Art of the web choreography

რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს თქვენი ვებ აპლიკაცია, იქნება ეს მომხმარებლების გაზრდა, გავლენა, მხარდაჭერა, მარკეტინგული არხი, გაყიდვა და სხვა მრავალი, პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიზნების განსახორციელებლად არის მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია.

კომუნიკაცია არსებობს 4 ძირითადი სახის: ვერბალური, დამწერლობითი, ვიზუალური და მგრძნობელობითი.

ჩვენ, ადამიანები წარმატებული კომუნიკაციის დასამყარებლად ვიყენებთ მათ კომბინაციებში.

ინფორმაციის მიღებაში ანუ აღქმაში, ჩვენი 5 ფუნდამენტალური შეგრძნებითი ორგანო გვეხმარება.

დიზაინს, რომელიც ამ შეგრძნებების მეშვეობით, ასოციაციებს გვიჩენს ჩვენთვის ნაცნობ ობიექტებთან და შეგრძნებებთან სკეიომორფული ეწოდება.

გამომდინარე იქედან, რომ სენსორული რეცეპტორების 70% ჩვენს თვალებშია, წამყვანი გრძნობა უმეტესობა ადამიანებისა არის ხედვითი აღქმა.
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ humans are visually driven creatures.

ზუსტად ამიტომ, ვებში ყურადღება გამახვილებულია ვიზუალურ და აუდიალურ აღქმაზე.

ვიზუალურ აღქმაზე ზემოქმედება ორი გზით შეგვიძლია მოვახდინოთ.
სტატიკურით და დინამიურით.

სამწუხაროდ, კონტენტის სტატიკური გზით გადმოცემისას, ჩვენ არ შეგვიძლია ეფექტურად გავაკონტროლოთ მომხმარებლის ყურადღების განაწილება.

ჩვენ არ ვიცით, მომხამრებლი ყურადღებას ჯერ სათურს აქცევს თუ სურათს.

ინფორმაციის ეფექტურად მიწოდებისთვის, ჩვენ უნდა შეგვეძლოს ინფორმაციის მიწოდების დაპრიორიტეტება.
იმისათვის, რომ ყურადღების დირიჟორები ვიყოთ, პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ ინფორმაციის მიწოდების პრიორიტეტები და დავგეგმოთ მომხმარებლის გზა.

მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია
სწორად გამოვიყენოთ დინამიური ხედვის ,,ხრიკი’’.

დააკვირდით, სტატიკის დროს, ანუ როდესაც გველი გაჩერებულია რეპლტილია არ აღიქვავს მას, მაგრამ როდესაც გველი მოძრაობას იწყებს, მაშინვე ერთვება მისი ყურადღება.

დინამიური ხედვა ანუ იგივე ანიმაცია, შეგვიძლია წარმატებით გამოვიყენოთ ინფორმაციის სწორი მიწოდებისთვის.

რამდენიმე რჩევა:

,,გამოიყენეთ მაშინ და იქ ანიმაცია, როდესაც ანიმირებულ ადგილზე მომხმარებლის ყურადღებაა საჭირო’’

,,გამოიყენეთ ანიმაცია უკუკავშირისთვის’’

,,არ გამოიყენოთ ანიმაცია თუ მას დანიშნულება არ აქვს”

როგორც უკვე ავღნიშნე, კომუნიკაცია ორ ობიექტს შორის ხდება,
როდესაც ერთი ობიექტი გასცემს და მეორე მიიღებს, ბუნებრივი პროცესია, რომ მეორე ელოდება უკუკავშირს.

ვებში მომხმარებელის ნებისმიერი სახის ინტერაქციის/კომუნიკაციისას, აუცილებელია მას ფიდბექი დავუბრუნოთ.

იქნება ეს ღილაკზე დაჭერა, სქროლვა, კლავიატურაზე აკრეფა თუ სხვა, ამ დროს მომხმარებელის შეხებითი გრძნობითი აღქმა ერთვება.

ბუნებრივი და არაცნობიერი მოლოდინია, როდესაც რაღაცას ეხება, მომხმარებელი აუცილებლად ელის უკუკავშირს.

ამ გაიდლაინის ერთ-ერთი ყველაზე კარგი და პიონერი მიმდევარია გუგლის მატერიალ დიზაინის ჯგუფი.

მათ წარმატების შეძლეს და გაგვიმზადეს ყველა UI -კომპონენტი/ანიმაცია, რომლითაც შეგვიძლია მომხმარებელს ფიდბექი დავუბრუნოთ ინტერაქციის დროს.

როგორ დავიწყოთ ანიმაცია ვებში?

გამოიყენეთ ვექტორული გრაფიკა. SVG.
ვექტორული გრაფიკა ბრაუზერებში აღიქმევა როგორც DOM ელემენტები.
გამომდინარე აქედან, მათი ანიმაცია ბევრად მარტივია.

სხვადასხვა პლათფორმებზე თავსებადობისთვის გამოიყენეთ javascript ბიბლიოთეკები, რომლებიც არ ეყრდნობიან, მხოლოდ CSS ანიმაციებს. ასეთი ბიბლიოთეკები გათვლილია მულტიპლატფორმულ გამოყენებისთვის.

იხილეთ: https://greensock.com/gsap

One clap, two clap, three clap, forty?

By clapping more or less, you can signal to us which stories really stand out.