10 უპირატესობა, რომელსაც გაძლევს ელექტრონული საფულე

UniPAY. com
Feb 1, 2019 · 3 min read

ივნისი 08, 2018

  1. Unipay.to

აღმოჩენილხარ სიტუაციაში, როცა თანხის სწრაფად მიღება გინდოდა, მაგრამ მეგობარს ანგარიში სხვა ბანკში ჰქონდა და გადმორიცხვას დიდი დრო დასჭირდა?

მაშინ გაიცანით Unipay.to — უმარტივესი მეთოდი თანხის უმოკლეს დროში მისაღებად ნებისმიერი ქართული ბანკის ანგარიშიდან.

როგორ მუშაობს? — ქმნით უნიკალურ ბმულს მაგალითად unipay.to/gio. ამ ბმულს უგზავნით მას ვინც თანხა უნდა გადმოგირიცხოთ. ბმულზე გადასულ მომხმარებელს ხვდება არჩევანი — ან თავისი ბარათის მონაცემები შეჰყავს და გზავნის თანხას, ან, თუ უნიფეის საფულის ვერიფიცირებული მომხმარებელია, შეუძლია პირადი საფულიდან გადმოგირიცხოთ თანხა. ის წამებში აისახება თქვენს საფულეში.

2. მიაბი რამდენი ბარათიც გინდა და რომელი ბანკისაც გინდა

UniPAY დამოუკიდებელი კომპანიაა და არ ეკუთვნის არცერთ ბანკს. როდესაც დარეგისტრირდებით უნიფეის საფულეში, შეძლებთ მიაბათ ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათი. ტრანზაქციის განხორციელებამდე მიუთითებთ სასურველ ბარათს და იმით შეასრულებთ ტრანზაქციას.

მაგალითად, თუ გადაწყვეტთ გადაიხადოთ კომუნალურები, ან გადარიცხოთ თანხა, მიუთითებთ სასურველ ბარათს და შეასრულოთ ტრანზაქციებს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ მთავარი ბარათი და ავტომატურად ამ ბარათით შეასრულოთ მომდევნო ტრანზაქციები.

ტრანზაქციის განსახორციელებლად არ გჭირდებათ საფულის ანგარიშის შევსება ან რაიმე დამატებითი ქმედების განხორციელება, მხოლოდ გადახდის მეთოდებში ირჩევთ UniPAY-ს და აკლიკებთ იმ ბარათზე, რომლითაც გსურთ გადახდა. დიახ, ასე მარტივად!

3. დარჩი ინკოგნიტო

  • გადარიცხე და გადმოიტანე თანხა კაზინოდან ან ტოტალიზატორიდან.

ვინაიდან ტოტალიზატორებსა და კაზინოებში ტრანზაქციები მომხმარებლის საბანკო ისტორიას შავ ლაქად აჩნდება, კაზინოში სათამაშოდ ისინი ალტერნატიულ გზებს ეძებენ ხოლმე. შეგიძლიათ შეწყვიტოთ ძიება, რადგან UniPAY გთავაზობთ კომფორტულ აპლიკაციას, 24/7 ქოლ-ცენტრს, მომხმარებელთა მონაცემების შესახებ ინფორმაციის დაცვას, 0% საკომისიოს როგორც ბალანსის შევსებაზე, ასევე კაზინოს / ტოტალიზატორის ანგარიშიდან თანხის გადმოტანაზე და ტრანზაქციების სწრაფად შესრულების შესაძლებლობას. უნიფეის საფულიდან კი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თანხა გადაიტანოთ როგორც საბანკო ბარათზე, ასევე სურვილის შემთხვევაში, გამოიტანოთ უნიფეის სალაროებიდან.

მიიღე ან დაფარე კრედიტი.

უნიფეის საფულეში ასევე შეგიძლიათ მიიღოთ სესხი ჩვენი პარტნიორი საკრედიტო კომპანიებისგან პირდაპირ საფულეში და შემდეგ საფულიდანვე დაფაროთ ის.

4. SEPA

გინატრიათ ევროპაში გქნოდათ პირადი ანგარიში? სანამ ევროკავშირის წევრი გახდება საქართველო, UniPAY პირველად საქართველოში, იმის შესაძლებლობასაც გაძლევთ, რომ თანხა ზუსტად იმავე პირობებით მიიღოთ ევროპიდან, რა პირობებითაც SEPA-ს (ევროთი გადახდის საერთო ზონის წევრი 34 ევროპული ქვეყანა) წევრი ქვეყნის მოსახლეობა გზავნის და იღებს ფულად ტრანზაქციებს. ქვეყნების ჩამონათვალი და მეტი დეტალები იხილეთ ვებ-გვერდზე: https://www.unipay.com/sepa

