სავარაუდოდ თავი 2Cage The Elephant — Come A Little Closer

-თეა თეა !

ისმოდა ყვირილი ეზოდონ. თეა თავის ოთხში იყო და მათი ხმა ძლივს გაიგონა, ეგეც იმ მუსიკის დამსახურება იყო რომელსაც უსმენდა და რომლის ერთ მონაკვეთში მუსიკის მელოდია საგრძნობლად დაბლდებოდა. თეა წამოდგა, ნელი ნაბიჯებით მივიდა ფანჯარასთან სადაც დაახლოებით 40–45 წლის ქალი უცდიდა.

-გისმენთ

უპასუხა მშვიდი ხმით.

- დედაშენი სახლშია გოგო?

ეს ხმა აშკარად განსხვავდებოდა იმ ტონისგან რა ტონითაც თეამ უპასუხა. ამ ქალს ინგა ერქვა . მართალია ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო მაგრამ უკვე შვილიშვილები ყავდა. ხასიათი მაინც და მაინც ვერ ჰქონდა გადასარევი. მისდღემში ჩხუბისა და უხეშობის ხასიათზე იყო .

- არა არ არის, საღამოს დაბრუნდება. გვიან მოდის ხოლმე სამსახურიდან .

თეას ხმაში კვლავ სიმშვიდე იგრძნობოდა.

-რო მოვა უთხარი ეზოს ფული აქვს დასადები , არ დააგვიანოს როგორც სჩვევია გადაეცი, დრო არ ითმენს არა

ყვიროდა მთელი სამეზობლოს გასაგონად.

- კარგით.

უპასუხა კვლავ მშვიდად და ოთახში შემობრუნდა.

წყნარი გოგონა იყო თეო. ზედმეტადაც კი. არასდროს ბრაზდბოდა, არ ღელდებოდა, დროის უმეტეს ნაწილს მუსიკას უთმობდა. მისი Playlist-ი უამრავ სიმღერას იტევდა , რომელთა უმრავლესობა ზედმეტად დეპრესიული იყო. თუმცა ეს მას სრულებითაც არ აწუხებდა , მეტიც სიამოვნებდა. თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობდა, კერძო სახლი ჰქონდათ , საკმაოდ უბრალოდ მოწყობილი. თეა დედისერთა იყო, თუმცა როგორც ჩვეულებრივ დედისერთა ბავშვებს სჩვევიათ განებივრება არ ანებივრებდნენ. არც უნდოდა ასე მომხდაიყო. იგი სხვანაირი გოგონა იყო , ძალიან სხვანაირი. იმ წელს მე-16 წელი უსრულდებოდა ეს სრულებით არ ახარებდა , რაც კიდევ განასხვავებდა სხვა ჩვეულებრივ 15 წლის გოგონებისგან. არც ბიჭები იტაცებდა , მე ვფიქრობ რომ ეშინოდა კიდეც მათი. სწავლაშიც არ იყო მაინცდამაინც გაწაფული , თუმცა უყვარდა კლასგარეშე წიგნების კითხვა. მისი ცხოვრება არ იყო მღელვარე და გიჟური საქციელებით აღსავსე , როგორც ამ ასაკს შეეფერება , თუმცა არც ამაზე ღელავდა დიდად. ძალიან მოსწონდა ფოტოების გადაღება , ძველიდიდი ფოტოაპარატი ჰქონდა რომელიც მამამ აჩუქა დაბადების დღეზე და რომელიც ერთადერთი ნივთი იყო MP3- ის შემდეგ. იღებდა ყველაფერს, ბუნებას , ხეებს , ჩიტებს, ყველაზე ხშირად კი ადამიანებს. უყვარდა საათობით მათი სახეების თვარიელები, მათი ყურება, გამოცნობა, ნაკვთების შესწავლა თუ მიმიკებზე დაკვირვება. თითოეული მათგანი უცხო იყო მისთვის , არცერთს არ იცნოდა და ამიტომ სიამოვებდა სრულიად უცხო ადამიანთა გაკრიტიკება მხოლოდ ვიზუალით. არც მეგობრებისთვის უყვარდა ფოტოების გადაღება და სიმართლე რომ გითხრათ არც არავინ იყო მსურველი თეას ობიექტივის ცენტრში მოხვედრილიყო. ბევრი მეგობარი არც ჰყავდა . ყველასთან მეგობრულად იყო განწყობილი, არავინ ეზიზღებოდა , მაგრამ არც არავინ უყვარდა. განა იმიტომ რომ საერთო ენას ვერ პოულობდა მათთან, ან რაიმე ამდაგვარი, უბრალოდ არ სჭირდებოდა ისინი .მისი ერთადერთი მეგობარი მუსიკა იყო რომლითაც იწყებოდა და მთავრდებოდა დღე. აი ახლაც ამ შაბათ დღეს როცა გარეთ მშვენიერი ამინდია გასასვლელად სახლში ზის, თავის MP3 -სთან ერთად და მუსიკას უსმენს. ეს არის Cage The Elephant — Come A Little Closer. მისი ყურსასმენებიდან ხმა საკმაოდ გასარკვევად ისმის , თუმცა სახლში არავინაა.

