მე შევხვდი…

ისტორია დაიწყო მაშინ, როდესაც ჩვენ პირველად შევხვდით ერთმანეთს. ეს გავდა ლამაზ სიზმარს, რომლისგან თავის დაღწევას საერთოდ არ ვცდილობდი, პირიქით მსიამოვნებდა მის მარწუხებში ყოფნა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მე შევხვდი სიყვარულს. დიახ, თქვენ სწორად გამიგეთ, მე მას ნამდვილად შევხვდი. გასაოცარია ისეთი ლამაზია, კი მაგრამ როგორ დავინახე თუ ის არ ჩანს? პასუხი მარტივია, უნდა გჯეროდეს, გწამდეს და შენ მას აუცილებლად დაინახავ. განა ღმერთს რისთვის შვუქმნივართ, იმისთვის, რომ სიყვარული ვეძიოთ ჩვენ თავში, სხვაში და ყველაფერში რაც ჩვენ გარშემოა. ყველა ადამიანში კოდივით არის ჩაბეჭდილი ძალა ნიჭისა, რომელსაც სიყვარულს ვუწოდებთ, მისი გაღვივება ყველას შეუძლია, მაგრამ ხშირად მონდომება გვაკლია, რადგან ვთვლით, რომ გრძნობების ხმამაღლა გამოხატვა ერთგვარი სირცხვილია. „გვიტყდება“, „ტეხავს“, „რომელ საუკუნეში ვართ ხო არ ღადაობ?“ არ მესმის მათი ვინც ასე თვლის, მგონია, რომ ჩვენ მოდგმაში არიან ისეთები ვისაც მართლა შეუძლია გულიდან წამოსული მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ხმამაღლა და თამამად უთხარას მას ვინც მისთვის ყველაზე ძვირფასია. დღე იწყება მასზე ფიქრით და მთავრდება ასევე მასზე ფიქრით. ვიყოთ გამბედავები და ნუ დავუხრით თავს იმ მასას, რომელიც თვლის, რომ გრძნობებზე ხმამაღლა საუბარი სირცხვლია. სიყვარული სირცხვილი არაა და მასზე გულღიად საუბარი, არ „ტეხავს“ თუ შეგიყვარდა და რაღაც ქუჩაზე მორგებულ შენ სტატუს წყალი შეუდგა, მერე რა? დაგენგრა ამით ცხოვრება? პირიქით წინ უამრავი მშვენიერი რამ გელის იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც გული გაგიფერადა, სახეზე ღიმილი მოგგვარა და „მუცელში პეპლები“. როცა გიყვარს იწყებ ფიქრს, მხოლოდ შენს თვზე კი არა, არამედ მასზეც, თუ როგორ ასიამოვნო ან გააბედნირო, მზად ხარ მისთვის შეუძლებელი გააკეთო და როგორი მარტივი გეჩვენება ამ დროს ყველაფერი? მისთვის ხომ არაფერს დაიშურებდი, ოღონდ კი ის მზერა დაგენახა რომელიც სიყვარულით არის აღსავსე…

ამრიგად, ჩემო მეგობრებო, ცხოვრება მწარეა, სიცოცხლეა ტკბილი, რომელიც ძალიან ხანმოკლეა, ნუ დახარჯავთ დროს უაზრო საქციელებზე, ეცადეთ იყოთ უფრო გულისხმიერები და რაც მთვარია გიყვარდეთ ერთმანეთი. სიყვარული გადაგვარჩენს და ამავდროულად დაგვღუპავს, მაგრამ ამის საშუალებას ხომ ჩვენვე ვაძლევთ? დაე ნუ იქნება ასე, განვკარგოთ ის ჩვენი გულით და გონებით, ვიყოთ ლმობირები და გვჯეროდეს, რომ სიყვარული ყოველ ჩვენგანშია მიძინებული და ერთი პატარა შეძახილი სჭირდება რომ გამოფხიზლდეს. მინდა, რომ ცხოვრებაში ყველას ის ლამაზი დღე დაგიდგეთ, როცა სიყვარულით გაჟღენთილი იქნება თქვენი ოჯახის თბილი კერა და უმადლოდეთ უფალს იმისთვის, რომ ეს ნიჭი გიბოძათ…