Mura Bakanidze
1 min readJan 25, 2017

--

ტრამპისადმი აგდებული დამოკიდებულება (ოფიციალური) საქართველოს მხრიდან რომ სისულელეა ეს ცხადია. იმედია მთავრობაც და ოპოზიციაც ხვდება ამას, მაგრამ მე საერთოდ მეორე ხარისხოვნად მეჩვენება ის, თუ რა მნიშვნელობა ექნება ტრამპს თუ მისეულ ამერიკას საქართველოსთვის. ტრამპმა ჯერ მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენოს რა უდევს თავში. ტილერსონის ერთი განცხადების საფუძველზე მის საგარეო პოლიტიკაზე დასკვნების გაკეთება ნაადრევი მეჩვენება. ჯერჯერობით ტრამპი არის შავი ყუთი, რომელიც პოპულისტურ ტალღაზე და დასავლური ღირებულებების ფეხქვეშ გათელვით მოვიდა ძალაუფლებაში; რომელმაც თავდაყირა დააყენა ქვეყანა და საზოგადოება გახლიჩა ორ ნაწილად; რომელმაც თავისი მოსვლით ძალიან ცუდი სიგნალები გაგზავნა მსოფლიოში, კერძოდ გააძლიერა ევროპის მემარჯვენე პოპულისტურ წრეები; რომელიც უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს (ნატოდან გამოსვლა, ევროკავშირი დაიშლება, ეტც.) რომლებიც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. რავი, ჩემთვის ჯერჯერობით ძალიან გაურკვეველია როგორი იქნება ტრამპის პრეზიდენტობა. იმაზე მსჟელობა თუ როგორი იქნება ის საქართველოსთვის ძალიან აბსტრაქტული მეჩვენება

--

--