შენიშვნები პირველ პოსტზე

რამდენიმე ადამიანს წავაკითხე ჩემი პირველი პოსტი და შენიშვნებმაც არ დააყოვნა. :)

კრიტიკის მოსმენისას მივხვდი, რომ მე სულ სხვა რაღაცის თქმა მინდოდა ჩემი პოსტით, ხოლო მკითხველმა სულ სხვანაირად აღიქვა.

მაგალითად ერთერთმა ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიცნობს, მითხრა არ მეგონა ასეთი დეპრესიული თუ იყავიო. არა და რა დეპრესია, რის დეპრესია. სულაც არ ვარ დეპრესიული და მითუმეტეს ბლოგი არ შეიცავდა დეპრესიის ელემენტებს. მაგრამ anyway, რადგან ასე აღიქვეს, ესე იგი მე ვერ გადმოვცემ იმას რისი თქმაც მინდა. შესაბამისად:

გამოსასწორებელი პრობლემა N1:

უნდა დავამუღამო ისე წერა, რომ მკითხველამდე მივიდეს ჩემი აზრი ისე, როგორც მე მაქვს ჩაფიქრებული.

მეორე მითხველმა მითხრა რომ ძალიან გრძელ წინადადებებს ვიყენებ. რომ უმჯობესია პოსტი შედგებოდეს ბევრი და მოკლე წინადადებებისგან, ვიდრე ერთი გრძელი და რთულად შედგენილი წინადადებისგან, რომელიც ზომით აბზაცს უტოლდება.

გადაკითხვის შემდეგ ვაღიარებ რომ ეს შენიშვნა მართებულია, რადგან აი ახლაც კი ეს აბზაცი, და ასევე, ზემოთა აბზაციც გრძელი და რთული წინადადებებისგან შედგება. ასე რომ:

გამოსასწორებელი პრობლემა N2:

ვწერო მოკლე და მარტივი წინადადებებით.

ასევე მითხრეს რომ ერთ პოსტში რამდენიმე თემას შევეხე. შესაბამისად დავარღვიე საერთო ხაზი, რაც იდეაში, სათაურით იყო განპირობებული.

მირჩიეს რომ უნდა ავირჩიო ერთი კონკრეტული თემა, სათაურიც დავწერო ამ თემასთან კავშირში და შემდეგ ეს თემა გავშალო პოსტში. რთულად არ ჟღერს, მაგრამ როგორც ჩანს, მე წინა პოსტში ვერ მოვახერხე. აქედან გამომდინარე:

გამოსასწორებელი პრობლემა N3:

თითო პოსტში ვწერო ერთ თემაზე, რომელიც სათაურთან რელევანტური იქნება.

და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა რომელზეც ყველა ერთად შეჯერდა:

გამოსასწორებელი პრობლემა N4:

მეტი პოზიტივი! მეტი პოზიტივი!

ასე და ამგვარად, ჩემს წინა პოსტში გამოთქმულ აზრს, რომ პოსტების წერა დამეხმარება ჩემი ცვლილებების დაფიქსირებაში, დაემატა ახალი მიზანი. წერის უნარები დავხვეწო და მაქსიმალურად გამოვასწორო ჩემი შეცდომები.

ვნახოთ რა იქნება :)

One clap, two clap, three clap, forty?

By clapping more or less, you can signal to us which stories really stand out.