ნუ გეშინია

შეგვიძლია კი მივცეთ საკუთარ თავს ყველაფრის უფლება? ნუთუ გვზღუდავს ამაში ვინმე? რაიმე?

დიახ, ვიზღუდებით გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, ზედმეტად გვადარდებეს ის ფაქტი თუ რას იფიქრებს ჩვენზე მასა.

მასა? და რას წარმოადგენს ის შენთვის ? ვინ არიან, რომ გიკარნახონ ნაბიჯები, რომელიც სამომავლოდ უნდა გადადგა.

ბრბო ხომ არასდროს ფიქრობს, არასდროს გითვალისწინებს, ისინი ხომ შენ ადგილას ვერასდროს წარმოიდგენენ თავს, ვერ გაგიგებენ რატომ იქცევი ასე, რატომ კითხვას არასდროს გაეცემა ის პასუხი რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. კვლავ სუსტდები მათი ზეწოლისგან, ცდილობ ფეხზე წამოდგომას მაგრამ ყოველი მათი ქმედება შენ უკანდგედებას უწყობს ხელს და მაინც რატომ? ისმის კითხვა პასუხი კი სადღაც ჰაერში იკარგება…

ამ ყველაფრის მერე ბრძოლა არ გიფიქრია? არ გიფიქრია დაგემსხვრია სტერეოტიპი, რასაც ჩვენ ბრბოს სისასტიკეს ვეძახით?

ნუთუ არ გაგჩენია სურვილი გეცხოვრა შენ გემოზე ისე რომ არ გეფიქრა იმაზე, ხომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ? ნეტავ რას იფიქრებენ ჩემ საქციელზე და სხვები ამას როგორ მიიღებენ?

იცოდე, რომ შენი ყველა ნაბიჯი მოსაწონი ვერ იქნება, ვერ დააკმაყოფილებ ყველას და ვერ ჩაჯდები მათ კრიტერიუმებში. და დიახ შენ, არც უნდა გქონდეს ამის სურვილი. ალბათ გებადება კითხვა თუ რატომ, პასუხი მარტივია მოიქეცი ისე როგორც გული გკარნახობს, ბოლომდე გაიტანე შენი და არ შეუშინდე არანაირ წინაღობას. გიყვარდეს შენი თავი და პატივი ეცი შენ გადაწყვეტილებებს და არასდროს შეათანხმო, ან მოარგო ისინი მასას, რომელსაც თითოეული ჩვენგანის გაკიცხვა ასე ძალიან წყურია.