სავარაუდოდ თავი 3

კვირა დღე იყო. ეს დღე ის ერთადერთი დღეა როდესაც თეო გარეთ გადიოდა ხოლმე, სადაც პარტნიორის როლს მისი ფოტოაპარატი ასრულებდა. ამ დღეს დილით ადრე იღვიძებდა ხოლმე, ძალიან ადრე და სახლიდან უხმაუროდ გადიოდა. აი ახლაც ჩვეულებისამებრ ადგა 5 საათზე და 6-ის ნახევარზე უკვე ფრთხილად გამოაღო სახლიდან გასასვლელი კარები. ძველებურ ოთკუთხედ ჩანთაში ფოტოაპარატი ჩაედო და მარჟვენა მხარზე გადაეკიდა. მუქი მწვანე მუხლებამდე გრძელი ქურთუკი ეცვა, მართალია უკვე თბილი ამინდების სეზონი იყო მაგრამ ის დილა ჩვეულებრივზე სუსხიანი გახლდათ თანაც ამ ბოლო დროს თითქმის ყოველდღე წვიმდა. ფეხზე შავი ფერის „ბათინკის“ მაგვარი ფეხსაცმელები ეცვა და ხელში რათქმაუნდა MP3 ეჭირა . როგორც კი სახლიდან გავიდა MP3- ს ყურსასმენები ფრძხილად გაუკეთა , შემდეგ თვითონაც მოირგო და ნელი ტემპით დაიწყო მძინარე ქუჩებში სიარული. მის ყურსასმენებში Radiohead- ის No Surprise ისმოდა. მუსიკა თითქმის მთავრდებოდა და თეოს ფოტოაპარატის გახსნაც კი არ უფიქრია. მიაბიჯებდა სველ ტროტუარზე და მის ბაგეები სულ ოდნავ თითქმის შეუმჩნევლად იღიმოდა. მაგრამ ეს არ იყო ბედნიერების ან რაიმე სიამოვნების განცდის ღიმილი. ეს უფრო სხვა იყო.

„რას ვიზამთ“ — დაახლოებით ამ ფრაზით შეგვიძლია ავღწეროთ ის მიმიკა, თითქოს რაღაცის ან ვიღაცის მიმართ თანაგრძნობას გამოხატავდა.

უცებ ნელმა ცივმა ნიავმა დაუბერა და ის თმები რომლებიც თეოს სახეს უფარავდა უკან გადაფინა. თითქოს ამ ნიავმა გამოარკვიაო ისეთი სახე მიიღო და უკმაყოფილოდ ჩაბურულ ცას ახედა. ცას მართლაც ძალიან მოეღრუბლა. მუქი ლურჯი ღრუბლები ერთმანეთში ირეოდნენ და ძალიან სწრაფად იცვლიდნენ ფორმას. გეგონებოდა ვიღაცამ ზეცა დაწურაო. აი დაახლოებით ისეთი სურათი იყო სააბაზანოს ნიჟარაში რომ დაგუბებულ წყალს გასაქანს მისცემ და კანალიზაციაში პირდაპირი რეისით გაუშვებ . მოკლედ არ უნდა დამდგარიყო მშვიდი დღე. თუმცა ეს სულაც არ აღელვებდა თეოს. უკვე თითქმის რამდენიმე გრძელი ქუჩა გადაიარა, თვალი მოჰკრა 14 გაჩერებას სადაც ერთი კაცი და რამოდენიმე მანდილოსანი იდგნენ. მათაც საკმაოდ თბილად ეცვათ. კაცი ფეხზე იდგა და ნერვიულად აყურადებდა გზას საიდანაც ავტობუსი უნდა მოსულიყო. როგორც ჩანდა ისინი ერთად არ იყვნენ. უცებ თეოს გემრიელი სუნი ეცა რომელიც მის გვერდით არსბული ფურნიდან მოდიოდა, გოგონა გაჩერდა და წარწერას დაუწყო ცქერა სადაც გარკვევით და დიდი წითელი ასოებით ეწერა „ თონის პური“ , წარწერა როგორც ჩანს ძველი იყო და საღებავი ცოტა გამცვდარიყო . აშკარა იყო რომ თეო რაღაცაზე ჩაფიქრდა არა იმ წარწერაზე. მისი ფიქრები პატარა ალბათ 7–8 წლის პატარა ბიჭუნდამ დაარღვია , რომელმაც სწრაფად მიირბინა დახლთან და ორი პური მოითხოვა , გამყიდველმაც არ დააყოვნა ორი თბილ თბილი პური ძველ გაზეთში გაუხვია და გადმოაწოდა. ბიჭმა ჯიბიდან ხურდები ამოიღო დახლზე განათავსა და უმალვე გაეცალა სირბლით იმ ადგილს. ახლა უკნიდან გაისმა დიდი სატვირთოს შემაწუებელი სიგნალი, რომელიც იმ ძარლს ეძღვნებოდა გზაზე რომ გადარბოდა და ალბათ ბოლომდე ვერც გადავიდოდა სულ ოდნავ სწრაფად მაინც რომ ემოძრავა სატვირთოს.

6 შესრულდა და ქალაქმაც გაიღვიძა.

