ტრამპისადმი აგდებული დამოკიდებულება (ოფიციალური) საქართველოს მხრიდან რომ სისულელეა ეს ცხადია.
Mura Bakanidze
1

მურა, გმადლობთ გამოხმაურებისთვის. მე გადაჭარბებული მეჩვენება ბევრი შეფასება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ “დასავლური ღირებულებების ფეხქვეშ გათელვის” შესახებ. სწორედ კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით თუ ვიმსჯელებთ — გაპრეზიდენტების შემდეგ — და არა მხოლოდ რიტორიკით (დაგეთანხმებით, რომ ის წინააღმდეგობრივიც იყო ხშირად და ზოგჯერ სრულიად მიუღებელიც), რომელ ნაბიჯს დაასახელებდით, რომელიც ამ “გათელვას” შესაბამება? — რაც შეეხება საქართველოს მიმართ პოლიტიკას, აბსტრაქტული, ჩემი აზრით, სწორედ დღევანდელი საქართველოს მთავრობის სტანდარტული ლოზუნგებით გამარჯვების მილოცვებია. ჩეულებრივი ამბავია: პარტნიორს სთავაზობ ახალ ნაბიჯებს და მოითხოვ საპასუხოდ ასევე ახლებს. თქვენ ფიქრობთ, რომ არსებული მთავრობა “ნატოში” გაწევრიანების მოთხოვნას განაახლებს ტრამპის ადმინისტრაციასთან? და რას შესთავაზებს სანაცვლოდ? პრობლემა ისაა, რომ ასეთი აქტიური პოლიტიკის გამტარებელი ძალა მთავრობაში არ ჩანს.