მომეწონა ნამდვილად კარგი პოსტია, ორ რამეზე დავფიქრდი წაკითხვის შემდეგ — რატომ არ ვისწავლე თავის დროზე წრფივი ალგებრა? არ ვისწავლე რადგან ჯავასკრიპტს ვსწავლოვდი და პროექტებს ვაკეთებდი php-ზე, ეხლა როდესაც უკვე ვიგრძენი საჭიროება საკმაოდ იოლად ვიპოვე ადამიანი რომელმაც ეგ საგანი კარგად ისწავლა და კონკრეტულ ნაწილზე იმუშავებს ამიტომ ვფიქრობ არ შევმცადარვარ ჯობია აკეთო ის რაც მოგწონს და გსიამოვნებს და თუ ვთქვათ წრფივი მაინც დაგჭირდება ეხლა უკვე სიამოვნებით ისწავლი რადგან დანიშნულება იცი ( ვერ ვხვდებოდა რაში დამჭირდებოდა და არც არავინ მიხსნიდა მხოლოდ დოგმები “ეს საწყისია ოდესმე გამოგადგება” ყველაზე ცუდი არგუმენტი ვეფხვაძის მოსასმენად -_- )

და მეორე აიტი მეგობრები — რომლებიც ყველაზე ცოტანი არიან ჩემს გარშემო, ეგ ნამდვილად ცუდი რამ არის უკვე დავდექი საჭიროების წინაშე. ადრე როდესაც პროექტებს ვაკეთებდი ძმაკაცებს ვუზირებდი სოლიდური შემოსავლისგან მიღებულ სიხარულს, მაგრამ ეხლა როდესაც ძალიან საინტერესო პროექტს ვაკეთებ რომელსაც მზად ვარ დავუთმე მთელი დრო, ენერგია და ფინანსები მასში გაკეთებული მიღწევების გასაზიარებლად ძალიან ცოტა ადამიანია, მაგრამ არც მაგის გამოსწორებაა დიდი პრობლემა რომ ვუფიქრდები ☺

მთავარია სწრაფად მიხვდე საჭიროებებს და შეძლო მათი დაკმაყოფილება, ხოლო რაც შეეხება ცხოვრებას ეცადო აკეთო მხოლოდ ის რაც გსიამოვნებს, ისწავლო რისი სწავლაც გსიამოვნებს და დაუთმო მთელი დრო და ენერგია იმას რისი კეთებაც გსიამოვნებს


მე, ჯორჯი პატივისცემით