5. STEAM / XSOLLA

უამრავი მომხმარებელი თამაშობს ონლაინ თამაშებს და თუ თამაშის ან თამაშის შიდა რესურსების შეძენა სჭირდებათ თანხას STEAM-ის ან XSOLLA-ს ანგარიშზე რიცხავენ ხოლმე. თუმცა, ძალიან ბევრმა არ იცის, რომ უნიფეი STEAM-ისა და XSOLLA-ს პირველი ოფიციალური პარტნიორია საქართველოში და ასევე ამ სერვისის მიმწოდებელია გადახდის აპარატებისთვის, საიდანაც უამრავი ადამიანი ივსებს STEAM-ის ბალანსს. უნიფეის აპლიკაციიდან (IOS: https://goo.gl/69rYXd ან
Android: https://goo.gl/87kFRv ) ან ვებ-გვერდიდან www.steam.ge მარტივად, ერთ წამში შეგიძლიათ შეავსოთ თქვენი ბალანსი სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში.

6. სასაჩუქრე ბარათები

iTunes, Google Play, XBOX, Play Station, RIXTY — თუ რომელიმე სერვისის მომხმარებელი ხართ, სასაჩუქრე ბარათებს მარტივად შეიძენთ ჩვენგან, ან შეგიძლიათ ამ სასაჩუქრე ბარათით მეგობარი გაახაროთ. ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ მხოლოდ უნიფეის აქვს iTunes-ის 5$-იანი სასაჩუქრე ბარათები. You are Welcome!

7. შოპინგი

უნიფეი თავის მომხმარებლებს ასევე სთავაზობს მატარებლის შესაძენ ძალიან მარტივ და კომფორტულ აპლიკაციასა და ვებგვერდს: www.matarebeli.ge, ასევე კინოს ბილეთების შესაძენ ვებგვერდს www.cinemax.ge, თვითმფრინავის ბილეთების შესაძენ გვერდზე წვდომას: www.gasa.ge და ასევე უამრავ ონლაინ მაღაზიას აქვს უნიფის გადახდის სისტემა ჩაშენებული, რაც ნიშნავს, რომ ონლაინ შოპინგისას თავისუფლად შეძლებთ უნიფეის საფულით გადახდას და თავიდან აიცილებთ ბარათის მონაცემების შეყვანის თავის ტკივილს.

8. ონლაინ ბანკინგი ბანკის გარეშე

იმავე აპლიკაციიდან, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთეებს გთავაზობთ, ასევე შეძლებთ ონლაინ ბანკებისთვის დამახასიათებელი სერვისებით სარგებლობასაც, მაგალითად, გადაიხდით კომუნალურ გადასახადებს, შეავსებთ მობილურის ბალანსს, გადაიხდით სწავლის გადასახადს, შეამოწმებთ და საჭიროებისამებრ გადაიხდით ჯარიმებს, შეიძენთ დაზღვევას და ა.შ.

9. Spotify

გიყვართ ხარისხიანი მუსიკის მოსმენა? მაშინ უნიფეი კიდევ ერთ პროდუქტზე გაძლევთ ოფიციალურად წვდომას, რომელიც აქამდე საქართველოში არ იყო ხელმისაწვდომი. ჩვენი მომხმარებლებისთვის უკვე ოფიციალურადაა შესაძლებელი სპოტიფაის პრემიუმ პაკეტით სარგებლობა, რაც ნიშნავს უსმინო ხარისხიან მუსიკას ულიმიტოდ; გადახვიდე შემდეგ სიმღერაზე ნებისმიერ დროს, რამდენჯერაც გსურს; შეადგინო შენი playlist-ები და გადმოწერო სიმღერები შენს აპლიკაციაში, ისე რომ ინტერნეტის გარეშეც უსმინო; პრემიუმ პაკეტის გააქტიურების შემთხვევაში ნებისმიერი ქვეყნიდან, ნებისმიერი ადგილიდან შეძლებთ ხარისხიანი მუსიკის მოსმენას.

10. არ არსებობს ფარული ხარჯები:

თქვენ ყოველთვის იცით რამდენი საკომისიო გეჭრებათ კონკრეტული ტრანზაქციისას. ანგარიშის გახსნისთვის, შენარჩუნებისთვის, დაზღვევისთვის და ა.შ. არანაირ დამატებით საკომისიოს და გადასახადს არ გაკისრებთ UniPAY.

Welcome to a place where words matter. On Medium, smart voices and original ideas take center stage - with no ads in sight. Watch
Follow all the topics you care about, and we’ll deliver the best stories for you to your homepage and inbox. Explore
Get unlimited access to the best stories on Medium — and support writers while you’re at it. Just $5/month. Upgrade