მიშელ ობამას ნიუჰემპშირში გამოსვლის სრული ვერსია

ტრამპი არჩევნებში დამარცხდება რადგან ქალები მის წინააღმდეგ არიან, მიშელ ობამა იდეალურად ხსნის ამ ყველაფერს. ეს არის ის რაც ქართველმა ამომრჩეველმა, ქალებმა და კაცებმა ისევე როგორც პოლიტიკოსებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.

ღმერთო ჩემო, როგორი ენერგიულები ხართ!

მოგესალმებით ყველას. ძალიან მოხარული ვარ რომ აქ, ნიუ ჰემპშირში თითოეულ თქვენთაგანთან ერთად ვატარებ დროს. ეს ადგილი ჩემთვის სახლივითაა, და ეს დღეც — მადლობა ასეთი ლამაზი შემოდგომის დღისთვის. ალბათ ჩემთვის შეუკვეთეთ ასეთი დღე არა? კიდევ ერთხელ, ძალიან მიხარია აქ ყოფნა.

ნება მომეცით გამოსვლა დავიწყო თქვენი არაჩვეულებრივი გუბერნატორის, მომავალი აშშ-ს სენატორის, მეგი ჰასანისთვის მადლობის გადახდით. მინდა მადლობა გადავუხადო მას მშვენიერი შესავლისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო თქვენი კონგრეს-ვუმენი, ანი მაქლეინ კასტერი, რომლიც ძალიან, ძალიან ძვირფასი მეგობარია ჩემთვის. თქვენი მომავალი კონგრეს ვუმენიც რაღათქმაუნდა, ქეროლ შეა პორტერი, რომელიც საოცრად კარგი მეგობარი იყო თითოეული ჩვენგანისთვის. თქვენი აღმასრულებელი საბჭო და გუბერნატორობის კანდიდატი — კოლინ ვან ოსტერნი.

რაღათქმაუნდა მადლობა ყველას რომ გამონახეთ დრო დღეს აქ ყოფნისთვის.

შეძახილი დარბაზიდან: გვიყვარხართ!

ძალიან დიდი მადლობა, მეც ძალიან მიყვარხართ ყველანი. არ მჯერა რომ რამდენიმე კვირაღა დარჩა არჩევნებამდე, რომელშიც ყველანი ერთად მხარს დავუჭერთ აშშ-ს მომავალ პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს, ჰილარი კლინტონსა და ტიმ კეინს! ნიუჰემფშირი კი როგორც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ასე რომ, მინდა სერიოზულად შევხედო ამ საკითხს, იმიტომ რომ ვფიქრობ ყველა ვთანხმდები იმაზე რომ ძალიან რთული კვირა იყო ისედაც რთულ არჩევნებში. პირადად ჩემთვის, ეს კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით რომ ეს იყო სიღრმისეული კონტრასტის კვირა.

გასულ სამშაბათს თეთრ სახლში ავღნიშნავდით გოგონათა საერთაშორისო და გოგონათა გაძლიერების პროგრამის საერთაშორისო დღეს. ეს იყო მშვენიერი ზეიმი. ეს არის ბოლო ღონისძიება გოგონათა განვითარების პროგრამისთვის პირველი ლედის როლში. მქონდა იმის ბედნიერება რომ გამეტარებინა დრო საოცარ ქალბატონებთან ერთად, ახალგაზრდა გოგონებთან აქ, ამერიკაში და მთელი მსოფლიოს გარშემო. ჩვენ ვისაუბრეთ მათ იმედებსა და ოცნებებზე. ვისაუბრეთ მათ მისწრაფებებზე. ეს ყველაფერი იმიტომ რომ ამ გოგონათა უმრავლესობას მოუწია შეჭიდებოდა წარმოუდგენელ სირთულეებს რათა ევლოთ სკოლაში, საფრთხის ქვეშ იყო მათი პირადი უსაფრთხოება, მათი თავისუფლება, იყვნენ მათი ოჯახების და თემის მხრიდან გარიყვის რისკის ქვეშ.

