გაიცანით ფორსეტი!

ფორსეტი შედარებით ახალი ორგანიზაციაა, რომელსაც მონაცემთა კომუნიკაციისა და ვიზუალიზაციის კუთხით დიდი ისტორიისა და გამოცდილების მქონე გუნდი ჰყავს. ფორსეტი ჯამპსტარტ ჯორჯიას ყოფილმა თანამშრომლებმა დავაარსეთ და გვჯერა, რომ ტექნოლოგიების, მონაცემებისა და დიზაინის ურთიერთქმედებით შესაძლებელია მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების წინ წამოწევა და აუდიტორიისთვის მათი უფრო ეფექტური და საინტერესო გზით მიწოდება.

ეს არის იდეა, რომელიც აერთიანებს ჩვენს გუნდს და გვეხმარება ორგანიზაციულ განვითარებაში. ჩვენი გუნდი საკმაოდ მრავალფეროვანია. ჩვენთან მუშაობენ პროგრამისტები, დიზაინერები, ილუსტრატორები, ჟურნალისტები, კომუნიკაციის სპეციალისტები, მკვლევარები და მონაცემებით დაინტერესებული ადამიანები. ჩვენ ყველას ერთი ხედვა გვაქვს და ვთვლით, რომ მონაცემები და მათი ფართო აუდიტორიისთვის მარტივად აღსაქმელი გზებით მიწოდება მნიშვნელოვანია! ჩვენი ორგანიზაციის სპეციალიზაციას ოთხ ძირითად მიმართულებად ვყოფთ ხოლმე: მონაცემთა ანალიზი, პროგრამირება, დიზაინი და კომუნიკაცია. ეს ოთხი მიმართულება გვეხმარება გავხადოთ ჩვენ მიერ შექმნილი მასალა უფრო ინოვაციური და საინტერესო. სწორედ ამიტომ, დიდი სურვილი გვქონდა ეს ოთხი მნიშვნელოვანი მახასიათებლის წინ წამოგვეწია და ჩვენს სახელთან დაგვეკავშირებინა (ForSet — ინგლისურად შეიძლება გამოითქვას, როგორც ოთხი ნაწილი).

ფორსეტის გუნდი გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე მუშაობას და ვეცდებით ვიპოვოთ ახალი და შემოქმედებითი გზები, რათა ჩვენი ამბები უფრო საინტერესო გავხადოთ აუდიტორიისთვის. ჩვენ შევქმნით და გაგიზიარებთ ახალ ხელსაწყოებს, რომელთა დახმარბითაც შეგეძლებათ თქვენი ამბებისა და კომუნიკაციის გამრავალფეროვნება. ჩვენ ვგეგმავთ მონაცემთა ირგვლივ საინტერესო ღონისძიებებისა და ჰაკათონების მოწყობას და ხელს შევუწყობთ ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანთა ქსელის ჩამოყალიბებას. და ბოლოს, ჩვენ შევეცდებით, ჩვენთვის საყვარელი საქმის კეთებით უფრო საინტერსოდ და შთამბეჭდავად დაგანახოთ თანამედროვე მონაცემთა კომუნიკაცია!

გახდი ჩვენი წარმატების მონაწილე, გამოიწერე სიახლეები და შემოუერთდი ჩვენს სოციალურ გვერდებს! Facebook, Twitter, Linkedin.