პრაქტიკული სახელმძღვანელო Askgov.ge-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსისთვის

Askgov.ge
3 min readFeb 3, 2022

--

Askgov.ge-ის და მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსების ზრდასთან ერთად, ახალ დაბრკოლებებს ვხვდებით. ვუშვებთ შეცდომებსაც, რაც ბუნებრივია და მეტიც — სასურველიცაა, რომ გავაუმჯობესოთ და საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ როგორც კონკურსის მონაწილეებს, ასევე პორტალის მომხმარებლებს.

გიზიარებთ უკვე ნასწავლ გაკვეთილებს და პორტალიდან ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც კონკურსანტებს უფრო წარმატებულ მონაწილეობაში დაგეხმარებათ.

ხშირად დაშვებული შეცდომები

Წყაროს მითითება: ვიზუალიზაციაში საჭიროა გამოყენებული მონაცემების წყაროს მითითება. მონაცემები უნდა იყოს სანდო და გადამოწმებადი.

Askgov.ge-ის მონაცემებზე დაყრდნობა: კონკურსის ვიზუალიზაციები უნდა ეყრდნობოდეს პორტალიდან გამოთხოვილ, ან მასზე უკვე განთავსებულ მონაცემებს. არგუმენტის მხარდასაჭერად, ნაშრომში შესაძლებელია მეორადი მონაცემების გამოყენებაც (სხვადასხვა სანდო კვლევებიდან და სტატისტიკური ბაზებიდან).

Კალკულაციის ფაილები: მონაცემთა კრებულის დამუშავების შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნისას, აუცილებელია წარადგინო ინფორმაცია მონაცემთა ანალიზის ძირითადი ეტაპების შესახებ.

ვიზუალიზაციის ფორმატი: ვიზუალიზაციის შექმნისას, შეზღუდული არ ხარ სასურველი ხელსაწყოს გამოყენებაში, თუმცა, ნაშრომის საბოლოო ფორმატის საჯაროდ გაზიარება უნდა იყოს შესაძლებელი.

ვიზუალიზაციის კონცეფცია: ვიზუალიზაცია უნდა მოიცავდეს მკაფიო მიზანსა და გზავნილს, ნაშრომის სტრუქტურა კი უნდა იყოს მარტივად აღსაქმელი და შემუშავებული კონკრეტული აუდიტორიისთვის. ვიზუალიზაციის მიზანია არა უბრალოდ ფაქტების აღწერა ან მიმოხილვა, არამედ მათი გამომწვევი მიზეზების და შედეგების განსაზღვრა და გადმოცემა.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა 📈

Რა არის საჯარო ინფორმაცია?
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც საჯარო დაწესებულება ფლობს, საჯარო ინფორმაციაა, იქნება ეს სტატისტიკური მონაცემი, პროექტის შესახებ ინფორმაცია, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერი.

Ვის შეუძლია ინფორმაციის მოთხოვნა?
ყველას
აქვს ინფორმაციის მოთხოვნის უფლება, თუ ის არ შეიცავს სახელწიფო, პირად ან კომერციულ საიდუმლოებას.

Ვისგან შემიძლია გამოვითხოვო?
Ამჟამად, Askgov.ge-დან 303 დაწესებულებიდანაა ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელი. Ინფორმაციის გაცემის ვალდებულება ვრცელდება როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებზე, ასევე სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე.

Როდის გამომიგზავნიან მონაცემებს?
საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ. თუ მოთხოვნილი ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და საჭიროებს დამუშავებას, საჯარო დაწესებულებებს ინფორმაციის გაცემისთვის 10 სამუშაო დღე ეძლევათ.

Როგორ გამოვითხოვო ინფორმაცია Askgov.ge-ს მეშვეობით?
Ამისათვის, საჭიროა Askgov.ge-ზე რეგისტრაცია და ინფორმაციის მოთხოვნის მარტივი ფორმის შევსება. Გთხოვთ, რეგისტრაციისას სწორი ელ-ფოსტის მისამართი მიუთითო, რომ ინფორმაციის მიღების შესახებ შეიტყო და საჭიროების შემთხვევაში, საჯარო უწყებებმა შენთან კომუნიკაცია მოახერხონ.

მოთხოვნა შეგიძლია გააგზავნო შენი, ან ორგანიზაციის სახელით. წერილში მოთხოვნის მიზნის მითითება აუცილებელი არ არის. ამასთან, უფლება გაქვს აირჩიო საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა (CSV, XML, PDF, ა.შ.). Თუ გაინტერესებს, უფრო ზუსტად როგორ გამოიყურება განცხადების ფორმა, გაეცანი Askgov.ge-ის მომხმარებლების წარმატებულ მოთხოვნებს.

სასარგებლო რჩევები 🤓

  • Გადახედე Askgov.ge-ზე უკვე განთავსებულ მონაცემებს, იქნებ მსგავსი მოთხოვნები უკვე გაგზავნილია?
  • შეამოწმე საჯარო დაწესებულების ვებ-გვერდი. იქნებ მოთხოვნილი მონაცემები უკვე გამოქვეყნებული აქვთ? (მაგ: საქსტატის ან შსს-ს სტატისტიკური მონაცემების გვერდები).
  • განცხადების დასაწყისში მიუთითე საჯარო დაწესებულების დასახელება, რომელსაც ინფორმაციის მოთხოვნით მიმართავ.
  • Განცხადების მეორე გვერდზე მიუთითე სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართი და ხელმოწერა. Ამ გზით, ნაკლები იქნება შანსი, უწყებებმა თავი აარიდონ პასუხის გაცემას. აღნიშნული მონაცემები მხოლოდ საჯარო დაწესებულებას გაეგზავნება და პორტალზე, საჯაროდ, არ გამოჩნდება. Თუ გსურს, რომ ინფორმაცია ანონიმურად გამოითხოვო, მოგვწერე — ლიმიტირებული რესურსების ფარგლებში, ვეცდებით შენს ნაცვლად გავგზავნოთ განცხადება.
  • მოკლე და მკაფიო მესიჯებით მიმართვა საჯარო უწყებებს გაუმარტივებს უკეთ აღიქვან შენი მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსი, რაც ნიშნავს, რომ პასუხს უფრო მალე დაგიბრუნებენ.
  • მონაცემთა კრებულის მოთხოვნისას, მიუთითე მონაცემთა პერიოდი.
  • თუ არ გიპასუხებენ, შეგიძლია დაწესებულებას დაურეკო და ჰკითხო, მიიღეს თუ არა განცხადება. მოთხოვნა მათ ელ-ფოსტის მისამართზე გაეგზავნათ.

კიდევ Უფრო მეტი პრაქტიკული რჩევის სანახავად, მოინახულე Askgov.ge-ის საინფორმაციო გვერდი

პროექტის ავტორია ფორსეტი ⚡

Facebook page | Instagram | Twitter | Linkedin | Youtube

*კონკურსანტთა დიდი რაოდენობის გამო, საორგანიზაციო ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ თითოეულ მონაწილესთან განმარტოს ჟიურის შეფასების შედეგები.

*კონკურსში არ მიიღება პროექტები, რომლებიც ნებისმიერი სახის დისკრიმინაციულ მიზანს ან გზავნილებს შეიცავენ.

ეს ბლოგ-პოსტი შეიქმნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ამ დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია ფორსეტი და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის პოზიციის ამსახველად.

--

--

Askgov.ge

Askgov.ge იცავს და აძლიერებს დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს იარაღს — საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. პორტალის ავტორია ფორსეტი.