Dall-E 2: 05.22 ანონსი

Elenee Ch
1 min readMay 31, 2022

--

იხილეთ ასევე: Dall-E 2: OpenAI-ის ახალი მოდელი და მისი შესაძლებლობები

წყარო

ვინც OpenAI-ის ამ პროდუქტის სიახლეებს არა აპრილიდან, არამედ უკვე რამდენიმე თვეა ადევნებს თვალს, ეცოდინება, თუ რამდენად ლიმიტირებულია იმ მომხმარებელთა რაოდენობა, ვისაც შესაძლებლობა მიეცა პროდუქტი გამოეცადა.

რამდენიმე დღის წინ ჯოან ჯენგმა ბლოგზე გამოაქვეყნა, რომ ამ ლიმიტირებულ რიცხვს მომლოდინეთა რიგებიდან ყოველ კვირა კიდევ 1000 მომხმარებელი შეემატებოდა. ასე რომ, ვინც დიდი ხანია ელოდებით, თქვენი ჯერიც წესით მალე დადგება.

რაც შეეხება კვლევის შედეგებს, ამ დროისათვის ასე გამოიყურება:

მომხმარებელთა მიერ ჯამში შეიქმნა 3 მილიონზე მეტი სურათი.

გაუმჯობესდა უსაფრთოხების სისტემა, ტექსტის ფილტრები, აგრეთვე დარეგულირდა კონტენტის დარღვევების ავტომატური გამოვლენისა და მასზე რეაგირების ფუქნქციები.

ჩამოტვირთული და საჯაროდ გაზიარებული ფოტოებიდან 0.05% ნაკლები იყო ისეთი, რომელიც დარეპორტდა, როგორც პოტენციურად საზიანო, ხოლო აქედან 30% დადასტურდა როგორც საზიანო, რამაც გამოიწვია ამ ანგარიშების დეაქტივაცია. (ვრცლად)

აქვე აღინიშნა, რომ დალის მიკერძოებულობა, რომელიც საწვრთნელი ბაზიდან მემკვიდრეობით მიიღო, ჯერ ისევ შესწავლისა და დახვეწის პროცესშია.

OpenAI იმედს გამოთქვამს რომ სამომავლოდ შეძლებენ უფრო მეტი მომხმარებლის დამატებას, პარალელურად კი აგრძელებენ მუშაობას სისტემისა და კონტენტის დახვეწაზე.

სანამ იმ იღბლიან ათასში მოხვდებით, შეგიძლიათ ამ გვერდზე დაათვალიეროთ დაგენერირებული ფოტოები.

--

--

Elenee Ch

Haya! 👋 Ene here! I’m spending my free time making illustrations, AI research and read about UX/UI.