მადლობა ინსპირაციისთვის ანი ჭყოიძესა და ნონო ანთაძეს ☺

დღეს საღამოს სეირნობისას გადავწყვიტე ბლოგის წერა უნდა დავიწყო. პირველ რიგში კაი ხანია ჩემი განცდების აღბეჭვდა მინდა. პლუს სკოლის მერე თავისუფალი ესეს მსგავსი არაფერი დამიწერია და მესამეც, დიდი იმედი მაქვს რომ შიგადაშიგ ინგლისურადაც დავწერ (ჩემი ინგლისურ ენოვანი მეგობრების ხათრით მაინც) და გავივარჯიშებ ინგლისურში, რომელშიც ამ სემესტრის გამოყენებითმა ლიდერობამ მიმახვედრა, რომ არც ისე კარგად მაქვს საქმე, როგორც მეგონა.

ზეგ (უკვე ხვალ) უნივერსიტეტში ბოლო ზარია. ტრადიციის შესაბამისად სტუდენტები, ადმინისტრაცია და ლექტორები, უნივერსიტეტის დამთავრებას წუწაობით ხვდებიან. მთელი ოთხი წლის მანძილზე ველოდებოდი იმ დღეს, როცა წუწაობაში მივიღებდი მონაწილეობას, როგორც დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. და აი როცა ეს დღე დადგა — ვერ მივდივარ! ვერ მივდივარ რადგან წელი მაქვს გაშეშებული, მოძრაობა მიჭირს და წელის გაციებისაც მეშინია.

წელის გაშეშების გამო გავაცდინე მარკომში პოპიკას შეფასების დღეც. კიდევ ერთი გამოცდა, ვერ მივედი ჩემი ბოლო ჯგუფური პრეზენტაციის მოსამზადებლად შეკრებილ ჯგუფელებთან. ნუ მოკლედ… (იმედი მაქვს რომ ხვალ (უკვე დღეს) ავანაზღაურებ გაცდენილს.)

გვიან საღამოს ვსეირნობდით მე და ანი. აი ის ანი ინსპირაცია რომ მომცა ☺ ხო და ანიმ მოყვა რომ თურმე დღიურს აწარმოებს, უკვე დიდი ხანია. დროთა განმავლობაში უბრუნდება ძველ ნაწერებს და ცდილობს იპოვოს განსხვავება ძველ ანისა და დღევანდელ ანის შორის.

როგორც ყვება, განსხვავება დიდი და შესამჩნევია. ასე მითხრა მაშინ ბავშობაში ნორმალური არ ვიყავიო. ჩვეულებრივად მქონდა გარეკილიო.

ხო და საინტერესოა, დროთა განმავლობაში მეც თუ შევამჩნევ განსხვავებას ჩემს დღევანდელ და მომავალ მეს შორის. არა და ჯერ ახლა დავიწყე ჩანაწერების გაკეთება, ვნახოთ სადამდე მიმიყვანს.

Like what you read? Give Tako Baramidze a round of applause.

From a quick cheer to a standing ovation, clap to show how much you enjoyed this story.