ტრამპში ჩადებული რუსული ინვესტიცია

ხშირად შევხვდებოდით ისტორიებს რომელთა მიხედვითაც დონალდ ტრამპი (აშშ-ს პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან) ახლო კავშირში იყო პუტინთან. ერთი შეხედვით ეს ისტორიები მხოლოდ სპეკულაციებზე დაფუძვნებულ ჭორებს უფრო ჰგავდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ცნობილი გახდა რამდენიმე ფაქტი რომლებიც ამ ურთიერთობის შესახებ ადამიანების ცოდნის ჰორიზონტს გააფართოვებს. ამ ნაწილში შევეცდები ეს კავშირი განვიხილო როგორც ამერიკული, ასევე ქართული პოლიტიკის კონტექსტში.

ტრამპის და პუტინის კავშირს გააჩნია ორი განსხვავებული, მაგრამ თვალნათელი კომპონენტი. პირველი მათგანი დაკავშირებული იდეოლოგიასთან, მეორე კი ფულთან. თითოეულ კომპონენტთან დაკავშირებით ინგლისურად ძალიან ბევრი დაიწერა. უახლესი პროვოკაცია ამ ზღვა ინფორმაციებიდან და დისკუსიებიდან კი არის აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ელექტრონული ფოსტების გატეხვა და კომუნიკაციის გამოქვეყნება. ეროვნული კომიტეტი წარმოადგენს დემოკრატიული პარტიის სათაო ოფისს რომელიც ოპონირებას უწევს რესპუბლიკელიკურ პარტიას. კომიტეტის სათავეში იდგა დები უასერმან შულთზი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადადგა. გაჟონილი ელექტრონული ფოსტის მონაცემების მიხედვით კომიტეტი არ იკავებდა ნეიტრალურ მხარეს დემოკრატების კანდიდატების მიმართ. მეტიც, კომიტეტი მხარს უჭერდა კლინტონს და არა ბერნი სენდერსს. უასერმან შულთზი კლინტონის მოადგილე იყო მაშინ როცა კლინონმა წარუმატებელად სცადა გამხდარიყო დემოკრატიული პარტიის ნომინირებული კანდიდატი 2008 წელს. გასული წლის განმავლობაში ფაქტობრივად ყველამ იცოდა რომ დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტი მუშაობდა კლინტონისთვის და ამავე დროს სენდერსის წინააღმდეგ, თუმცა ელექტრონულმა მიმოწერამ უფრო დეტალურად ახადა ყველაფერს ფარდა და დაგვანახა თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები. გამომდინარე იქიდან რომ შულთზ-უასერმანი თანამდებობიდან გადადგა, მას არ ექნება უფლება სიტყვით გამოვიდეს დემონრატების ეროვნულ ყრილობაზე სადაც კლინტონს ოფიციალურად აირჩევენ დემოკრატიული პარტიის კანდიდატად წლვანდელი არჩევნებისთვის. რამდენიმე ექსპერტმა იმის დამტკიცებაც კი შეძლო რომ კომიტეტის სერვერების გატეხვა რუსეთის მთავობამ დააფინანსა. კრემლს აქამდე არასდროს მოუხდენია ამხელა გავლენა ამერიკულ პოლიტიკაზე.

მეოცე საუკუნის განმავლობაში, ტრადიციული იდეოლოგიური ჩარჩო მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის მერყეობდა. მემარცხენეები თანასწორობის იდეების გატარებას ცდილობდნენ, უფრო კონკრეტულად ეკონომიკური თანასწორობის. მათ უნდოდათ ჰყოლოდათ უფრო დიდი მთავრობა რათა იდეა რეალობად ექციათ. მემარჯვენეებს თანასწორობაზე ნაკლებად აკეთებდნენ აქცენტს, მათ უნდოდათ ჰყოლოდათ უფრო პატარა მთავრობა და ჰქონდათ ტენდენცია მხარი დაეჭირათ ბიზნესების განვითარების იდეებისთვის. ბოლო 50 წლის განმავლობაში მემარცხენეები და მემარჯვენეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ამერიკის მთავრობაში. როცა პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა ხელი მოაწერა ადამიანის უფლებათა აქტს, რესპუბლიკელებმა, განსაკუთრებით ნიქსონის დროს, დაიწყეს რასისტული პლატფორმით მოქმედება. ეს პლატფორმა აშშ-ს სამხრეთით და სხვა ტერიტორიაზე მცხოვრებ თერთრკანიანებს უბიძგებდა აპელირებას გაეწიათ საზოგადოების გარკვეული ნაწილის უფლებების შეზღუდვისთვის. წლების განმავლობაში ეს ტენდენცია უფრო თვალსაჩინო გახდა. რესპუბლიკელები მხარს უჭერდნენ საზოგადოების გარკვეული ჯგუფის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას და არ იყვნენ მდგრადები. მეორეს მხრივ, დემოკრატების ტენდენცია მიმართული იყო იმისკენ რომ ნაკლებად გაესვათ ხაზი ეკონომიკური თანასწორობისთვის და უფრო მეტად აქცენტი გაეკეთებინათ უფლებრივ თანასწორობაზე ვიდრე ეს ხდებოდა ადრე. ასე რომ როცა ამერიკა გახდა უფრო ნაკლებად თანასწორი ეკონომიკური კუთხით, ხალხი ფიქრობდა რომ დემოკრატიულმა პარტიამ ნაკლებად იმუშავა მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და უფრო მეტი აქცენტი გააკეთა აფრიკელ ამერიკელების, ქალების, ლგბტ პირების, ემიგრანტების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების თანასწორობაზე.