გამომდინარე აქედან, ვიფიქრე მნიშვნელოვანი იქნებოდა შემეხსენებინა ამ ახალგაზრდა გოგონებისთვის რამდენად ფასეული და ძვირფასები არიან ჩვენთვის. მინდოდა მათ გაეანალიზებინათ რომ ნებისმიერი საზოგადოების საზომი არის ის თუ როგორ ექცევა იგი საკუთარ ქალებს და გოგონებს. მე მათ ვუთხარი რომ ისინი იმსახურბდნენ პატივსიცემთ და ღირსეულად მოპყრობას, მე მათ ვუთხარი რომ არაფრად ჩაეგდო ნებისმიერი ვინც ამცირებს და დევალირებას უწევს მათ და ის რომ მათ უნდა გააგონონ მსოფლიოს საკუთარი ხმა. შეხვედრიდან ძალიან შთაგონებული გამოვედი, ისვე როგორც შთაგონებით ვივსები ყველა ახალგაზრდის დანახვით აქ — ძალიან ამაღლებული ემოცია მივიღე გოგონებისგან. ეს იყო სამშაბათს.

და ახლა, მე ვდგავარ აქ საარჩევნო კამპანიაზე სადაც ხშირად ვისმენთ ხოლმე მტკინვეულ, სიძულვილით გაჯერებულ ენას ქალთა მიმართ — ენას რომელიც ძალიან მტკინვეული იყო ბევრი ჩვენთაგანისთვის, არა მხოლოდ ქალებისთვის, მაგრამ მშობლებისთვისაც რომლებიც ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი შვილები და აღვზარდოთ ისინი მზრუნველებად, პატივსაცემ ზრდასრულებად და ისეთ მოქალაქეებად რომლებიც ფიქრობენ რომ ჩვენი ქვეყნის ლიდერები უნდა შეესაბამებოდნენ ადამიანური წესიერების მინიმალურ სტანდარტებს.

ფაქტია რომ ამ არჩევნებში გვყავს კანდიდატი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის რომელსაც თავისი ცხოვრების და საარჩევნო კამპანიის დროს, უთქვამს ისეთი სიტყვები ქალთა შესახებ რომლებიც იმდენად შოკისმომგვრელი, იმდენად დამამცირებელი იყო უბრალოდ ვერ გავიმეორებ მათ თქვენთან. გასულ კვირას ამ კანდიდატმა დაიტრაბახა კიდეც ქალთა მიმართ სექსუალური ზეწოლის შესახებ. მე თვითონაც არ მჯერა როცა ვამბობ რომ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ტრაბახობდა ქალთა მიმართ სექსუალური ზეწოლის შესახებ.

მინდა გითხრათ ისიც რომ ამის შესახებ ფიქრს ვერ ვწყვეტ. ამ ფაქტმა იმდენად ძირფესვიანათ შემძრა რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენდი. არაფერი გამიხარდებოდა იმაზე მეტად რომ თავი ისე მომჩვენებინა თითქოს ეს ყველაფერი არ ხდება და გამოვსულიყავი აქ სტანდარტული კამპანიის გამოსვლით, უპატივცემულოდ და გულუბრყვილოდ, თითქოსდა ეს მხოლოდ ცუდი სიზმარი იყო.

ეს არ არის ისეთი რამ რაც შეიძლება დავაიგნოროთ. ეს არ არის ისეთი რამ რომლის “ხალიჩის ქვეშ შეხვეტა” შეიძლება როგორც უბრალოდ შემდეგი შემაწუხებელი შენიშვნა სამწუხარო საარჩევნო კამპანიაში. იმიტომ რომ ეს არ იყო უბრალოდ “უხამსი დიალოგი”. ეს არ იყო უბრალოდ გასახდელ ოთახში შექმნილი უწყინარი ხუმრობა. ეს იყო გავლენიანი ინდივიდის თავისუფალი და ღია გამოსვლა სექსუალური მტაცებლის ქცევაზე და ტრაბახი ქალებზე ხელის ფათურის და კოცნის შესახებ, იმდენად უხამსი ენის გამოყენებით რომ ბევრი ჩვენთაგანი იმის შესახებაც კი წუხდა რომ ბავშვებს არ გაეგონათ ეს ყველაფერი ტელევიზორის ჩართვისას.

უარესი კი ისაა რომ ახლა უკვე ძალიან ნათლად ჩანს ის რომ ეს არ არის იზოლირებული ინციდენტი. ეს არის მხოლოდ ერთი, იმ უამრავი მაგალითისგან თუ როგორ ექცეოდა იგი ქალებს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. მინდა გითხრათ რომ როცა ამ ყველაფერს ვისმენ ისევე როგორც ბევრ თქვენთაგანს, განსაკუთრებით ქალებს, მეც გულთან ძალიან ახლოს მიმაქვს. სამარცხვინო კომენტარები ჩვენი სხეულის შესახებ. უპატივცემულობა ჩვენი ამბიციებისა და ინტელექტის მიმართ. რწმენა რომ ქალთან რასაც გინდა იმას მიაღწევ.

ეს სიბოროტეა. ეს შემაშინებელია. სიმართლე კი ისაა რომ ეს მტკინვეულია. მტკინვეულია. ეს იმ გულისამრევ გრძნობას გავს როცა ქუჩაში მისეირნობ, საკუთარ საქმეზე ფიქრობ და უცებ ვიღაც ტიპი ვულგალურ კომენტარებს აკეთებს შენს ტანთან დაკავშირებით. ან იმ ერთი ტიპივით სამსახურში რომ ზედმეტად ახლოს რომ დგება შენთან და ზედმეტად დიდხანს გაშტერდება რომელიც საკუთარ კანშიც კი არაკომფორტულად გამყოფებს.

ეს იმ ტერორის და ძალადობის გრძნობას გავს რომელიც ძალიან ბევრ ქალს განუცდია როცა ვინმე მათ ხელს ჩაავლებს და მიუხედავად იმისა რომ ისინი უარზე არიან კაცები მაინც არ უსმენენ — ეს ისეთი რამეა რაც ყველამ ვიცით რომ ხდება კოლეჯების საერთო საცხოვრებლებში და უამრავ სხვა ადგილას ყოველდღე. ეს იმ ისტორიებს გვაგონებს რომელიც ხშირად გვსმენია ჩვენი დედებისა და ბებიებისგან იმის შესახებ თუ როგორ შეეძლო ძველად უფროსს ებრძანებინა ქალისთვის ის რაც მოესურვებოდა ოფისში, და მიუხედავად იმისა რომ ქალები თავს არ ზოგავდნენ მუშაობით საკუთარი ძალების დასამტკიცებლად, ეს საკმარისი მაინც არასდროს იყო.

ალბათ ყველა ვთვლიდით რომ ეს ძველისძველი ისტორიები იყო არა? და ძალიან ბევრ ადამიანს უმუშავია წლების განმავლობაში რომ დასრულებულიყო ასეთი ტიპის ძალადობა, ბოროტი ზრახვები და უპატივცემულობა. ახლა კი, 2016 წელს ვისმენთ ზუსტად იმავეს, ყოველდღე საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. ჩვენ მასში ვიძირებით. და ყველანი ვაკეთებთ იმას რასაც ქალები ყოველთვის აკეთებდნენ: ვცდილობთ თავი ამოვწიოთ წყლის ზემოთ, გადავიტანოთ, ვცდილობთ საკუთარი თავი დავაჯეროთ თითქოს არაფერი ხდება. შესაძლოა იმიტომ რადგან ვფიქრობთ რომ იმის აღიარება თუ რამდენად მტკინვეულია ეს ყველაფერი გვხდის ჩვენ, ქალებს სუსტს.

შეიძლება გვეშინია რომ ამდენად მოწყვლადები ვიყოთ. შეიძლება შევეჩვიეთ ამ ემოციების გადაყლაპვას და წყნარად ყოფნას, რადგან ძალიან ხშირად გვინახავს თუ როგორ არაფრად არ აგდებენ ჩვენს სიტყვებს. ან შეიძლება არ გვინდა დავიჯეროთ რომ კვლავ არსებობენ ადამიანები ვისთვისაც ქალები ასე სუსტები არიან. ძალიან ბევრი ამ ყველაფერს ისე ეკიდება თითქოს მორიგი დღის ახალი ამბავი იყოს, თითქოს ჩვენი უფლებები დაუცველი და გამქრალია, თითქოს ეს ნორმალური იყოს, უბრალოდ პოლიტიკა როგოც ყოველთვის.

მაგრამ ნიუ ჰემპშირის მოქალაქეებო, ნათლად შეხედეთ: ეს არ არის ნორმალური. ეს არ არის “პოლიტიკა როგორც ყოველთვის”. ეს სამარცხვინოა. ეს აუტანელია. და მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ რომელ პარტიას ემხრობით — დემოკრატებს, რესპუბლიკელებს, დამოუკიდებელ კანდიდატებს — არცერთი ქალი არ იმსახურებს ასე მოქცევას. არცერთი ჩვენგანი არ იმსახურებს ასე ბოროტად მოპყრობას.

ვიცი რომ ეს საარჩევნო კამპანიაა, მაგრამ ეს არ ეხება პოლიტიკას. ეს ეხება ძირითად ადამიანურ წესირებას. ეს ეხება იმას თუ რა არის სწორი და არასწორი. ამას უბრალოდ ვერ შევეგუებით, ვერ ვაჩვენებთ ჩვენს შვილებს ამას — ვერც ერთი წუთით, მითუმეტეს ოთხი წლით. სწორედ ახლა არის დრო რომ ყველანი ერთად წამოვდგეთ და ვთქვათ — საკმარისია! ეს ყველაფერი ახლავე უნდა შეწყდეს.

იმიტომ რომ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ: თუ ეს ყველაფერი მტკინვეული ჩვენთვის, ზრდასრული ქალებისთვის, როგორ ფიქრობთ როგორი გავლენა ექნება ამას ჩვენს ბავშვებზე? რა მესიჯი მიგვაქვს ჩვენი პატარა გოგონებისთვის როცა გაიგებენ ვის უნდა ჰგავდნენ, როგორ მოიქცნენ? რა გაკვეთილებს იღებენ ისინი საკუთარი პროფესიონალიზმის ღირებულების, ადამიანური, მათი ოცნებების და მისწრაფებების შესახებ?და როგორ გავლენას ახდენს ეს ამ ქვეყნის კაცებსა და ბიჭებზე? რადგანაც შემიძლია გითხრათ რომ კაცი რომელიც ჩემს ცხოვრებაშია არ საუბრობს ქალებზე ასე. ვიცი რომ ჩემი ოჯახი განსაკუთრებული არ არის. და ამ ყველაფერის “გამოსაცვლელი ოთახის” ტიპის დიალოგად გაყვანა შეურაცმყოფელია წესიერი კაცისთვის ყველგან.

კაცები რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ არ ექცევიან ქალებს ასე. ისინი არიან მოსიყვარულე მამები რომლებსაც იმის გაფიქრებაც კი გულს ურევს რომ მათი ქალიშვილების მიმართ მსგავსი ბილწი სიტყვები იქნას გამოყენებული. ისინი არიან ქმრები, ძმები და შვილები რომლებიც ვერ იტანენ ქალების მიმართ მსგავს დამცირებასა და უპატივცემულობას. და ისევე როგორც ჩვენ, ეს მამაკაცებიც დარდობენ იმის შესახებ თუ რა გავლენა ექნება ამ არჩევნებს ჩვეენს ბიჭებზე რომლებიც ეძებენ როლურ მოდელს იმის შესახებ თუ რას ნიშნავს იყო მამაკაცი.

ერთმა მშობელმა ახლახანს მომიყვა ისტორია თავისი 6 წლის ვაჟის შესახებ რომელიც ერთ დღეს ახალ ამბებს უყურებდა — ახალ ამბებს ერთად უყურებდნენ. და უცებ პატარა ბიჭმა თქვა: “ვფიქრობ ჰილარი კლინტონი გახდება პრეზიდენტი”. დედამ ჰკითხა: “რატომ ფიქრობ ასე?” და ამ პატარა 6 წლის ბიჭმა უპასუხა: “იმიტომ რომ მეორე კაცმა ვიღაცას გასიებული უწოდა, ვერ გახდები პრეზიდენტი თუ ვინმეს გასიებულს ეძახი”

ასე რომ 6 წლის ბავშვსაც კი ესმის რა არის უკეთესი. 6 წლის ბავშვმაც კი იცის რომ ზრდასრულები ასე არ უნდა იქცეოდნენ. წესიერი ადამიანები ასე არ იქცევიან. და რათქმაუნდა ამერიკის პრეზიდენტი ასე არ უნდა იქცეოდეს.

მოდით ნათლად შევხედოთ: ძლიერი მამაკაცებს — ნამდვილ როლურ მოდელებს — არ სჭირდებათ ქალების დაკნინება იმისთვის რომ თავი უფრო ძლიერად იგრძნონ. ნამდვილად ძლიერი ადამიანები სხვებს ეხმარებიან მაღლა ასვლაში. ადამიანები რომლებიც ნამდვილად ძლიერები არიან ერთიანდებიან. ეს თვისებები სწორედ ისინია რაც ჩვენს მომავალ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს. ჩვენ გვჭირდება ადამიანი რომელიც გამაერთიანებელი ძალა გახდება ამ ქვეყანაში. გვჭირდება ვინმე ვინც მოაშუშებს იმ ჭრილობებს რომლებიც ერთმანეთისგან გვყოფს, ვინმე ვინც ნამდვილად იზრუნებს ჩვენზე და ჩვენს შვილებზე, ვინმე ვისაც აქვს საკმარისი ძალა და თანაგრძნობა ამ ქვეყნის წინ წასაყვანად.

და ნება მომეცით გითხრათ, მე დღეს აქ ვარ რათა მთელი ჩემი გულით მჯერა რომ ჰილარი კლინტონი სწორედ ასეთი პრეზიდენტი იქნება.

ჩვენ ვიცით რომ ჰილარი ამ პოზიციისთვის ზედგამოჭრილი ადამიანია რადგან გვინახავს მისი ხასიათი და თავდადება არა მხოლოდ ამ საარჩევნო კამპანიაში, არამედ მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში. ფაქტია რომ ჰილარი იმ უამრავი ფასეულობის განსახირებაა რომელსაც თავდადებით ვცდილობთ რომ ვასწავლოთ ახალგაზრდებს. ახალგაზრდებს ყოველთვის ვურჩევთ: “იშრომე თავდაუზოგავად, მიიღე კარგი განათლება.” ჩვენ ვეუბნებით მათ რომ გამოიყენონ ეს განათლება სხვების დასახმარებლად — სწორედ ამას აკეთებდა ჰილარი მისი საბაკალავრო და სამართლის დიპლომების მოპოვებით, შშმ ბაშვებისთვის ადვოკატირებდა, როგორც პირველი ლედი იბრძოდა ბავშვთა ჯანდაცვაზე, ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე სენატში.

ჩვენ ვასწავლით შვილებს რომ იყონ გუნდური მოთამაშეები, სწორედ ამიტომაა ჰილარი სამაგალითო რადგან მიუხედავად იმისა რომ ის 2008 წლის არჩევნებში დამარცხდა, იგი დათანხმდა ემუშავა საკუთარ ოპონენტებთან ერთად სახელმწიფო მდივნად და კიდევ ერთხელ დიდი მოწონება და რეიტინგები დაიმსახურა თავისი ქვეყნისთვის თავდადებაში.

ჩვენ ასევე ვასწავლით შვილებს რომ ცხოვრებაში მოკლე გზა არ აირჩიონ და ესწრაფვოდნენ ღირებულ წარმატებას ნებისმიერ საქმეში რასაც გააკეთებენ. ჰილარი კი იყო იურისტი, სამართლის პროფესორი, არკანზასის პირველი ლედი, აშშ-ს პირველი ლედი, აშშ-ს სენატორი და სახელმწიფო მდივანი. იგი იყო წარმატებული ყველა ამპულაში, იღებდა გამოცდილებას და მან სხვა ნებისმიერ კანდიდატზე მეტად გამოანათა, უფრო მეტად ვიდრე ბარაკმა, უფრო მეტად ვიდრე ბილმა. და დიახ, ის ქალია.

