ მას. საბოლოოდ კი მშენებლობისას დატოვებული ხე დაწვეს და დამწვარი ხე ინტერიერში დატოვეს, რამაც განსაკუთრებული ელფერი შესძინა. სამლოცველოში შესვლა სამკუთხედის ფორმის კარითაა შესაძლებელი. ხოლო სამლოცველოს მარლა ღიობია დატოვებული, საიდანაც მზის შუქი შემოდის. ეს არაა განათების ერთადერთი წყარო. კედლები დასვრეტილიცაა ამავდროულად.

• მემორიალი დამწვარ ჯადოქრებს
მდებარეობს ნორვეგიაში. მონუმენტი შედგება გრძელი ხის ფანჯრებიანი გალერეისგან. ფანჯრების რაოდენობა კი ემთხვევა ამ ადგილას დასჯილი ჯადოქრების რაოდენობას. კომპოზიცია ასევე მოიცავს შუშის კუბის ფორმის პავილიონსაც. აქ მინა შავი ფერისაა და მასში გაოფენილია ლუიზა ბურჟუას ინსტალაცია-სკამი რომელიდანაც ცეცხლის ამოდის და მის მაღლა შვიდი სარკე. ეს სარკეები თვითმხილველების მეტაფორაა.

  • მუზეუმი კუნსტჰაუს ბრეგენცი
    მდებარეობს ქალაქ ბრეგენცში,ავსტრიაში. ეს არის ოთხსართულიანი შენობა, სახლი ხელოვნებისთვის. ის წარმოადგენს შუშის კუბს. მისი საყრდენი კი არის ლითონის სვეტები და ბეტონის კედლები. შუშის ფილები, რითიც შენობა გამოყოფილია გარეთა სივრცისგან, ერთმანეთისსგან მცირედაა დაშორებული. ეს კი საშუალებას იძლევა მოხდეს ინტერიერის განათება და ამავდროულად ვენტილაციაც.

გამოყენებული და დამატებითი მასალა: