როგორ გავაჩეროთ მომხმარებელი ჩვენს საიტზე დიდი ხნით

UniPAY. com
Feb 20, 2019 · 4 min read

ვებსაიტი თანამედროვე ბიზნესისთვის აუცილებელი პირობაა. მისი სწორად განვითარება დიდ დროს, ფინანსურ რესურსს და ძალისხმევას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია გვერდმა დაინტერესებული აუდიტორიის ყურადღება მიიპყროს, დადებითად განაწყოს და გაუჩინოს პროდუქტის მოხმარების სურვილი.

ვებ-გვერდზე ერთი თვალის შევლებით რთულია მომხმარებელმა გაიგოს ყველა იმ უპირატესობის შესახებ, რაც შეიძლება პროდუქტს ქონდეს. მთავარი ამოცანაა, რომ ვიზიტორის ყურადღება მივიპყროთ და შევინარჩუნოთ იქამდე, სანამ პროდუქტზე მთავარ სათქმელს ვეტყვით. ჩვენ არ შეგვიძლია პირდაპირ ვაკონტროლოთ საიტზე შემომსვლელის ყურადღების დიაპაზონი, თუმცა სხვადასხვა საშუალება არსებობს მომხმარებლის წასახალისებლად, რომ დარჩეს უფრო დიდი ხნით ჩვენს საიტზე.

განათავსე მთავარი შეთავაზება წინა პლანზე და ცენტრში

ძირითადად მომხმარებელი საიტზე შემოდის, რადგან აქვს რაღაც კონკრეტული პრობლემა. როცა შენი საიტი ჩაიტვირთება, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მიიღოს შეკითხვაზე პასუხი — „შეუძლია ამ ბიზნესს ჩემი პრობლემის მოგვარება?“

თუ ვიზიტორს რთულად აუხსნი რას აკეთებს შენი ბიზნესი, ის სწრაფად დაკარგავს ინტერესს, Google კი ამ დროს წამში ათასობით ალტერნატივას შესთავაზებს. დაბნეული მომხმარებელი ადვილად გადაერთვება ძიების სისტემაში ნაპოვნ სხვა შედეგზე, რომელსაც უფრო მკაფიო შეთავაზება და გადაწყვეტილება ექნება.

აქედან გამომდინარე, მთავარი შეთავაზება უნდა იყოს ერთი წინადადება Landing გვერდზე, რომელიც ძალიან მარტივად და ამასთანავე ელეგანტურად აღწერს რას აკეთებთ. აჯობებს წარმოიდგინოთ თქვენი ბიზნესის იდეალური მომხმარებელი და შეიმუშაოთ კონკრეტულად მასზე მორგებული მესიჯი — და არა რაიმე ზოგადი ტექსტი, რომელთანაც ნებისმიერი ტიპის მომხმარებელი დააკავშირებს თავის თავს.

საიტის ტექსტი დაწერე უკეთესად

მომხმარებელთა ჩართულობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია საინტერესო გზებით მიაწოდო. გრძელი, ჟარგონებით სავსე ტექსტები და სუსტი სათაურები აუცილებლად დააბნევს და დაგაშორებთ აუდიტორიას.

მოკლე და სხარტი სათაურები მკაფიოდ წარმოაჩენს ვებ-გვერდს და ვიზიტორი სწრაფად მიიღებს მის შეკითხვებზე პასუხს. პარაგრაფები უნდა იყოს არაუმეტეს 4 წინადადებისა და ზუსტად გადმოსცემდეს სათქმელს.

კარგ ქოფის (Copy — პროდუქტის აღწერილობის, სათაურის და ტიტრების სხარტად გადმოცემული ერთობლიობა) შეუძლია სწორად წარმოაჩინოს შენი მთავარი სათქმელი და call to action თითოეულ გვერდზე. ეს აუცილებლად დაგეხმარება განსაზღვრო როგორ გადმოსცე სათქმელი წერილობით.

