RSI ინდიკატორი

oto mamukashvili
2 min readJun 6, 2024

--

RSI(relative strength index)შედარებითი სიძლიერის ინდექსი) არის ერთერთი ყველაზე პოპულარული , მარტივი და ხშირად გამოყენებადი ინდიკატორი . RSI არის საკმაოდ წარმატებული ინდიკატორი და მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც მაღალ ისე დაბალ თაიმფრეიმზე , მაგრამ პირადი დაკვირვებით გეტყვით რომ მაღალ-საშუალო თაიმფრეიმზე გამოირჩევა მეტი სიზუსტით . RSI არის ოსილატორი რომლის მთავარი ფუნქციაც არის, რომ გვიჩვენოს შესყიდვების სიძლიერე აქტივზე , RSI მოძრაობს 0 დან 100 მდე დიაპაზონში და მისი გამოყენება ხდება 2 ძირითად შემთხვევაში :

  1. BULLISH & BEARISH დივერგენციების საპოვნელად
  2. 2) პოტენციური SUPPORT & RESISTANCE ანუ მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეების დასადგენად OVERSOLD და OVERBOUGHT მეთოდით რასაც გვიჩვენებს ინდიკატორი .

განვმარტავ ორივე შემთხვას :პირველი შემთხვევა მოიაზრებს ჩარტზე ბეარ ან ბულ დივერგენციის დადგენას რაც ძალიან მარტივია , არსებობს RSI დივერგენციის რამდენიმე ტიპი : ძლიერი , საშუალო , სუსტი და დამალული (შეგიძლიათ ნახოთ გუგლში) , პრინციპი ყველა შემთხვევაში ერთია . როდესაც RSI მიდის მაღლა და აფიქსირებს HH(HIGHER HIGH) და იგივე დროს ფასი აფიქსირებს დაბალ ნიშნულებს LL(LOWER LOW) , ეს არის ბულიშ დივერგენცია და მიანიშნებს ფასის ზრდაზე . მარტივად რომ ავხსნა ასე ხდება, რადგან ფასის კლებასთან ერთად ინდიკატორი გვიჩვენებს რომ აქტივზე იზრდება მსყიდველუნარიანობა . ანალოგიურად ხდება მეორე შემთხვევაში , BEARISH დივერგენციის შემთხვევაში , როცა ფასი მიდის მაღლა , ხოლო RSI მოდის დაბლა , ეს იმის მიმანიშნებელია რომ ფასის მატებასთან ერთად მსყიდველობითი ძალა სუსტდება და იკლებს , ამიტომ უნდა ველოდოთ კლებას .

მეორე ვარიანტი რაც ბევრად მარტივია ))) OVERSOLD და OVERBOUGHT დონეები ინდიკატორზე . ეს დონეები არის 30 და 70 , მაგრამ რათქმაუნდა შეგიძლიათ შეცვალოთ და დააყენოთ სხვა სეთინგი . უკეთესი იქნება თუ დეFაულთზე ივაჭრებთ , მოკლედ როცა ინდიკატორი ჩამოდის 30 დონეზე , ეს იმის მანიშნებელია რომ აქტივი არის ზედმეტად გაყიდული და უკვე დროა რომ დაიწყოს ზრდა , ხოლო როცა ადის 70 დონეზე , ეს იმას ნიშნავს რომ აქტივი არის ზედმეტად ნაყიდი და დროა მოხდეს კორექცია . ეს ორი დონე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც საფორთი და რეზისტენსი , შეგიძლიათ 20 და 80 დონეები დააყენოთ რაც ასევე პოპულარულია მაგრამ ორივე შემთხვევა არის ინდივიდუალური და გამოიყენეთ ის რომელიც გეკომფორტულებათ .

ასევე სტანდარტულად ერესაი აჩვენებს 14 პერიოდის მონაცემს , ანუ წინა 14 სანთლის მიხეთვით გვაძლევს ინფორმაციას . შეგიძლიათ ესეც შეცვალოთ და გაზარდოთ ან შეამციროთ მგრძნობელობა . პოპულარულია 7 , 9 , 21 და 25 პერიოდები . მაგრამ დასაწყისისთვის ჯობია 14-ს დააკვირდეთ …

RSI დივერგენციები ხშირად ცდება დაბალ ტაიმფრეიმზე მაგალითად იმ შემთხვევაში როცა გვაქვს ძლიერი ვარდნა და მაღალი ვოლატურობა , ამდროს ერესაი ხშირად აჩვენებს ბულიშ დივერგენციებს და ნუ ენდობით !

ზოგადად გირჩევთ, რომ არასდროს ენდოთ მხოლოდ ინდიკატორს… ინდიკატორები ჩვენთვის უნდა იყოს დამხმარე საშუალება და არა გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი…

შემოუერთდი ჩვენს დისქორდ და ტელეგრამ ჯგუფს 💜 : https://linktr.ee/oto_618

--

--