ფორმალური აპოგეა

ძალიან რთულია უკეთესზე გქონდეს პრეტენზია, როცა დედა სამსახურშია და შენს სიზმრებს ჯერ ისევ გუშინდელი შმორის სუნი აქვს. როცა არავინ გირჩევს გამოფხიზლდე, საკუთარი თავის ჩათვლით. — ამ და სხვა მიზეზების გამო, ისეთი რეალობით იწყებ ცხოვრებას, რომელშიც მალე იზრდებიან, მერე ავიწყდებით და ვეღარ გიხსენებენ. მაგრამ ამნეზიაც რომ დაგემართოს, ერთხელ მაინც ჩაგეხედება სარკეში, დანარჩენი გაძლების ამბავია, როგორც აქამდე და შემდეგ. “დღეს წყდება მომავალი” — მარტივად იტყოდა ვიღაც და სხვებიც დაეთანხმებოდნენ, სანამ მე გუგებს ვიფიქსირებ და იქიდან გადმოსული წებოვანი სითხით მათი მსოფლიო სრულყოფილებამდე მიმყავს. თუ ვინმეს სამყაროში რაიმე კანონზომიერების დადგენა გიცდიათ, დამიჯერეთ, მე ხანდახან ცოტა მაკლდება, უბრალოდ მარტივი კონცეფციების ყოველთვის მეშინოდა და ფიქრს ვწყვეტდი.

სანამ უფრო მეტზე დავიწყებ წერას, თუ ჩათვლი რომ შენ გელაპარაკები, როგორც რომელიმე ნიჰილისტური რომანის მთავარ გმირში ამოგიცვნია თავი, ესეიგი ჩემსავით არ გაგიმართლა და კითხვას “I know that feeling bro” შემართებით განაგრძობ. ამასთან, არაფერს გპირდები, რადგან დაპირებები აუცილებლად უნდა გეზიზღებოდეს. და თუ აქამდე საერთოდ ვერაფერი გაიგე, ესეიგი გიჟი თავისუფალია და თავისუფალი — გიჟი.

როცა ჩვენ თითქმის ყველაფერზე ვკამათობთ, ვიღაცებმა თითქმის ყველაფერი იდეალურად იციან. დავაც არ ღირს. მათთვის საკმარისზე მეტი დრო და მატერიალურ-არამატერიალური რესურსი გამოინახა იმისთვის, რომ დანარჩენები უბედურებად ჩაეთვალათ. ისიც ზუსტად იციან, მალე მასწავლებლებს აჯობებენ და მსოფლიოს ჰაერში გაატყნავენ, როგორც დანარჩენი მსოფლიო მათ. და სანამ ამათგან განსხვავებით საკუთარ თავებს ასოციალურებად მივიჩნევთ, აღმოვაჩენთ რომ პირიქით — ჩვენ უფრო გვიყვარს ერთმანეთი და ისინიც.

ვინც ბავშვობაში ხელიდან არასდროს გავარდნიათ, დაცემის ფასი არ იციან, თუმცა იციან როგორია სტაბილურობა, რომელზეც ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს. მათი მჭიდროდ ჩამოყალიბებული ფასადური ურთიერთობების ფონზე, რომლებშიც რეალურად ყველა მარტოა და თავდაჯერებული, მე და შენ ერთმანეთსაც არ ვიცნობთ, საკუთარ თავებს არ ვენდობით, თუმცა ხელები ყველაზე მჭიდროდ გვაქვს ჩაკიდებული.

გუშინ სტუდენტებთან პატრიოტიზმზე ვლაპარაკობდი და მივხვდი, რომ არაფერი უჭირთ. თუ სიყვარულს აუცილებლობად გასწავლიან, სულ ერთია სად დაიბადები, რამდენ შენნაირს მოკლავ, ან შეეწირები. რასაც მიზეზი არ აქვს, არგუმენტებით ჩემ ყლეს შეეწინააღმდეგები. მხოლოდ ის დაგრჩენია თემიდან ადამიანების განხილვაზე გადახვიდე და მერე ყველაფერი გასაგები ხდება: ღმერთი რომელიღაც ონლაინ თამაშის ადმინია, ჰარდ სერვერს “add_bot” ფუნციით ავსებს, რო სხვაგან ყომარი არ მოგინდეს შემთხვევით.

თუ ამ ფარჩაკ სერვერზე ოდესმე მარტოობას იგრძნობ, არასდროს ეცადო მეორე ადამიანის გაცნობა. უბრალოდ აიღე ყველაზე დაშორებული წერტილი და დარწმუნებული იყავი, რომ შენთან ვარ.

At night I will protect you in your dreams
I will be your angel
You worry so much about not having enough time together
It makes no difference to me
I would be happy with just one minute in your arms
Let’s have an extended play together
You’re telling me that we live to far to love each other
But your love can stretch further than you and I can see
So how does it make you feel?