მურა, გმადლობთ გამოხმაურებისთვის.
Devi Dumbadze
1

დევი, მართალია, მე საარჩევნო კამპანიის პერიოდს ვგულისხმობ (ფიზიკური ნაკლის გამო დაცინვა, სექსისტური გამონათქვამები და ა.შ.) მაგრამ მე “მხოლოდ რიტორიკას” არ ვეთანხმები. სულ ერთია რიტორიკულად თუ როგორ, მაგრამ ადამიანი თავისი ფასეულობების სისტემიდან ლაპარაკობს. და შენ ნათქვამს ძალა აქვს და შენი ნათქვამისთვის პასუხი მოგეთხოვება, სულ ერთია რა სიტუაციაში იტყვი ამას. ტყულიად ხომ არ არის რომ პრეზიდენტობის ინსტიტუტს ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ამერიკაში და ასე სერიოზულად უდგებიან. იმას ვგულისხმობ რომ თუ კანდიდატი ხარ ლუპის ქვეში მოგაქცევენ და შენი ცხოვრების ყოველ დეტალს ყურადღებას მიაქცევენ. და ტრამპმა აქ ყველა კონვენცია დაარღვია და თავდაყირა დააყენა ყველაფერი. და ამისი იმ სოუსით გაპრავება, რომ განახლება იყო საჭირო და ეს კაცი ისტაბლიშმენტის დამანგრეველია ეს ბულშითია. ასეა თუ ისეა ჩემ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ტრამპის გაპრეზიდენტებამ ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია და სწორედაც რომ ერი ორად გაყო და ეს ხელწამოსაკრავი საქმე არ არის.

შენ წერ: “მოდი კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ვიმსჯელოთ” მე კიდემ მგონია, რომ ამას რაც ზემოთ დავწერე ვერ გადაახტები. ტრამპი არის უაღრესად მიზანმიმართული, ნარცისტული პიროვნული სტრუქტურის მქონე ბიზნესმენი, რომელიც აღმოჩნდა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ქვეყნის სათავეში (და იმიტომ აღმოჩნდა რომ მიზანმიმართულია და არა იმიტომ რომ პოლიტიკური ალღო აქვს) და არაფერი მას პოლიტიკოსის არ სცხია. და ეს მე საკმაოდ საშიში კომბინაცია მგონია მაშინ როდესაც მეორე პოლუსზე პუტინი ზის. ამიტომ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და პოლიტიკური ალღო ჯერ უნდა გამოჩნდეს, რავი დრო გვანახებს.

საქართველოს მთავრობას რაც შეეხება რა გითხრა. ვერა, ვერ ვხედავ მე მანდ ვერანაირ აქტიურ ძალას. ამ მთავრობისგან მე თავიდანვე მაქსიმუმს იმას ველოდი, რომ იქნებ და რაც შეიძლება ცოტა გააფუჭონთქო. ნატოში გაწევრიანების მოთხოვნა ამათგან ხომ სასაცილოა.

პ.ს. გთხოვ შენობით მომმართე. ერთ სკოლაში და მგონი პარალელურ კლასში ვიყავით

Show your support

Clapping shows how much you appreciated Mura Bakanidze’s story.