tasma.ge — აქსესუარები თავისუფალი ადამიანებისათვის

UniPAY. com
Feb 1, 2019 · 2 min read

აგვისტო 30, 2018

ელექტრონული კომერცია საქართველოში ყოველდღე წარმატებით იკიდებს ფეხს. UniPAY მუდამ ჩართული იყო ელექტრონული კომერციის განვითარებაში და ხელს უწყობდა ახალბედა მერჩანტებს ონლაინ ბაზარზე თავის დამკვიდრებაში. გადავწყვიტეთ პერიოდულად მოგიყვეთ ჩვენს ბიზნეს-პარტნიორებზე, რომლებიც წარმატებით მოიხმარენ UniPAY Checkout-ს. დღეს ერთ-ერთ ფერად კომპანიაზე — tasma.ge-ზე მოგიყვებით, რომლებიც სპორტული და კლასიკური ფეხსაცმელებისთვის ულამაზესი დიზაინის თასმებს ქმნიან. კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებელი ხვიჩა ჯგუთაშვილი თასმების ისტორიას გვიყვება:

როგორ გაჩნდა „თასმის“ შექმნის იდეა?

თასმა, ეს არის ფერადი და ორიგინალური თასმების კომპანია, აქსესუარები რომლებიც შეიქმნა თავისუფალი ადამიანებისთვის — მათთვის, ვისთვისაც საკუთარი ინტერესების, ხასიათის და განწყობის გადმოცემა მნიშვნელოვანია. ამისთვის თავიდანვე ვფიქრობდით, რომ შეგვექმნა პროდუქცია, რომელიც ადამიანებისთვის იქნებოდა დამატებითი ღირებულება და არა მხოლოდ პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალება. ამასთანავე პროდუქცია გვინდოდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი როგორც გაყიდვების არხების შესაძლებლობებით, ასევე მისი ფასითაც.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე დავიწყეთ მუშაობა და მივედით იმ პროდუქტამდე რაც გვაქვს. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, დასაწყისია და განვითარების საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვს რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ.

როგორია პროდუქციის მოთხოვნა ბაზარზე?

პროდუქტი საკმაოდ მოთხოვნადია. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირველი კოლექცია იყო, კომუნიკაციაც უფრო მოკრძალებული ფორმით მიმდინარეობდა, თუმცა, ამის მიუხედავად, გაყიდვების რაოდენობა იმედის მომცემია კომპანიისთვის.
მიზეზი მარტივია, თანამედროვე ადამიანი ეძებს სხვადასხვა ტიპის აქსესუარებს, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი საშუალება ქონდეს მისი ინტერესების გამოსახატად. თასმა ამ გამოწვევას პირდაპირ პასუხობს, რაც განაპირობებს მომხმარებლის დიდ ჩართულობას.

რა იყო მთავარი გამოწვევა ონლაინ გადახდების ძიებისა და ჩართვის პროცესში?

მთავარი გამოწვევა იყო ნაკლები „ბიუროკრატია“, მარტივი ინტერფეისი და რაც მთავარია, გამოყენების სიმარტივე — როგორც ჩვენთვის კომპანიისთვის ასევე რა თქმა უნდა მომხმარებლისთვის.

გეგმავთ თუ არა დაამატოთ უფრო მეტი დიზაინის და კონცეპტის თასმები ან ხომ არ ველოდოთ ახალ, სხვა ტიპის პროდუქციას?

ძალიან მალე ვგეგმავთ საშემოდგომო კოლექციის გამოშვებას, თასმას კოლექციების გამოშვების პრინციპი ჯერ-ჯერობით სეზონების მიხედვით იქნება, თუმცა კონცეფციურად ეს ძალიან ბევრ თემას პასუხობს (არა მხოლოდ სეზონს). ამ ეტაპზე გვაქვს ორი მიმართულება და ვმუშაობთ როგორც ახალი გაყიდვების არხების დამატებაზე ასევე ახალი სახეობების შექმნაზეც. სიახლეებს აუცილებლად შეიტყობთ ჩვენი Facebook გვერდიდან.

რას ურჩევდით ახალბედა მერჩანტებს და სტარტაპერებს?

ახალბედა მერჩანტებს ვეტყვი სწორ ადგილზე მოხვდნენ და დარწმუნებული ვარ UniPAY-ს მოდულთან საკმაოდ კომფორტული სამუშაო პროცესი მოუწევთ.
სტარტაპერებს კი ვეტყოდი — გამოიძინეთ, ენერგიები შემდეგშიც დაგჭირდებათ! :)
უფრო სერიოზულად — ითანამშრომლეთ კომპანიებთან, რომლებიც თქვენი სტარტაპების თანასწორნი არიან, ისევე ურთიერთობენ და თანამშრომლობენ თქვენთანაც, როგორც ითანამშრომლებდნენ „გიგანტებთან“.

სასარგებლო ბმულები:

UniPAY Checkout: https://www.unipay.com/ecommerce

დაარეგისტრირე ბიზნესი UniPAY-ზე: https://www.unipay.com/business

მიიღე Shopify-ზე გადახდები ლარში: www.shopify.com.ge

მოიწონეთ თასმა • Tasma Facebook-ზე: https://www.facebook.com/Tasma.ge

Welcome to a place where words matter. On Medium, smart voices and original ideas take center stage - with no ads in sight. Watch
Follow all the topics you care about, and we’ll deliver the best stories for you to your homepage and inbox. Explore
Get unlimited access to the best stories on Medium — and support writers while you’re at it. Just $5/month. Upgrade