და ბოლოს, ჩვენ ვასწავლით შვილებს რომ როცა ცხოვრებაში გამოწვევა გხვდება არ ნებდები, მიჰყვები მას. მხოლოდ სახელმწიფო მდივნის რანგში ოთხი წლის განმავლობაში ჰილარის უამრავი სირთულე შეხვდა. მას მოუწია წასულიყო 112 ქვეყანაში, მოლაპარაკებას მიაღწია ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მშვიდობის შეთანხმება, დისიდენტების გათავისუფლება. იგი 11 საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას კონგრესის კომიტეტამდე. ვიცით რომ როცა საქმეები რთულდება ჰილარი არ ყოყმანებს. ის არ ადანაშაულებს სხვებს. არ ტოვებს გემს რაიმე უფრო ადვილისთვის. არა, ჰილარი კლინტონი მის ცხოვრებაში არასდროს დანებებულა.

ასე რომ ჰილარი არის კანდიდატი რომელმაც მიუძღვნა მისი ცხოვრება საჯარო სამსახურს, ადამიანი რომელიც ელოდა საკუთარ დროს და ამ დროის განმავლობაში ეხმარებოდა ქვეყანას. ის არის საოცარი დედა. მან აღზარდა არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ქალბატონი. ის არის მოსიყვარულე, ერთგული ცოლი. ის არის თავდადებული შვილი რომელიც დედაზე სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა. და რომელიმე ჩვენგანს რომ აღგვეზარდა ჰილარის მსგავსი შვილი, ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით.

მიუხედავად იმისა თუ ვინ არის მისი ოპონენტი, ვერავინ იქნება უფრო კვალიფიცირებული ამ პოზიციისთვის ვიდრე ჰილარი, ვერავინ. და თუ ამ არჩევნებში ჩვენ მას ზურგს ვაქცევთ, თუ უბრალოდ გავჩერდებით და დავუშვებთ მისი ოპონენტის არჩევას, მაშინ რას ვასწავლით ჩვენს შვილებს იმ ფასეულობების შესახებ რაც მათ უნდა ჰქონდეთ, ცხოვრების შესახებ რომელიც მათ უნდა ჰქონდეთ? რას ვეუბნებით მათ?

გულის სიღრმეში, ჩვენ ყველამ ვიცი რომ თუ ჰილარის ოპონენტს მივცემთ არჩევნებში გამარჯვების საშუალებას, მაშინ ჩვენს შვილებს ვაწოდებთ იმ მესიჯს რომ ყველაფერს რასაც ხედავენ და ისმენენ არაუშავს. ჩვენ მას ვაკანონებთ. ჩვენ მას ვახორციელებთ. ამით ჩვენს ბიჭებს ვეუბნებით რომ ქალების დამცირება ნორმალურია. ამით ჩვენს გოგონებს ვეუბნებით რომ ისინი ასეთ მოქცევას იმსახურებენ. ჩვენს შვილებს ვეუბნებით რომ ფანატიზმი და ბულინგი ძალიან მისაღები რამაა ჩვენი ქვეყნის ლიდერისთვის. გვინდა ეს ჩვენი შვილებისთვის?

ისიც გახსოვდეთ რომ ამით არათუ ჩვენს შვილებს ვაძლევთ ცუდ მაგალითს, არამედ მთელს მსოფლიოსაც. იმიტომ რომ აქამდე, ამერიკა იყო როლური მოდელი უამრავი ქვეყნისთვის დედამიწაზე, ჩვენ მათ მოვუწოდებდით მიეცათ გოგონებისთვის განათლება, მოვითხოვდით ქალებისთვის მეტი უფლებების მიცემას. მაგრამ თუ გვეყოლება პრეზიდენტი რომელიც რუტინულად დეგრადაციას უწევს ქალებს, ამაყობს ქალებისთვის შეურაცყოფის მიყენებით, მაშინ როგორღა შევინარჩუნებთ მორალურ ავტორიტეტს მსოფლიოს თვალში? როგორ შევძლებთ ვიყოთ თავისუფლების, სამართლიანობის და ადამიანური ღირსების შუქურა?

საბედნიეროდ, ნიუ ჰემფშირის მოქალაქენო, აი რაშია მთელი ხიბლი: ჩვენ გაგავაჩნია ყველაფერი რათა შევწყვიტოთ ეს სიგიჟე. ჩვენი დედები და ბებიები ხშირად უძლურნი იყვნენ შეეცვალათ არსებული სიტუაცია, თუმცა დღეს, ჩვენ, ქალებს გვაქვს ყველანაირი ძალა რათა განვსაზღვროთ ამ არჩევნების შედეგები.

