One Year of Emacs

მოგესალმებით.აგერ გავიდა 1 წელი (ცოტა მეტი) რაც Emacs გამოყენება დავიწყე.

ორი სიტყვით რა არის Emacs :

Emacs არის ტექსტური რედაქტორების ოჯახი,მისი მთავარი პლიუსია მომხმარებლის ნება-სურვილზე მორგება.მისი ნებისმიერი ფუნქციის თუ ცხელი ღილაკის დაპროგრამება შეიძლება.აქვს მხარდაჭერა უამრავი ენის,დებუგერის,ვერსიების კონტროლის და ა.შ. . მას როგორც სხვა მრავალ ედიტორს მოყვება (24 ვერსიიდან) პაკეტების მენეჯერი.რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ დააყენოთ პაკეტები,თუ თქვენთვის სასურველი პაკეტი ვერ ნახეთ შეგიძლიათ დაწეროთ ჩაშენებული ენის Emacs Lisp-ის მეშვეობით.

ტექსტური რედაქტორი რომელიც გაფიქრებს :

ოდესმე დაფიქრებულხართ თუ როგორ შეიძლება ტექსტის დაწერა და რედაქტირება გავხადოთ უფრო მარტივი?! გარკვეული ფუნქციები და ტექსტის მანიპულაციები გქონდეთ თითის გაწვდენაზე.მაგრამ მიდგომა “საქმე ხომ მაინც კეთდება” და მთელი დღე კოდში მაუსის კლიკვით გაატაროთ.5 ხაზით ქვემოთ რომ გადახვიდეთ კლავიატურიდან უნდა აიღოთ ხელი,მოძებნოთ მაუსი,მიიყვანოთ ესაბამის ხაზზე,დააკლიკოთ,შეცვალოთ რაც გინდათ.დიდად სახალისო პროცესი არ არის მგონი.ამ პროცესის შეცვლა შეიძლება გაცილებით მარტივად. 1) გადავიდეთ იმ ხაზის ნომერზე რომელზეც გვინდა მანიპულაციის ჩატარება. 2) გადავიდეთ კურსორიდან 5 ხაზით ზევით ან ქვევით. გაცილებით მოსახერხებელია. ემაქსი გაძლევთ საშუალებას ასეთი მარტივი ფუნქციების დიდი ნაკრები გქონდეს და ძალიან წარმატებულად აკეთებდეთ კოდისა თუ ტექსტის რედაქტირებას.ასევე უნდა აღინიშნოს მისი პლაგინები რომლებიც ფაქტიურად ნებისმიერ ამოცანას გადაგაწყვეტინებთ.

პირველი შეხება :

2012 წელს დავიწყე ჩემი პირველი სამსახური “ვებ დეველოპერად” ერთ-ერთ კომპანიაში.სადაც გავიცანი ბატონი ლუკა რომელმაც მაზიარა Cpmmon Lisp-ს,რომელსაც Lispbox -ში(ემაქსზე დაშენებული IDE) წერდა.დავინტერესდი (ორივეთი) მაგრამ თავიდან თვეში ერთხელ სამაიმუნოდ თუ ჩავუჯდებოდი.გარკეული დროის შემდეგ როდესაც Emacs-ის “ცხელ ღილაკებს” (keybindings) შევეჩვიე დავიწყე სამუშაოში გამოყენება.თავიდან ძალიან ძნელია ასეთ რამეზე მიჩვევა.რადგანაც ბევრად განსხვავდება სხვა ტექსტური რედაქტორებისგან/IDE-ებისგან,მაგრამ ვგრძნობდი რომ ეს ის იყო ზუსტად რაც მინდოდა.რადგანაც სხვა ედიტორებთან/IDE-ებთან ხან ერთი პრობლემა მქონდა,ხან მეორე.თვეში ერთხელ ახალზე გადავდიოდი წინასგან გამწარებული.ემაქსსში კი იმ ფუნქციებს რომლებიც მინდოდა “სხვანაირად ყოფილიყო” მარტივად ვცვლიდი.კლავიშებს ისე ვაწყობდი როგორც მინდოდა და ფუნქციებსაც საქმის შესაბამისად ვამატებდი.

რატომ ვიყენებ დღესაც? :

შემიძლია მარტივად ვიმუშაო როგორც დიდ ასევე პატარა პროექტზე.ნებისმიერ ენაში (ამ მომენტში ძირითადად javascript).ერთი წლის განმვავლობაში ჩემ გემოზე მოვაწყე ბევრი რამე.ასევე ის არის დიდი პლიუსი რომ ემაქსიდან გარეთ გამოსვლა არ მიწევს (მხოლოდ ბრაუზერში გასვლა).ჩემი კონფიგურაცია. ვრცლად ემაქსის კონფიგურაციაზე შემდგომში მოგიყვებით.

Emacs როგორც ჰობი :

Out of the box — ემაკსს (Gnu Emacs) ძალიან მწირი პაკეტები და სასტიკად ცუდი კონფიგურაცია მოყვება.მაგრამ არის ესეთი კარგი პროექტი Prelude.იგი წარმოადგენს ძალიან კარგ კონფიგურაციას დაწყებისთვის და პაკეტებიც კარგად არის არჩეული.მაგრამ თუ თქვენ ჰარდკორი ადამიანი ხართ და გიყვართ თქვენი ხელით კეთება ძAლიან საინტერესო პროცელი გელით წინ :3

წარმოიდგინეთ რომ ერთ დღესაც ზიხართ,მუშაობთ.ბევრჯერ მოგიწიათ იმ ბლოკის მონიშვნა რომელშიც ხართ და ამის გაკეთება ერთი ღილაკის დაჭერით შეიძლებოდეს.შედიხართ ინტერნეტში და ეძებთ მსგავს “ფიჩას”.უალა არსებობს ასეთი რამე და მას expand-mode ქვია.შემდეგ რა იქნეა რომ რომელიმე სიმბოლოზე გადახტომა შემეძლოს.ეძებთ … ესეც არის ace-jump-mode.წარმოიდგინეთ ეხლა ეს ორი ფუნქცია რამდენ მასუსის ტყუილ ხმარებას გაცილებთ თავიდან.

ასე თითო-თითო ფუნქცია გარკვეულ დროში საკმაოდ კარგ IDE-ს ააშენებთ.რომელიც იქნება თანამედროვე და არაფრის თამოუვარდება სხვებს.