ევროპაშიც იგივე ტენდენცია შეინიშნებოდა პოლიტიკური პარტიების კუთხით. ასე რომ დღესდღეობით ევროპასა და ამერიკაში პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი იკავებს ჩართულობის, ადამიანთა თავისუფლების, უმცირესობათა უფლებების დაცვის, კანონის კანონიერების და წესების რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო კანონების და გამჭირვალობის მხარეს. მეროეს მხრივ. არსებობს პოლიტიკური სპექტრი რომელებსაც სურთ გარკვეული ადამიანთა ჯგუფის კონტროლი, საერთაშორისო სტრუქტურებისგან იზოლაცია და არიან კორუფციის მხარდამჭერები. პუტინმა შეძლო ემართა რუსეთი ასეთივე სოციოლოგიური იდეოლოგიით და მას უნდა რომ მთელს მსოფლიოშიც იგივე მიდგომები დაამკვიდროს. ასეთი მიდგომით, მას შესაძლებლობა აქვს ჰქონდეს ბევრად დიდი საერთაშორისო გავლენა, განსაკუთრებით კი მის მეზობლებზე. პუტინისთვის ყველა ვინც ამ იდეოლოგიას ეწინააღმდეგება მტრად ითვლება. ის აქტიურად და უჭერს მხარს რასისტულ და ნაციონალისტურ, ანტი-ემიგრანტულ პარტიებს მთელს ევროპაში, მათ ვისაც უნდოდა რომ ბრიტანეთი გამოსულიყო ევროკავშირიდან და სხვა მრავალ ჯგუფს მთელი მსოფლიოს გარშემო. მან იგივე გააკეთა აშშ-შიც. მაგრამ პუტინის მხრიდან ტრამპის მხარდაჭერა მოიცავს უფრო მეტს ვიდრე ეს არის ანტი-ევროპული ძალების მხარდაჭერა.

ამ მხარდაჭერის დიდი ნაწილი ფულთანაა დაკავშირებული. დონალდ ტრამპის კარერა საკმაოდ უცნაურია და ნაკლებადაა დაფუძნებული კარგ ბიზნეს გადაწყვეტილებებთან. ახალგაზრდობის წლებში იგი მუშაობდა მამამისის საკუთრებაში არსებულ ქონებაში. აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ 70-იან წლებშიარაერთხელ დაადანაშაულა ისინი დისკრიმინაციული მიდგომისთვის შავკანიანების დასაქმების კუთხით. ტრამპის პირველი წარმატება გრანდ ჰაიატის სასტუმრო იყო 1978 წელს რომელიც მანჰეტენის გრანდ ცენტრლის სადგურთან მდებარეობდა. გრანდ ჰაიატის სასტუმრო სავსე იყო იყო საოცრად ბნელი და კორუფციული გარიგებებით და გადასახადების დამალვით. ამ დროს ტრამპი სერიოზულ ფინანსურ კრიზისში იყო და ვერც მაშინ და ვერც ახლა, მან ვერ მოახერხა დაეყოლიებინა მდგრადი ბანკები კრედიტისთვის. მიუხედავად ამისა, ტრამპმა დაიქირავა მწერალი რათა გამოეცა წიგნი სახელად „1987 წლის გარიგების ხელოვნება“ რომელიც ძალიან წარმატებული გამოდგა. წიგნი აღმოჩნდა ტრამპის პერსონალური ბრენდის შენების დასაწყისი. ფაქტია წიგნის ავტორმა არაერთხელ ინანა მისი როლის მნიშვნელობა ტრამპის ასეთ წარმატებაში. წიგნმა საფუძველი ჩაუყარა როგორც მის სატელევიზიო გადაცემას ასევე მის მრავალჯერად ვიზიტებს მოსკოვში უფრო მეტი რუსული ფულის მისაღებად რადგან ამ დროს ეს იყო ერთადერთი ფულის წყარო მისთვის. ასეთი დახმარების მიუხედავადაც კი, 1991 წელს ტრამპი დადგა გაკოტრების დიდი რისკის ქვეშ. შესაბამისად, იგი კვლავ დამოკიდებული გახდა რუსულ ფულზე. ასეა თუ ისე, რუსული ფულის უმეტესობა როგორც წესი კონტროლდება რუსეთის სახელმწიფოს მიერ და მათი მხრიდან დახმარების გადაწყვიტილება იყო პოტენციური გავლენის მოხდენის რისკი. რისკმაც გაამართლა. მიუხედავად იმისა რომ ტრამპი ყოველთვის თავს აჩვენებს საზოგადოებას როგორც წარმატებული მილიარდელი, რეალურად მისმა ყველა ბიზნესმა კრახი განიცადა. ერთადერთი მიზეზი რატომაც იგი კვლავ განაგრძობს სხვების თვალში ასეთი იმიჯის შენარჩუნებას არის ის რომ იგი უარს აცხადებს საგადასახადო დავალიანების გადახდაზე და აქვს მდგრადად შემოდინებული ფული კრემლისგან რათა მისი იმიჯი საზოგადოების თვალში არ დაეცეს.