შექმენი ინფორმატიული კონტენტი

საუკეთესო გზა ნდობის მოპოვებისა და აუდიტორიის ვებ-გვერდზე შენარჩუნებისთვის არის მათი დარწმუნება, რომ შენ გაგაჩნია საჭირო გამოცდილება მათი პრობლემისა და საჭიროებების გადასაწყვეტად. ამისათვის აუცილებელია საიტზე განათავსოთ ინფორმატიული კონტენტი.

შეგიძლია ბლოგ-პოსტები გამოიყენო მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი და პრაქტიკული ინფორმაციის მისაწოდებლად. (ამ ბმულზე ნახავ რჩევებს, როგორ სჯობს გამოიყურებოდეს ბლოგი). როდესაც საჭირო რაოდენობის კონტენტი მოგროვდება, უმჯობესია დაახარისხო და კატეგორიებად დაჰყო. ასე ვიზიტორები უფრო ადვილად იპოვნიან საჭირო ინფორმაციას და მეორეს მხრივ SEO-ც უკეთ იმუშავებს (SEO — Search Engine Optimization — საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია).

წერილობითის გარდა საჭიროა სხვადასხვა სახის კონტენტის მიქსიც. ვარიაციებში მიწოდებული ინფორმაცია ყოველთვის მომგებიანია: ინფოგრაფიკები, ვიდეოები, სურათები — ეს ყოველივე რელევანტური ინფორმაციის გავრცელებაში დაგეხმარება. სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა მეთოდით სწავლობს, ასე რომ მრავალნაირი ფორმით მიწოდებული კონტენტი ბევრი მათგანის ყურადღებას სათანადოდ მიიპყრობს.

იფიქრე სტრუქტურაზე

ვებ-გვერდზე ინფორმაციის სტრუქტურის სისწორე დაგეხმარება აუდიტორიის შენარჩუნებაში. ამბის თხრობა და ისტორიების მოსმენა ყველას აინტერესებს, ამიტომ კარგი იქნება ამ ყველაფერს „ამბის მთხრობელის“ პერსპექტივიდან შეხედო. რასაკვირველია, ყველა ამბავს აქვს დასაწყისი, განვითარება და დასასრული.

ბრენდის შემთხვევაში დასაწყისი არის შეთავაზება დაინტერესებულის პრობლემის გადაწყვეტაზე; განვითარება არის სპეციფიკა, როგორ შეგიძლია მოაგვარო ეს ყველაფერი; დასასრული კი მოიაზრებს ვიზიტორის მომხმარებლად გადაქცევას.

როდესაც ამ კუთხით იფიქრებ, სწორად ააგებ ვებ-გვერდის სტრუქტურას. Landing გვერდი მიმართული უნდა იყოს ვიზიტორის პრობლემის მოგვარებისკენ. მომდევნო გვერდები იერარქიულად უნდა ამყარებდნენ მთავარ შეთავაზებას და საკითხის გადაწყვეტის უფრო დეტალურ გზებს უნდა აღწერდნენ. საბოლოოდ კი, ყოველივე ზემოთხსენებული ყიდვის ღილაკისკენ ან გაყიდვების დეპარტამენტისკენ მიმართავს მომხმარებელს.

ჭკვიანურად შეარჩიე Call To Action ღილაკები

Call To Action (ყიდვის, შესვლის, რეგისტრაციის და ა.შ.) ღილაკები არა მხოლოდ იმაში გეხმარება, რომ მომხმარებელი უფრო დიდხანს შეინარჩუნო ვებ-გვერდზე, ასევე პირდაპირ არიან „პასუხისმგებელნი“ გვერდის სანდოობაზე და კონვერსიებზე (Conversion — „პოტენციური მომხმარებლის“ მომხმარებლად გარდაქმნა).