ჩვენ გაგვაჩნია ცოდნა. ჩვენ გვაქვს ხმა. ჩვენ გვაქვს ხმის მიცემის უფლება. და 8 ნოემბერს, ჩვენ როგორც ქალებს, ჩვენ როგორც ამერიკელებს, ჩვენ როგორც წესიერ ადამიანებს, შეგვიძლია ერთად დავდგეთ და ვთქვათ საკმარისია! და რომ ასეთი ქცევა მისაღები არ არის ამ ქვეყანაში.

გახსოვდეთ რომ 2012 წელს ქალი ამომრჩევლების ხმებმა დიდი როლი შეასრულა ბარაკ ობამას გამარჯვებაში ბევრ შტატში, მათ შორის ნიუ ჰემპშირში. ასე რომ მათთვის ვინც ფიქრობს რომ მათი ერთი ხმას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ან რომ ერთ ადამიანს არ შეუძლია რაიმე შეცვალოს, გაითვალისწინეთ: 2012 წელს ბარაკმა ნიუ ჰემპშირში 40,000 ხმით მოიგო, რომელიც ერთი შეხედვით ბევრია. მაგრამ თუ ციფრებს ჩავუღრმავდებით, მისი გამარჯვება და დამარცხება თითოეულ საარჩევნო უბანზე 66-მა ადამიანმა გადაწყვიტა. ამ 66 ადამიანს თითოეულ საარჩევნო უბანზე რომ ზურგი ექცია, ბარაკი წააგებდა.

ასე რომ თითოეულ თქვენგანს ვინც აქ იმყოფებით შეგიძლიათ გადაძლიოთ მთელი საარჩევნო უბანი და მოიგოთ ეს არჩევნები ჰილარისთან ერთად თუ თქვენ, თქვენს ოჯახებს, მეგობრებს და მეზობლებს მოუწოდებთ ხმის მიცემისკენ. თქვენ ეს აქვე შეგიძლიათ გააკეთოთ. მაგრამ ასევე შეგიძლიათ გადაწონოთ მთლიანი საარჩევნო უბანი საპროტესტო ხმით ან სახლში დარჩენით.

რადგან აი ეს არის სიმართლე: ან ჰილარი კლინოტონი, ან მისი ოპონენტი წელს პრეზიდენტად იქნება არჩეული. და თუ თქვენ ჰილარის გარდა სხვას მისცემთ ხმას, ან საერთოდ არ მისცემთ ხმას, მაშინ გამოდის რომ მისი ოპონენტის არჩევას უწყობთ ხელს. უბრალოდ დაფიქრდით როგორ იგრძნობთ თავს თუ ასე მოხდება. წარმოიდგინეთ როგორ იღვიძებთ 9 ნოემბერს და თვალებში უყურებთ ქვენს შვილებს, ან საკუთარ თვალებს უყურებთ სარკეში. წარმოიდგინეთ როგორ იგრძნობდით თავს სახლში რომ დარჩენილიყავით, ან რომ არ გაგეკეთებინათ ყველაფერი ჰილარის ასარჩევად.

ამას უბრალოდ ვერ დავუშვებ. თავს ვერ მივცემთ იმის უფლებას რომ ზიზღის გამო ტელევიზორი გამოვრთოთ და გავიაროთ. უბრალოდ ვერ ვისხდებით ხელებდაწყობილი. ჩვენ უნდა გამოვიდეთ შოკიდან და დეპრესიიდან და გავაკეთოთ ის რასაც ქალები ყოველთვის აკეთებდნენ ამ ქვეყანაში. ხელები უნდა დავიკაპიწოთ. საქმეს უნდა შევუდგეთ. იმიტომ რომ გახსოვდეთ: როცა ისინი დაბლა ეშვებიან, ჩვენ

აუდიტორია: მაღლა ვიწევით!

დიახ, მაღლა ავდივართ.

ჩვენს მიერ ხმის მიცემა ძალიან კარგი დასაწყისია, მაგრამ ასევე უნდა დავიწყოთ ორგანიზებაც. გვჭირდება დარეკვები, კარზე დაკაკუნებები, ადამიანების შეკრება არჩევნებზე, მოხალისეობა ჰილარის კამპანიაში იმ ხალხთან ერთად რომლებიც უკვე აქ არიან და თქვენს აქტიურობას ელოდებიან.

