როგორ ებრძვიან ბულინგს ფინეთში

წარმოიდგინეთ რომ სკოლაში ხართ და ზარი დაირეკა, ერთი საკლასო ოთახიდან მეორეში მიდიხართ და არავის ხელს არ უშლით.

შემდეგ კუთხეში უხვევთ და ხედავთ ასეთ შემთხვევას:

რას იზამდით?

სამწუხაროდ ეს საკმაოდ გავრცელებული სიტუაციაა.

ყოველ მესამე მოსწავლეს განუცდია ბულინგი სკოლაში.

მიუხედავად იმისა რომ ერთი შემთხვევა დასავიწყებლად ადვილია, ბულინგს როგორც წესი სისტემატიური ხასიათი აქვს. ბევრი ბავშვისთვის ეს ყველაფერი ტკივილის, შეურაცყოფის და ტრამვების განგრძობითი კამპანიასავითაა.

ყველაზე ძლიერ ბავშვებსაც კი შეიძლება გაუჭირდეთ ბულინგთან გამკლავება. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს დეპრესია, მუდმივი ბრაზი, ჯანმრთელობის პრობლემები და სკოლიდან გასვლაც კი, რაც დამეთანხმებით რომ კარგი ნამდვილად არ არის.

მოდი დავუბრუნდეთ შეკითხვას, ბულინგის შემსწრეები რომ გახდეთ, რას გააკეთებდით?

ფინეთში ამ კითხვას თავად ბავშვებს უსვამდნენ და როგორც აღმოჩნდა მათი პასუხები ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ფინეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საგანმანათლებლო სისტემა აქვს და გასაკვირიც არ არის რომ პირველად სწორედ მათ განახორციელეს ბულინგისგან დაცვის საპილოტე პროგრამა.

ფინურ ანტი ბულინგის კამპანიას “KiVa” ქვია, რომელიც ფინურად “ბულინგის წინააღმდეგ” ნიშნავს.

KiVa მოიცავს ძალიან ბევრ რესურსს და მათ შორისაა მეთოდები მასწავლებლების და მშობლების მხრიდან, ისევე როგორც საკლასო ოთახში გაკვეთილების ჩატარების მეთოდებს.

თუმცა, პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ფოკუსირებულია ასწავლონ ბულინგის შემსწრეებს თუ როგორ მოიქცნენ მსგავს შემთხვევებში. მასწავლებლები მსგავს ფაქტებს ყოველთვის ვერ ამჩნევენ, თუმცა ძალიან ხშირად მოსწავლეები საკუთარი თვალით ხედავენ ყოველივეს.

“ჩვენმა კვლევებმა აჩვენა რომ ყველაზე ნატანჯ ბავშვებსაც კი — მათ რომლებიც ბულინგს ყოველდღე განიცდიან — შეიძლება მდომარეობა გაუუმჯობესდეთ თუკი ბულინგის შემსწრეებს ეცოდინებათ თუ როგორ დაეხმარნონ მათ” განაცხადა ჟანა ხუვონენმა პროგრამის ეფექტურობის კვლევის პრეს რელიზში.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მეთოდი რომლითაც KiVa-ს პროგრამით ბულინგის შემსწრე ბავშვებს ემპათიას ასწავლიან არის კომპიუტერული თამაშები და სიმულაციები.

ერთ-ერთ თამაშში ბავშვებს შეუძლიათ აკონტროლონ ვირტუალური ავატარი რომელიც ბულინგის მრავალფეროვანი შემთხვევების შემსწრეა.

“ისინი შეიძლება გახდნენ ბულინგის შემთხვევის თვითმხილველნი სადაც მათ უნდა გადაწყვიტონ დაიცვან მსხვერპლი თუ გააკეთონ რაიმე სხვა” — განაცხადა ჯოანა ალანენმა რომელიც პროექტის მენეჯერია.

ალანენის თქმით არსებობს რამდენიმე ვარიანტი რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია თამაშში ბულინგის მსხვერპლი დაიცვან. “მათ მოქმედებებს შესაბამისი შედეგები მოყვება რომლებსაც ახალ სიტუაციაში გადაჰყავს მოთამაშე”

ძირითადად პროგრამა დაფუძნებულია საკუთარი არჩევანის შედეგად მიღებული შედეგების ანალიზზე რომლებსაც სხვადასხვა ისტორიები მოყვება, ყველაფერი ეს კი ვირტუალურ სივრცეში ვითარდება.

ბავშვებს ასევე ეძლევათ უკუკავშირი და რჩევები იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა უთხრან ბულინგის მსხვერპლთ.

“თამაშში ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ თუ როგორ მოექცნენ კარგად ბულინგის მსხვერპლს ისევე როგორც როგორ ჩართონ ახალი მოსწავლე საკუთარ სოციალურ წრეში” განაცხადა ალანენმა.

ბავშვებისთვის კითხვის დასმით თუ როგორ მოიქცეოდნენ სხვადასხვა სიტუაციაში, ისევე როგორც რჩევის და უკუკავშირის მიცემით, შესაძლებელია მათი ემპათიის და თანადგომის დონის ამაღლება ბულინგის მსხვერპლთა მიმართ.

კვლევების მიხედვით კი პროგრამა წარმატებით მუშაობს.

KiVa-ს მკვლევარებმა აღმოაჩინეს რომ პროგრამის დახმარებით ბულინგის რაოდენობა ერთი მესამედიდან ნახევრამდე მცირდება.

და ეს ყველაფერი არ არის, კვლევების მიხედვით პროგრამას ასევე შეუძლია შეამციროს დეპრესია და აამაღლოს თვითშეფასება იმ ბავშვებში რომლებსაც ბულინგი განუცდიათ.

გამომდინარე იქიდან რომ KiVa ფინეთის ეროვნული ანტი-ბულინგის პროგრამა გახდა, სხვა ქვეყნებმაც — იტალიამ, დიდმა ბრიტანეთმა და ჰოლანდიამ — დაიწყეს პროგრამის გამოყენება. ხოლო შეერთებულ შტატებში პროგრამის შეფასება მიმდინარეობს.

ბულინგი ძალიან მძიმე, განგრძობადი პრობლემაა რომელსაც აღმოფხვა ჭირდება. და ყველა შემთხვევაში სავარაუდოდ ერთნაირი გამოსავალი ვერ იქნება.

თუმცა KiVa-ს მსგავსი პროგრამები, ადრეულ ასაკშიც კი, გვაჩვენებენ იმას რომ ემპათია არის ერთ-ერთი საუკეთესო ხელსაწყო სამყაროს უკეთესად გასახდომად.

Like what you read? Give European Alumni a round of applause.

From a quick cheer to a standing ovation, clap to show how much you enjoyed this story.