ბალახის შეურხევლად

პოეზია არ მიყვარს.

პოეზია ნერვებს მიშლის. თავზარს მცემს. ყოველ საღამოს სადარბაზოსთან მხვდება და თავის ნატიფ, ნაირ-ნაირ ბეჭდებიან მუშტს ნაბიჭვრულად პირდაპირ კბილებში მირტყამს.

აგერ, მაგალითად, ჩემი ყველაზე დიდი წუხილი, შფოთვა და უბედურება, რომ მეგონა ტომებს, ბიბლიოთეკებს, ქალაქებს გაავსებდა, არც მეტ და არც ნაკლებ, ოთხ სტრიქონში ჩაატია ეზრა პაუნდმა და მერე ჩემ დაბადებამდე ზუსტად 18 წლით ადრე არხეინად დაიკრიფა გულზე ხელი.

“ And the days are not full enough
And the nights are not full enough
And life slips by like a field mouse
 Not shaking the grass.”

Show your support

Clapping shows how much you appreciated Ana Nikoladze’s story.