ახალგაზრდებო და არც ისე ახალგზარდებო, შეუდექით სოციალური ქსელების კამპანიას. გააზიარეთ საკუთარი ისტორია იმის შესახებ თუ რატომ მიიჩნევთ ამ არჩევნებს მნიშვნელოვნად, რატომ უნდა იყოს იგი მნიშვნელოვანი ამ ქვეყნის შემადგენელი ყველა ადამიანისთვის. ძალიან დიდი რამ დევს სასწორზე ამ არჩევნების სახით.

თქვენს არჩევანს 8 ნოემბერს შეუძლია გადაწყვიტოს ეყოლება ამ ქვეყანას პრეზიდენტი რომელიც ადამიანებს პატივს სცემს თუ არა. პრეზიდენტი რომელიც იბრძოლებს ბავშვებისთვის, კარგი სკოლებისთვის, კარგი სამსახურებისთვის ჩვენს ოჯახებში თუ არა. პრეზიდენტი რომელიც ფიქრობს რომ ქალები იმსახურებენ საკუთარი არჩევნის გაკეთების უფლებას საკუთარ სხეულსა და ჯანმრთელობაზე თუ არა. ეს იმის მცირე ნაწილია რაც სასწორზე დევს.

ვერ გავწვდებით იმას რომ დაღლილები ან გათიშულები ვიყოთ. ვერ გავწვდებით არჩევნების დღეს სახლში დარჩენას. იმიტომ რომ 8 ნოემბერს ჩვენ შეგვწევს ძალა ვაჩვენოთ ჩვენს შვილებს რომ ამერიკის დიდებულება მოდის ღირსებიდან და ყველა ადამიანის სათანადოდ დაფასებიდან. 8 ნოემბერს შეგვიძლია ვაჩვენოთ ჩვენს შვილებს რომ ეს ქვეყანა საკმარისად დიდია ყველა ჩვენგანისთვის — კაცებისთვის და ქალებისთვის, ადამიანებისთვის ნებისმიერი გამოცდილებიდან და წარსულიდან და რომ თითოეული ჩვენგანი ვართ ამერიკული ისტორიის უძვირფასესი ნაწილი, და რომ ერთად ყოველთვის უფრო ძლიერები ვართ.

8 ნოემბერს ჩვენ შვილებს შეგვიძლია ვაჩვენოთ რომ აქ, ამერიკაში, არ მივესალმებით სიძუვის და შიშს, და რთულ დროს ყველაზე დიდ იდეალებს არ ვღალატობთ. ჩვენ ფეხზე ვდგებით ჩვენი კავშირის იდეალიზაციისთვის. ჩვენ ერთად ვდგებით რათა დავიცვათ საკუთარი თავისუფლება. ჩვენ ვერთიანდებით რათა განვასახიეროთ თანასწორობის ფასეულობები და შესაძლებლობები და მსხვერპლი რომელიც ყოველთვის ხდიდა ამ ქვეყანას ყველაზე დიდებულ ერად დედამიწაზე.

აი ეს ვართ ჩვენ. და არასდროს მისცეთ ვინმეს უფლება სხვანაირად გითხრათ. იმედი მნიშვნელოვანია. იმედი მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის. და ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი რომელსაც შეუძლია დაინახოს სიმართლე ჩვენში — პრეზიდენტი რომელსაც შეუძლია ერთად შეგვკრას და გამოავლინოს რაც ჩვენში საუკეთესოა. ჰილარი კლინტონი იქნება სწორედ ასეთი პრეზიდენტი.

მომდევნო 26 დღის განმავლობაში, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეგვიძლია რათა დავეხმაროთ ტიმ კეინს არჩევნების მოგებაში. ვიცი რომ მე ასე მოვიქცევი. ხართ ჩემთან ერთად? ყველნი ჩემთან ერთად ხართ? მზად ხართ დაიკაპიწოთ ხელები? შეუდგეთ კარებზე კაკუნს?

ძალიან კარგი, შევუდგეთ საქმეს. მადლობა ყველას. ღმერთმა დაგლოცოთ.

Show your support

Clapping shows how much you appreciated Nika G’s story.