2009 წ.

სიმშვიდის წრე’ კარპე ფაქინგ დიემად

ირგვლივ ყველაფერი წრეზე ტრიალებს, ყველაფერი მოქმედებაშია, შენ კი ჩერდები, სიღრმეში შედიხარ და სიხარულის გრძნობა გეუფლება. ეს შენი სიმშვიდის წრეა! არა, ის სულაც არ არის კომფორტის ზონა: ხანდახან უბრალოდ საჭირაო გაჩერდე და გააცნობიერო, რომ ყველაფერი კარგადაა.

ამ დროს ხვდები, რომ დინებაში ხარ, ან საერთოდაც შეიძლება სიზმარი გესიზმრება. მთავარია მის მართვას არ შეეცადო და ყველაფერს გაგრძელების უფლება მისცე. იდეაში, სწორედ ეს არის ის* გაჩერებული წამი. გახარებს ის, რასაც ხედავ! ამიტომაც, ცდილობ მხოლოდ მომენტით დატკბე, დაიმახსოვრო და არაფერი გააფუჭო. პრინციპში ამ მომენტში შეგიძლია გაქრე კიდეც. ყველაფერი თავისთავადაა კარგად, შენ კი მხოლოდ უნდა გიხაროდეს და მადლიერი იყო.

ეს მომენტი პირველად კავთისხევში დავიჭირე, როდესაც ირგვლივ მხოლოდ ჩემი საყვარელი ადამიანები იყვნენ. დავაფიქსირე, რომ ყველას უხაროდა თითოეული იქ მყოფი, ვმღეროდით “გამახარეს” და ყველა მართლაც ბედნიერი იყო. ამის მერე ვცდილობ ხშირად შევამჩნიო ასეთი სიტუაციები. საბედნიეროდ ხალხის და გარემოს წყალობით ეს ხშირად ხდება — თვალიც გამივარჯიშდა.

ამ წრეს ერთი მნიშვნელოვანი წესი აქვს, დიდხანს არ უნდა დარჩე მასში. არ უნდა და ჩათვალო, რომ უშენოდ მართლაც ყველაფერი გამოვა. მოქმედება მაინც საჭიროა. ამას ახლა იმიტომ ვწერ, რომ მივხვდი: ლურჯი სავარძელი ჩემთვის სწორედ ასეთი სიმშვიდის წრე ყოფილა. ყოველ დღე მქონდა საშუალება იქ თავი კარგად მეგრძნო. მაგრამ ახლა რაღაც იცვლება და ვხვდები, რომ იქ ძალიან დიდი დრო გავატარე უმოქმედოდ. მაგრამ არაუშავს, ეს მომენტები ხომ ყოველთვის გამახსენდება!

One clap, two clap, three clap, forty?

By clapping more or less, you can signal to us which stories really stand out.