გაითვალისწინეთ ისიც რომ თავიდან რესპუბლიკური პარტიისთვის ტრამპის კანდიდატურა ყველას სასაცილოდ ეჩვენებოდა. მას რესპუბლიკური პარტიის ლიდერები არასდროს აღიქვამდნენ სერიოზულად რადგან ამერიკაში ტრამპს ყველა იცნობდა როგორც სატელევიზიო იმიჯზე მომუშავე პიროვნებას. თუმცა წლების გამავლობაში და განსაკუთრებით 2008 წელს ობამა არჩევის შემდეგ, რესპუბლიკელებს ძალიან ცოტა რეალური რეფორმების იდეა ჰქონდათ და კონცენტრირებულნი იყვნენ ობამას დადანაშაულებასა და ხელის შეშლაზე. ნაკლებად განათლებულ თეთრკანიან მოსახლეობაზე ამ სტრატეგიამ გაამართლა. ყველა რესპუბლიკელი რეფორმების ნაცვლად ფოკუსირებული იყო ცილის წამებაზე თუმცა ზოგიერთი ამას სხვებზე უკეთ აკეთებდა. ტრამპმა ყველას აჯობა ამ ტიპის უსაფუძვლო ბრალდებებში და შიშის დათესვაში. სწორედ ამიტომაც გვევილება იგი დღეს რესპუბლიკელების ნომინირებულ კანდიდატად. მაგრამ მისი ვალებით კრემლისგან და მისი ცოდნის და ინტერესის ნაკლებობით მთელი მსოფლიოს მიმართ, ისევე როგორც იმის არცოდნა თუ როგორ უნდა წარმათო საარჩევნო კამპანია, კრემლი აღმოჩნდა რესურსი რომელიც მას დაეხმარა ეპოვნა ადამიანი რომელიც ტრამპის კამპანიას წარმართავდა. მისი სახელია პოლ მანაფორტი, რომელიც იანუკოვიჩის, ისევე როგორც ბევრი სხვა ოლიგარქის წარმომადგენელი იყო ვაშინგტონში წლების განვალობაში.

ყველაზე ნათელი მტკიცებულება ტრამპისა და პუტინის კავშირს შორის არის რესპუბლიკური პარტიის პლატფორმა. ზოგადად ტრამპს ნაკლებად ანაღვლებს პლატფორმები და პოლიტიკური კურსი. წარსულში ხშირად იყო დებატები იმასთან დაკავშირებით რომ არსებობს რესპუბლიკური პარტიის ორი ფრთა, ერთნი რომლებსაც უნდათ აგრესიული და მკაცრი რეფორმები აბორტთან და სხვა მსგავს თემებთან დაკავშირებით, მეორენი კი პარტიის ლიდერები რომელბიც მხარს უჭერენ უფრო თანამედროვე რეფორმებს რათა მიიზიდონ მეტი მხარდამჭერი არჩევნებისთვის. თუმცა წელს, პარტიის ყველაზე აგრესიულ ნაწილს ჰქონდა შესაძლებლობა გაეკეთებინათ ყველაფერი რაც კი პლატფორმაში უნდოდათ იმიტომ რომ ტრამპის ხალხი, რომლებიც ახლა აკონტროლებენ პარტიას, ფაქტიურად არ განიხილავენ იმას თუ რას მოიცავს პლატფორმა. თუმცა არის ერთი გამონაკლისიც. როდესაც პლატფორმის ის ნაწილი რომელიც რუსეთს და უკრაინას შეეხებოდა არ შეიცვალა, ტრამპის მხარდამჭერებმა პარტიაში ეს ნაწილი მაშინვე შეცვალეს და გახადეს ისეთი როგორც ეს კრემლს სურდა. ცვლილება უკრაინისთვის დახმარების შემცირებაში გამოიხატებოდა. ტრამპსა და პუტინს შორის კავშირი ცალსახაა თუმცა ნამდვილი შეკითხვა იმაში მდგომარეობს არჩეული იქნება თუ არა ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტად.

ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ამომრჩეველი რომელიც არჩევნებზე მივა. მივლენ ჰილარის მხარდამჭერები არჩევნებზე? მივლენ სენდერსის ნომინირების კრახით განაწყენებული ამომრჩევლები არჩევნებზე? დადგებიან რესპუბლიკელი ლიდერების ტრამპის ზურგს უკან როგორც დღესდღეობით ხდება? გაიაზრებენ თუ არა ამომრჩევლები ამ ყველაფერს?

ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები მსოფლიოსთვის გამომდინარე იქიდან რომ დონალდ ტრამპი ნამდვილად არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს (FSB) აგენტი.