მოძრაობა

ჩემი დაკვირვებით, თბილისის საშინელი საგზაო მოძრაობა სამი მთავარი პრობლემისგან შედგება.

პირველი, ყველაზე მთავარი და ყველაზე პრობლემური პრობლემა— ქალი მძღოლები.

ძალიან ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ რატომ ვართ ქალები ასეთი საშინელი მძღოლები და მივედი იმ მთავარ პრობლემამდე, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას კარგი მძღოლები ვიყოთ.

ვეცდები მიგახვედროთ.

X, ის რაც ქალ მძღოლებს ასე გვიშლის ხელს, კაცების საყვარელი გასართობია.

საყურადღებოა X-ის ზომის ცვალებადობა კონტინენტების და ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, აფრიკის უმეტეს ქვეყანაში საშუალო X უფრო დიდია, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყანაში.

როგორც ყველამ ვიცით, ქართველებს საკმაოდ დიდი X აქვთ.

ოფიციალური ტერმინი პ-თი იწყება.

გამოიცანით?

დიახ, თქვენ მართალი ხართ!

სწორი პასუხი ნამდვილად პატრიარქალური საზოგადოებაა!

რომ არა პატრიარქალური საზოგადოება, ქალები ნამდვილად იმაზე ბევრად უკეთესი მძღოლები ვიქნებოდით, ვიდრე ახლა ვართ!

შემდეგი პრობლემური კატეგორიაა კაცი მძღოლები.

ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ რა უშლით კაცებს ხელს კარგი მძღოლები იყვნენ (ქალების გარდა, ცხადია).

ვეცდები ესეც მიგახვედროთ.

Y — ის რაღაც, რაც კაცებს ასე უშლით ხელს, ყ-ზე იწყება.

და მე Y არ მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა. სულ Y-ზე ვოცნებობ.

არც დედაშენს არ აქვს, მაგრამ ძალიან უნდა ჰქონდეს, თან შენთვის!

გამოიცანით?

ყოჩაღ!

კაცებს კარგ მძღოლობაში ხელს მართლაც ყველაფერი უშლით!

რომ არა ყველაფერი (და ქალები), კაცები საუკეთესო მძღოლები იქნებოდნენ!

მესამე არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა ფეხით მოსიარულეები.

ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ რა უშლით ხელს ფეხით მოსიარულეებს შუქნიშნებზე გადასვლაში, ტროტუარზე ასვლაში და ასე შემდეგ.

ვეცდები ესეც მიგახვედროთ.

G — ის, რაც ფეხით მოსიარულეებს ასე უშლით ხელს, მართლაც ძალიან, ძალიან საშიშია.

G ფეხით მოსიარულეების გარდა მსოფლიოს წინსვლის და მომავლის ყველაზე დიდი მტერია.

G ცვლილებებს მსოფლიო მასშტაბით იწვევს. მეცნიერების რაღაც ნაწილს მიაჩნია რომ G არ არსებობს, თუმცა უკეთესი მეცნიერების უფრო დიდი ნაწილი თანხმდება, რომ G ძალიანაც რეალურია და ის ყველა ადამიანს, ცხოვრელს და ფრინველს თანაბრად ეხება.

G გ-თი იწყება და ობა-თი მთავრდება.

გამოიცანით?

ყოჩაღ!

საუბარი ნამდვილად გეობაზეა!

რომ არა გეობა, ფეხით მოსიარულეები შუქნიშანს გამწვანებამდე დაუცდიდნენ, უადგილო ადგილებში არ გადავიდოდნენ და ზოგადად, უკეთესი ფეხით მოსიარულეები იქნებოდნენ!

Show your support

Clapping shows how much you appreciated Ana Nikoladze’s story.