დასახე მიზნები თითოეულ გვერდზე და გამოიყენე შესაბამისი CTA. კონვერსიას შეუძლია მოგიტანოს მომხმარებელთა დიდი ელ-ფოსტის ბაზა, რომელსაც მომავალში შენი პროდუქტის პრომოსთვის გამოიყენებ: შესთავაზებ ფასდაკლებებს, კუპონებს და ა.შ.
CTA-მ შესაძლოა კლიენტი გადაამისამართოს გაყიდვების ჯგუფთან, ან ქოლ-ცენტრთან, სადაც კიდევ უფრო დეტალურად მიიღებს ინფორმაციას ამა თუ იმ საკითხზე. შეგიძლია ბლოგისკენაც გადაამისამართო მომხმარებელი და იქ დაწვრილებით მოუყვე შენს მომსახურებასა თუ პროდუქტზე.

როდესაც CTA ღილაკების მეშვეობით ვებსაიტზე ყველაფერი დაკავშირებულია ერთმანეთთან, კონვერსიის შანსი კიდევ უფრო მაღალია, რადგან კლიენტი ამომწურავ ინფორმაციას იღებს და ნდობის მაჩვენებელიც უფრო მაღალია. CTA აძლევს მათ მიმართულებას იმისკენ, რასაც ეძებენ. ეს თავის მხრივ ბიზნესის რეპუტაციასა და ავტორიტეტს ამაღლებს. ყოველივე ეს გეხმარება უკეთ შეისწავლო მომხმარებელი და მომავალში მათთვის საინტერესო შეთავაზებები მოიფიქრო, შექმნა და გაგზავნო სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით.

არ დაივიწყო ტექნიკური ელემენტები

ყოველივე იმ საჭირო დეტალთან ერთად, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვებ-გვერდის ტექნიკური მხარე. გვერდის სწრაფი ჩატვირთვა აუცილებელი წინაპირობაა იმისა, რომ მომხმარებელი დიდხანს გაჩერდეს ვებგვერდზე. მიჰყევი ბმულს — ამ ხელსაწყოთი დაადგენ რამდენად სწრაფად იტვირთება შენი ვებ-გვერდი.

აუცილებელია ვებ-გვერდს გააჩნდეს მობილური ვერსიაც, რადგან როგორც საძიებო სისტემები აჩვენებს, მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა ინფორმაციას მობილურ ტელეფონზე ეძებს. თუ ვებ-გვერდის მობილური ვერსია არ გამოიყურება კარგად, კლიენტი პრობლემის გადასაჭრელად სხვა ვებგვერდზე გადავა.

რაც უფრო დიდხანს შეინარჩუნებ მომხმარებელს ვებგვერდზე, მით უფრო გეზრდება ნდობის ხარისხი. თუ საიტის შექმნისას ამ ყველაფერს გაითვალისწინებ, მომხმარებლებზე შთაბეჭდილებას აუცილებლად მოახდენ. გამოწვეული დადებითი ემოცია აუცილებლად პოზიტიური შედეგით დასრულდება — ისინი ლოიალურ მომხმარებლებად გადაიქცევიან.

თუ გაქვს სტარტაპის იდეა და ჯერ არ გაქვს საიტი, პირველი რაც აუცილებლად უნდა გააკეთო, არის დომენის ყიდვა — ეწვიე Ge.Domains-ს და შეიძინე სასურველი დომენი.

თუ ონლაინ კომერციისთვის მზა პლაგინები დაგჭირდება, ამაშიც დაგეხმარებით — UniPAY Checkout-ის მეშვეობით 1 დღეში შეგიძლია დაიწყო ონლაინ გაყიდვა.

თუ ყოველივე ზემოთ წაკითხული შენთვის ახალია და გსურს მომენტალურად დაიწყო გაყიდვა, მაშინ UniSHOP სცადე.

თუ მოგეწონა სტატია, გაუზიარე მეგობრებს ქვემოთ მოცემული ღილაკების მეშვეობით

Welcome to a place where words matter. On Medium, smart voices and original ideas take center stage - with no ads in sight. Watch
Follow all the topics you care about, and we’ll deliver the best stories for you to your homepage and inbox. Explore
Get unlimited access to the best stories on Medium — and support writers while you’re at it. Just $5/month. Upgrade