თუ საქართველოში სტარტაპ იდეა გაქვს მაშინ ეს უნდა იცოდე

BG from cssdesignawards

დამეთანხმებით არავის შეუძლია ასწავლოს ის ყველაფერი რაც სტარტაპის, ტექნოლოგიური ბიზნეს წარმატებისათვის არის საჭირო, თუმცა ვთანხმდებით, რომ რაღაცის სწავლა შესაძლებელია. სწორედ ეს რაღაცა წარმოადგენს იმ ზოგად რჩევებს და არსებულ პრაქტიკებს, რომელზეც თქვენ შეგიძლიათ დაფიქრდეთ და საკუთარ კითხვებსა და იდეებს გაცეთ პასუხი.

საქართველოში ადგილობრივი სტარტაპ, ტექნოლოგიური ბიზნეს მენტორი და მრჩეველი ბევრი არ გვყავს, თუმცა წარმოადგენს კი ეს დიდ დაბრკოლებას?

არსებობს Silicon Valley-ის ცნობილი სახელები - Peter Thiel (PayPal co-founder), Marc Andreessen (Netscape creator/general partner of Andreessen Horowitz), DHH და Jasion fried(Basecamp), Paul Graham (YC founder), Reid Hoffman (LinkedIn co-founder), რომლებმაც არამატო წარმატებული კომპანიები შექმნეს, არამედ ინვესტიციები ჩადეს ისეთი კომპანიების ფეხის ადგმის პერიოდში, როგორიცაა Facebook, Twitter, Uber, Airbnb, Dropbox და სხვანი. მაგრამ, ერთი ყველაზე დიდი განსხვავება ამ ადამიანებსა და სხვა წარმატებულ ადამიანებს შორის არის ის, რომ ამ ადამიანებს უყვარს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

შეგვიძლია ამ ხალხს მოვუსმინოთ? ვისწავლოთ ამ ხალხისგან? მივიღოთ რჩევა? საქართველოდან? უფასოდ? დაგვაფიქრებენ? კაი იქნება? …

მეც ვფიქრობ რომ — დიახ, ეს შესაძლებელია.

შევეცადე იმ რესურსების მცირედი, მაგრამ საუკეთესო ნაწილი აქ შემეკრიბა, რომელსაც ბოლო ორი წლის განმალვობაში გავეცანი და ვიფქრობ დასაწყისისათვის ღირებული იქნება თქვენთვის.

სტატიები, ვიდეო ლექციები და ელ. წიგნები იმის შესახებ თუ რა გჭირდებათ წარმატებული სტარტაპისათვის დაწყებული გუდნის ჩამოყალიბებით, ისეთი პროდუქტის შექმნით, რომელიც მოხმარებლებს ეყვარება, გაყიდვისა და მარკეტინგის სტრატეგიებით, ინვესტიციების მოზიდვის მიდგომებით, სწორი კულტურის შექმნით გაგრძელებული.


რამდენიმე სტატია დასაწყისისთვის

ონლაინ(უფასო მაგრამ #1) კურსები

[ საქართველოში ვერსად, დღეს და უახლოეს პერიოდში ასეთ კურსს ვერსად გაივლით და ცოდნას ვერსად მიიღებთ. ნუ ჩავუღრმავდებით]

ბლოგები/სტატიების ნაკრებები

ელ. წიგნები/ ბლოგ ლისტები

წიგნები

  • Zero to One
  • Rework
  • Hackers and Painters
  • The Innovators’s Dilemma
  • The hard things about hard things

რამდენიმე კარგი ჩვევა

  • პერიოდულად Producthunt.comისა და Crunchbase.comის სიახლეები გამოიწერეთ მეილზე და გეცანით ახალ სტარტაპებს & ინდუსტრიებს.
  • გამოიყენეთ Getpocket აპლიკაცია სტატიების კითხვისათვის, რომელიც საშუალებას იძლევა offline რეჟიმში ყოფნის დროსაც იკითხოთ თქვენ მიერ შენახული სტატიები.(მაგ: ავტობუსსში, მეტროში და სხვა თითქოსდა დაკარგული დროის პერიოდში)
  • და ბოლოს არც ისე რთული დასაწყისია არა? სწავლა რთული არ არის, მთავარია სურვილი და ამ ორ წინადადებაზე დაფიქრება: You play like you practice & Aggregation of marginal gains

ფულის შოვნის დროა თუ სწავლის?, როგორ მივაღწიოთ პროდუქტიულობას? როგორ ვიპოვოთ და ვაკეთოთ ის რაც გვიყვარს?, რატომ არ შეიძლება ყველა მიზანი ასრულდეს? ჩემი მეორე სტატია, სადაც სტატიები და რესურსებია რეკომიენდირებული რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში წავიკითხე — კარიერაზე, განათლებაზე და პირად განვითრებაზე დასაფიქრებლად და ვფიქრობ საინტერესო იქნება თქვენთვისაც.

წარმატებები,

გაუზიარე შენებსაც.

დაეხმარო ადამიანებს უფრო კარგად განახორციელონ საკუთარი იდეები ყველასათვის სასარგებლოა.