თეას ხელში ძველი სახატავი ფანქარი ეჭირა და მუსიკის რიტმს აყოლებდა , თან ტუჩების მოძრაობით ამსგავსებდა სიტყვებს , რომლებიც ტექსტში იყო ნახსენები. მისი მზერა კი იატაკძე ჭრელად მოქარგულ ხალიჩას მიებყრო.საკმაოდ ლამაზი გოგონა იყო თეა. გრძელი ტალღოვანი შავი თმა ჰქონდა, რომელსაც ყოველთვის გულმოდგინედ იკრავდა სკოლის დღეებში, მხოლოდ სახლში თუ იხილავდით მისი თმის სრულ მშვენიერებას, როგორც ახლა. თვალები , თვალები შეუდარებელი იყო, სასწაულად ლურჯი, ბევრს არც სჯეროდა რომ ეს ბუნებრივი ფერი იყო თუმცა როდესაც ჩახედავდი მას დაინახავდი , რომ ამგვარი ბრწყინვალება და ის თეთრი ნათელი წერტილები უბრალოდ ვერ შეიძლებოდა შუშა ყოფილიყო. შავი გიშრისფერი წამწამები ზევითკენ იყო აპრეხილი და თითქოს თვალების ეს ბრწყინვალება გარეთ გამოჰქონდა.წამწამები თითქმის ეხებოდა კანს , რომელიც იმდენად სუფთა და თეთრი იყო იფიქრებდი ან ძალიან იღბლიანი გოგოაო ან „უეჭველი“ ძალიან უვლის თავსო. ალბათ მიხვდით რომ მეორე ვარიანტი გაგებისთანავე უნდა გამოგერიცხათ. განსაკუთრებით უხდებოდა მარცხენა ლავიწთან იმ პატარა ჭრილობში პატარა ყავისფერი ხალი, რომლის არსებობის შესახებ მის გარდა არავინ იცოდა. არც დედამ. ბევრი რომ აღარ ვილაპარაკოთ ძალიან ლამაზი გოგონა იყო. ყოველი ნაკვთი და დეტალი დახვეწილი ჰქონდა . ადამიანი მასთან პირველად შეხვედრისას ოცდებოდა , იზიდავდათ მასში იდუმალება და საოცარი სიმშვიდე რომელიც, მისდღემში სახეზე ჰქონდა მოფენილი. არამცთუ ვნება და ეშხი იყო მასში, არამედ უფრო ფასეული და ღირებული რამ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანში , თუმცა ამ ყველაფერს თეა არ აფასებდა , ვინიცის იქნებ იმიტომაც იყო იგი ასეთი განსაკუთრებული.

7 ხდებოდა თეას დედამ რომ შემოაღო მისაღები ოთხახის კარები. ხელში ორი შავვი პარკი ეჭირა , ტანზე შავი გრძელი მოსაცმეი ეცვა შავი ქვედაბოლო მუხლს ქვემოთ და მუქი ლურჯი ძველებური სტილის არც თუ ისე მაღალძირიანი ფეხსაცმელი. მას ელენა ერქვა. დედა რუსი ჰყავდა მამა კი ქართველი . ულამაზესი ქალი გახლდათ , მაღალი და ტანადი , 38 წლის, თუმცა გარეგნობითადა ჩაცმულობით უფრო მეტის გეგონებოდა. ყურებზე გადატარებული თმა უკან ჰქონდა შეკრული და უამრავი სამაგრით იყო დამაგრებული . ძალიან გამხდარი იყო, საშინლად გამხდარი არა მაგრამ ასაკისთვის შეუფერებელი. გრძელი თხელი თითები ჰქონდა , რომელზეც კანი დაბერებოდა , ცოტა არიყოს ჩამოწელვოდა. მარჯვენა ხელის არა თითზე ვერცხლის სადა ბეჭედი ეკეთა.

შემოვიდა ორი პარკი ძირს დადო, მოსაცმელი საკიდზე დაკიდა

- თეაა.. დაუძახა შვილს და თან სამზარეულოში გავიდა , — თეა შვილო აქ ხარ?

- დედა მოხვედი… ოთახიდან გამოვიდა ნაჭრის შორტში და თეთრ მაისურში გამოწყობილი თეო, — ჩვენი მეზობელი ინგა გკითხულობდა , ეზოს ფული აქვსო დასადები, დღესვე მომაწოდოსო დამიბარა.

ელენა ხმას არ იღებდა, პარკებიდან პროდუქტს ალაგებდა და აქეთ იქით გადი გამოდიოდა.- დედიკო ხო არ გშია? ნახე რა მოვიტანე, შენი საყვარელი ნამცხვრის ნაჭრები , ჯერ ვჭამოთ და შემდეგ ერთად მივირთვათ კარგი? ელენა შვილს ისე ესაუბრებოდა გეგონებოდათ 5 წლის იყო , მის ხმაში კვლავ ისეთი სითბო იყო როგორც მაშინ როცა თეო ამ ასაკში გახლდათ.

- მმმ ძალიან კარგი ხელებს დავიბან და მოვალ. თეომ ნაზად გაიღიმა და ლოყა ოდნავ შეეჭყლიტა.

One clap, two clap, three clap, forty?

By clapping more or less, you can signal to us which stories really stand out.