არცისე თავისუფალი უნივერსიტეტი

შენ რომ თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაგებარებინა, შესაძლოა გყოლოდა ლექტორი, რომელიც ძალიან შორს იქნებოდა დაპირებული “სწავლების თანამედროვე მეთოდებისგან”, “დასწრება თავისუფალიასგან” და ძალიან ბევრი იმ სიკეთისგან რასაც კამპუსის ლამაზ კედლებში დაგპირდებოდნენ.

პირობითად დავარქვათ მერაბი. მერაბის სილაბუსში წერია, რომ სემინარზე ზეპირი აქტიურობა ფასდება 1 ქულით, ასევე 1 ქულით აფასებს მერაბი დავალებას, რომელიც სტუდენტმა სემინარზე უნდა შეასრულოს. აქ უკვე მიხვდები, რომ თუ 30 ქულის დაკარგვა არ გინდა, სემინარებზე უნდა იარო. შემდეგ უფროსკურსელებისგან გაიგებ, რომ ბატონი მერაბი ლექცია-სემინარის დროს ხშირად ანაცვლებს თვითნებურად, ანუ გამოდის რომ უნდა იარო ლექციაზეც და სემინარებზეც.

დიახ, ბატონ მერაბს არ აინტერესებს თავისუფალი დასწრება, საერთოდაც ფეხებზე ჰკიდია მუშაობ, ზოგჯერ ავად ხდები, თუ უბრალოდ მისი ლექციები არ მოგწონს. თქვენ უნდა დაესწრო ყველაფერს!

მიხვალ ლექციაზე, გაცხარებული დისკუსიებია, თუმცა თუ დააკვირდები გაცხარებით საუბრობს მხოლოდ ლექტორი, რომელიც 90%-ში აწყვეტინებს სტუდენტებს საუბარს და არანაირი საწინააღმდეგო აზრი არ მოსწონს. ისე კი გეუბნება, რომ განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლება გაქვს (დიდი მადლობა, ბატონო მერაბ!).

შეიძლება 1 სიტყვაც არ თქვა სემინარზე (მე რომ მეზარებოდა საკლასო თამაში: “5 სიტყვით დაახასიათე პერსონაჟი”, “3 წინადადებით მოყევი შინაარსი” და სხვა მსგავსი დაწყებითი კლასის მართლაცდა თამაშები — ასე ვიქცეოდი), არ ინერვიულო, შენი ზეპირი აქტიურობის ქულა მაინც ისეთივე იქნება, როგორიც შენი ჯგუფელის, რომელიც მთელი სემინარი ხელაწეული გეჯდა გვერდით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბატონი მერაბი რომ ბოლოს ფურცლებს ჩამოარიგებს, 10 ხაზს მიაჯღაბნი და ისე დაუბრუნებ უკან.

არ მოგესმა, მინიმუმ 10 ხაზი უნდა დაწერო. 10 ხაზი არის საზომი ერთეული ბატონი მერაბისთვის. შინაარსს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუ გნებავს კითხვას პასუხი საერთოდ არ გასცე, რაც მოგესურვება ის წერე, მხოლოდ 10 ხაზზე ნაკლები ნუ მოგივა, ვაიდა ადგეს ერთხელაც და გადათვალოს. ვაიდა კითხვაც დაიწყოს მერე მაგ კომენტარების? არ ვიცი, ჩემს და ჩემი სხვა ნაცნობების პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.

ხომ მარტივია? მიდიხარ ლექცია-სემინარზე, არ იღებ ხმას და რაღაც ნაჯღაბნში დღის ბოლოს +2 ქულა გაქვს.

ნუ დაფიქრდები რაში სჭირდება ლექტორს სტუდენტების ასე დაბმა. ნურც იმას იკითხავ როგორ მოახერხა ამხელმა პროფესიონალმა კაცმა, რომ სტუდენტების უმრავლესობისთვის ლექცია-სემინარებზე დასწრების ერთადერთი მოტივი 2 ქულაა.

უბრალოდ იარე!

იმიტომ რომ თუ არ ივლი, დიდი შანსია ესეი გაგინულოს, დედლაინს გადაცილებული აღარ მიიღოს (ლეგენდა არსებობს რომ ყოველ დილით, სანამ სტაფილოს წვენს დალევს, შეგიძლია გაუგზავნო დავალება), ფინალური დავალება არც კი წაიკითხოს ისე დაგიწეროს მინიმალური ქულა. მიზეზს რომ მოჰკითხავთ, მოგწერს რომ მეექსვე კლასელის უნარებიც არ გაქვს, უნიჭო და გაუნათლებელი ხარ და აბა რა გეგონა?

შემდეგ შენ ალბათ გაგიჩნდება სურვილი შენი ყველა უნარის თავმოყრით მისწერო საპასუხო უცენზურო მეილი. მაგრამ ალბათ ჩემსავით გადაიფიქრებ.

ხოდა, კი, საბჭოთა გადმონაშთები თავისუფალ უნივერსიტეტშიც არ გვაკლია.

ყოველი სემესტრის ბოლოს ადმინისტრაცია ანონიმ ფორმას გვიგზავნის სადაც ლექტორს და კურსს ვაფასებთ. მთელი სემესტრი ბატონი მერაბის შეფასების ველს ველოდი. :3 იმედია, ისინი მაინც კითხულობენ ამ გამოკითხვებს და უფრო დიდი იმედი მაქვს, მიხედავენ ამ საგანს და ლექტორს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი ჯგუფიდან მაქსიმუმ 10–15% -ს უყვარს ალბათ, წინა მერხზე რომ უსხედან და შესციცინებენ ❤. დანარჩენებისთვის ხან ჭაობია ეს ლექტორი, ხან მარტივად *ლე.

თუ ამ პოსტს პატივცემულის კოლეგები მაინც კითხულობთ და ბატონ მერაბთან რაიმე საერთო აღმოაჩინეთ, გირჩევთ პიროვნულ ან პროფესიულ ცვლილებაზე დაფიქრდეთ.

Like what you read? Give Freeunian a round of applause.

From a quick cheer to a standing ovation, clap to show how much you enjoyed this story.