ეს ქუჩა სადაც ახლა თეო იმყოფებოდა საკმაოდ ძველი ქუჩა იყო , მაგრამ ძალიან ლამაზი და მოპირკეთებული. ტროტუარის გასწვრივ გრძელი სკამები იყო ჩამომწკრივებული , სკამების გვერდით ლამპიონები რომელეთა განათებაც მოასფალტებულ გზას ანათებდა, ისინი ახლაც ანათებდნენ. მართალია გასანათებელი ბევრი არაფერი იყო , მაგრამ ასეთი იყო ქალაქის კანონი. ერთ ერთ ლამპიონის სკამთან ჩამოჯდა თეო და ქალაქს დაუწყო თვარიელება. ამინდი უფრო და უფრო ირეოდა. ასევე ირეოდა ქალაქის წესრიგი. ირეოდა ხალხიც და ხმებიც. ნელ ნელა ხმაური მატულობდა , ისმოდა გაურკვეველი რეპლიკები, სიცილი, მანქანის მუხრუჭის ხმა და იგრძნობოდა მისი გამონაბოლქვი რომელიც უკვე ქალაქს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ხალხი მოძრაობდა, ყველა სადღაც ჩქარობდა, ყველა სადღაც მიიწევდა, მხოლოდ თეო იჯდა მშვიდად და გასცქეროდა ამ დიდებულ სანახაობას. აი წვიმაც წამოვიდა და ეს ქაოსი ორმაგად გაიზარდა. თეოს გაეღიმა, თითქოს მიხვდა ახლა დაიწყება სანახაობაო და სკამის მისაყუდებელს ზურგით მჭიდროდ აეკრა, ზედატანის ქუდი თავზე მოიხვია, MP3 — ში მუსიკა შეცვალა The Doors Parade — People Are Strange ჩართო ხელები ჯიბებში ჩაიწყო და თითქონს კინოში ყოფილიყოსო მოემზადა კულმინაციისთვის. და აი ისიც , შხაპუნა წვიმა წამოვიდა ციდან , თან იმხელა წვეთები იყო წამში ასველებდა ადამიანს , თეოს მეტ ნაკლებად ის პატარა ბუჩქი იცავდა რომელიც სკამის გვერძე იყო ამოსული. ხალხი კი გარბოდა აქეთ იქით, ზოგმა სად შეაფარა თავი და ზოგმა სად. აი იმ კაცს და მანდილოსნებს როგორც ჩანს იღბალი ქონიათ როგორც კი სერიოზულად გაწვიმდა ავტობუსმაც არ დააყოვნა და სასწრაფოდ აიყვანა მგზავრები. თეო იცინოდა, უყურებდა მათ და ფიქრობდა რატომ უნდა გაქცეოდნენ წვიმას , ის ხომ ისეთი სასიამოვნო იყო, ისეთი თბილი და მგრძნობიარე. იმ თონესთან ერთმა ჭარბწონიანმა ქალმა შემოუხვია, არა კი არ შემოუხვია შემოვარდა , თხელი ყვითელი ზედატანი ეცვა რომელიც სულ მთლად დასველებოდა, თმა ხომ საერთოდ სველი ჰქონდა. სიმართლე რომ გითხრათ ვერ იყო მაინცდამაინც კარგი მორბენალი. სწრაფად შევარდა თონეში და მერე უკვე აღარ ჩანდა როგორ განვითარდა იქ სიტუაციები. თეო კვლავ იცინოდა, ამასობაში კი ქუჩაც დაიცალა და მისი სიცილი თავიდან ღიმილში გადაიზარდა შემდეგ კი მთლიანად გაქრა. თეო მის სველ ფეხსაცმელს დააშტერდა რომელსაც ბუნდოვნად ხედავდა , შემდეგ უკან გადაწვა, თავი მისაყუდებელს მიაყრდნო და ზეცას შეაფეთა თავისი ლამაზი სახე. თვალები დახუჭა თუ არა თვალებიდან ორი კამკამა ცრემლი გადმოგორდა და წვიმის ჭუჭყიან წვეთებს შეუერთდა სახეზე. ღრმად ამოისუნთქა , მუსიკას ბოლომდე მისცა უფლება გაეტაცებინა და უძრავად დადუმდა. წვიმა კი ჯერ კიდევ არ აპირებდა გადაღებას.

***

-თეო… მოხვედი? სადიყავი ამ წვიმაში შვილო, იცი როგორ ვნერვიულობდი? მობილური სახლში რატომ დატოვე?

თეომ ზედატანი გაიხადა , სკამზე გადაკიდა , ფოტოაპარატი რომელიც უვნებელი იყო თაროზე შემოდო, სახეზე ხელი გადაისვა და აბაზანისკენ გასწია.

- მინდოდა ახალი კადრები გადამეღო — თეომ სააბაზანოს კარები გააღო ისე რომ არც შეუხედია დედასთვის , ცოტახანი გაჩერდა — მაგრამ არ გამომივიდა…

აბაზანაში შუქი ჩართო და კარები მოიხურა. დედამ ფოტოაპატარი აიღო , შიგ ლენტა არიყო…

Like what you read? Give ეთანია a round of applause.

From a quick cheer to a standing ovation, clap to show how much you enjoyed this story.