რესურსის რეფლექსია

ჩემს მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის სათაურია ქართველი მეცენატები. აღნიშნული რესურსი შექმნილია ესგ-ის მე-9 კლასის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად.

ჩემს მიერ სექმნილი ელექტრონული რესურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეების მიერ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართული საზოგადოებრივი აზროვნების განვითარების საფუძვლიანად გაცნობას.

აღნიშნული ელექტრონული რესურსის გამოყენება დაეხმარება მოსწავლეებს საწავლო ტემატიკიდან გამომდინარე საინფორმაციო მასალის შესაწავლასა და ვიზუალურად უჯეთ აღქმაში. სურატების, ფოტოების საშუალებით. ამ მხრივ შეძენილი ცოდნა გაუადვილებს მოსწავლეებს შემდგომი სასწავლო აქტივობების ორგანიზებას. გარდა ამისა რესურსის გამოყენება სასწავლო პროცესს ბევრად საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის.

მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერებისა და სოციალური აქტიურობის გაზრდის მიზნით საჭიროდ ჩავთვალე ჩემი მოსწავლეებისათვის შემექმნა ისეთი სასწავლო ელექტრონული რესურსი, რომელიც დაეხმარებოდა მათ დიდი მამულიშვილების ცხოვრებისა და მოღვაწეობის უკეთ შესწავლაში. დრევანდელი სასწავლო გარემოსა და მოსწავლეთა დაინტერესებიდან გამომდინარე ელექტრონული რესურსი შეესაბამება სწავლების არსებულ მოთხოვნებს. ის ეხმარება მოსწავლესა და მასწავლებელს საკლასო ოთახის პირობებში ყურადრება გაამახვილოს, როგორც საინფორმაციო მასალის საკვანძო საკიტხებზე, ისე ვიზუალურ მხარეზე, რაც აადვილებს ეპოქის კულტურაზე სათანადო წარმოდგენის შექმნას. ელ. რესურსი ხელს უწყობს მედიამეცნიერების და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. „მასწავლებელი- მოსწავლის“ შემოქმედებიტი თანამშრომლობის პროცესის წარმართვას.

აღნიშნული სასწავლო რესურსი შექმნილია მოსწავლეტა ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მორგებულია მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, შედგენილია მათთვის გასაგებ და ადვილად აღსაქმელ ენაზე. საინფორმაციო მასალაში ყურადრება მახვილდება ძირეულ საკვანძო საკითხებზე. საინფორმაციო მასალის ბოლოს ერთვის სააზროვნო კითხვები დამოუკიდებელი მუშაობისათვის და დასკვნა, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ცოდნის გამტკიცებასა და სასწავლო მასალის შეჯამებაში. ჩემი აზრით, ასეთი ფორმით მასალის მიწოდება ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას, მრავალფეროვანს ხდის სასწავლო პროცესს. არის ინტერაქტიური და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს აქტიურად იყვნენ ჩართული გაკვეთილის მსვლელობაში. ციფრული ტექნოლოგიის გამოყენება სასწავლო პროცესში ეხმარება მოსწავლეს ისეთი მარალი სააზროვნო უნარების განვითარებაში, როგირიცაა: შედარება, ანალიზი, დროსა და სივრცეში ტრანსფორმაცია, ცოდნის კატეგორიზაცია, სინთეზი და სხვა.

Show your support

Clapping shows how much you appreciated Madona Khvedelidze’s story.