You’re reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Sports Media Holding (SMH) მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და პრესტიჟული IGaming ორგანიზაციის, SBC Gaming-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში.

თავად SBC Gaming-ი გახლავთ ბრიტანეთში დაფუძნებული გლობალური ორგანიზაცია, რომელიც IGaming ინდუსტრიაში უმაღლესი რეპუტაციით სარგებლობს. ყოველივე ამას მოწმობს მისი ეგიდით ჩატარებული ღონისძიებები, რომელიც ყველა კონტინეტზე აღნიშნულ ბიზნეს სექტორში განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს.

SBC-ს პორთფელში რამოდენიმე ბიზნეს მიმართულება არის თავმოყრილი: SBC News — წამყვანი B2B ონლაინ გამომცემლობა გეიმინგში, SBC Awards — პრესტიჟული ყოველწლიური დაჯილდოება, SBC Events — ინდუსტრიის წამყვანი სამიტები და კონფერენციები.

ფოტო: ლაშა მაჭავარიანი და რონი ო’სალივანი

Setanta Sports-ი დაფუძნდა 1990 წელს ირლანდიაში და 30 წლის განმავლობაში მან წარმატებული ბიზნეს საქმიანობა აწარმოა სპორტის ბროდკასტინგის მიმართულებით მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, მხოლოდ ლათინური ამერიკის გამოკლებით.

Read Full Article : Sports Media Holding-ი (SMH) გლობალური IGaming ორგანიზაციის SBC Gaming-ის რეგიონალური წარმომადგენელი გახდასიახლეებიSports Media Holding

--

--