ასეთ პირობას აყენებს სახელმწიფო, როდესაც ახალგაზრდას საზღვარგარეთ სწავლას უფინანსებს. ვფიქრობ, ეს პირობა გაუმართლებელია!
განვიხილოთ ეს პოლიტიკა სახელმწიფოს მხრიდან. თუ სახელმწიფო ახალგაზრდას სწავლის გადასახადს უხდის, სტუდენტმა ქვეყნის ეკონომიკას ეს “ვალი” აქ ჩამოსვლით და მუშაობით უნდა დაუბრუნოს. ის ცოდნა, რაც მიიღო უნდა მოახმაროს ქვეყანას და ამით ქვეყნის ეკონომიკაში შეიტანოს წვლილი.
ის რომ ეს ინვესტიციაა, რომელიც ქვეყანამ უნდა ამოიღოს, ეს ცალსახაა. გადასახადების გადამხდელის ფული ქვეყნის ეკონომიკას უნდა მოხმარდეს. მაგრამ ამისათვის, სწავლის შემდეგ, ქვეყანაში ჩამოსვლის და მუშაობის დავალდებულება თითქოს მოკლევადიანი და ზედაპირული მიდგომაა. რაღაც გავეცი და მინდა შედეგი უცებ მივიღო. სრაფი გარიგებაა. ისწავლა სტენფორდში, გავაკონტროლე რომ ჩამოვიდა, მუშაობს, ყველაფერი კარგადაა. …
ინიციატივა კომპანიებს: თითოეულ თანამშრომელს ინდივიდუალურად, ხელფასის ჩარიცხვასთან ერთად, ყოველთვიურად რომ უგზავნიდეთ სმს და ელფოსტას ინფორმაციით, თუ მათ კუთვნილ რა თანხას რიცხავენ ისინი ბიუჯეტში საშემოსავლოს სახით. ასევე ეგზავნებოდეს კვარტლური ჯამი და წლიური ჯამი. გაჩნდეს შეგრძნება რომ თანამშრომელი იხდის თავის საკუთარ შემოსავალს ბიუჯეტში, რომ ხელფასს უხდის პოლიციელს, ყველა საჯარო მოხელეს, მთავრობას, პარლამენტარებს და ა.შ ამითი გავზრდით სახელმწიფოებრივ შეგნებას საზოგადოებაში! რათქმაუნდა იდეალურია ხელფასი სრულად ირიცხებოდეს თანამშორმლის ანგარიშზე და მოქალაქე თვითონ რიცხავდეს ბიუჯეტში (ბერკეტები მოფიქრებადია) მაგრამ ეგ უკვე მთავრობის ნება უნდა იყოს!
Don’t waste any time
Don’t waste a minute while you’re there, especially if you don’t travel to the U.S. that often. This is an opportunity for you to travel to the U.S., stay there for free for 2 weeks and have meetings and networking events already arranged for you. Fortunately, I realized this within the first days and tried to make the most of my time there.
Schedule your meetings before you travel
GMF asks you to arrange your meetings before you arrive in the U.S. I took their advice and wrote to 5 companies I was interested in. As a result, I met with 4 of them and ended up working with one of them (http://www.curiouslearning.org/). …
თანამედროვე ქვეყნების სიმდიდრე ინტელექტუალური კაპიტალია და არა ბუნებრივი რესურსი, მიწა, ქარხნები ან სხვა მატერიალური აქტივი.
Intellectual Property (IP) — ქართულად ინტელექტუალურ საკუთრებას ნიშნავს და ძირითადად იურიდიულ, საავტორო უფლებების კონტექსტში გამოიყენება. თუმცა მიმოქცევაში ამ ტერმინით ხშირად გულისხმობენ უფრო მეტს — ინტელექტუალურ აქტივს, ინტელექტუალურ კაპიტალს, ინტელექტუალურ რესურსს.
მარტივი მაგალითი: Iphone-ის ყიდვისას ჩვენ არ ვყიდულობთ ხმის გადამცემ ან ინტერნეტში შესვლის საშუალებას ჩვენ ფულს ვიხდით მის IP-ში, ვყიდულობთ მის დიზაინს (ჰარდის და სოფტის), მის განსხვავებულობას, მოხერხებულობას, ტექნოლოგიურ უპირატესობას, მის პატენტს. Iphone-ის წარმოების ხარჯი, მის ფასთან შედარებით მინიმალურია. ჩინეთის ეკონომიკას, სადაც ის იწყობა, მისი ღირებულების მხოლოდ 5% რჩება. Apple-ის ფასნამატი ყველაზე მაღალია ინდუსტრიაში და ამის მიზეზი მისი უნიკალურობაა, მისი IP — რაღაც არამატერიალური, რომელსაც ქმნის ადამიანის ინტელექტი. Tesla, Intel-ი, Google-ი არის IP, რესტორანში რომელშიც კერძები მოგვწონს, ეს კერძიც კარგი მზარეულის IP-ია. …
About