დაბალი ინფორმაციული დიეტა (დიდ-ი)

Razmik Badalyan
Aug 8, 2017 · 2 min read

სანამ უშუალოდ საკითხზე გადავალ, მინდა დავაზუსტო ცნება დიეტა. როგორც წესი ეს სიტყვა იხმარება შეზღუდვის კონტექსტში. თუმცა შეიძლება ვიხმაროთ როგორც ზოგადი ცნება იმის აღსაწერად, თუ რას ჭამს ადამიანი. რასაც ჭამ ის არის შენი დიეტა, შენი კვების გარკვეული რეჟიმი.

დიდის შესახებ პირველად მგონი Hello Internet-ის პოდკასტზე გავიგე, კერძოდ 41 ეპიზოდის ამ ნაწილში. სხვაგან სადმე დეტალური აღწერა არ მინახავს (ნუ, არც მიძებნია დიდად), ამიტომ ლექსიკონურ განმარტებას ვერ შემოგთავაზებ. აქ რაც წერია არის უბრალოდ აზრები, რომელიც იმედია რამეში გამოგადგება. მე მადგება.

  1. ყველა სიახლე არ არის თანაბრად მნიშვნელოვანი,
  2. რაც რეალურად მნიშვნელოვანია დროთა განმავლობაში აქტუალობას არ დაკარგავს და
  3. მოვლენებს დრო სჭირდებათ ფორმის მისაღებად (გამოკვეთისთვის), ამიტომ „ნიუსები“ ღირებულს არაფერს გაძლევს (როგორც წესი).

ეს სამი დაშვება თუ მისაღებია, მაშინ დიდიც სასარგებლო შეიძლება იყოს შენთვის. ამ მიდგომის იდეა არის, რომ მართავ რომელი წყაროს და რამდენი ინფორმაცია შემოდის შენს ყურადღების ველში. კონკრეტულად ფეისბუკის მაგალითზე განვიხილავ როგორ ხდება ეს.

ხო (სანამ გავაგძელებთ), ტელევიზიაზე საერთოდ არ მაქვს საუბარი, იმიტომ რომ მანდ შემოსული ინფორმაციის კონტროლზე საუბარიც ზედმეტია. უბრალოდ აღარ ვუყურებ.

პირველ რიგში News feed-ის გამორთვა. ასე გამოიყურება მთავარი გვერდი როცა შევდივარ.

ჰომ, არაფერი არ არის. ამ გაფრთოების დახმარებით — News feed eradicator

ერთ-ერთი ახსნა რატომაც „ნიუზ ფიდის ჩასქროლვამ“ შეიძლება ჩაგითრიოს, არის ჯილდოს მოლოდინი. ფეისბუკზე რომ შედიხარ არ იცი რა სიახლე შეიძლება გაიგო დღეს. გაუცნობიერებელი მოლოდინი გაქვს, რომ რაღაც საინტერესო, სასიხარულო, ან მნიშვნელოვანი შეიძლება გაიგო. რაღაც ღირებული ინფორმაციის მიღების განუსაზღვრელი ალბათობა მოქმედებს როგორც ლატარეა — რა იცი რა ხდება, იქნება და გაგიმართლებს.

ამის თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა არის პირველადი იმპულსის დაბლოკვა news feed-ის გამორთვით. რომ შეხვალ, არაფერი დაგხვდება რამაც შეიძლება ყურადღება მიიქციოს და გააკეთებ იმას, რისთვისაც გახსენი ფეისბუკი.


ეგ რაც შეეხებოდა ინფორმაციის დაბლოკვას და ინფორმაციის მიღებისთვის კი (ერთ-ერთი გზა) არის სიები. ზევით პირველი სურათი ნახე. მარცხენა მხარეს ჩამონათვალის თავში არის Friend lists. მანდ შეგიძლია შექმნა სხვადასხვა კატეგორიის სიები და დაამატო იქ როგორც „ფრენდები“ ისე გვერდები. მაგალითად შეიძლება იყოს სია ოჯახი, ნათესავები, მეგობრები, კოლეგები, სიახლეები და ა.შ. თითოეულ სიაში ამატებ იმ მეგობრებს (თუ გვერდებს), რომლებიც მაგ კატეგორიას მიეკუთვნება. და ფეისბუკზე რომ შედიხარ რა ინფორმაციის მიღების განწყობაზეც ხარ იმ სიას გახსნი. არ ხდება ყველაფრის ერთ ქვაბში ჩაყრა.

ნუ აქაც არის ალბათ საფრთხე, რომ ამ მინი „ნიუზ ფიდის ჩასქროლვამ“ ჩაგითრიოს. ან ერთი სიიდან მეორეზე გადადიოდე წრეზე, ისევ და ისევ. იდეალური სისტემა არ არის, მაგრამ სულ არაფერს ჯობია.


ბოლოს – ერთ-ერთი ძირითადი აზრი ალბათ არის, არა შეზღუდვა ინფორმაციის ნაკადის, არამედ გააზრებული არჩევანი ინფორმაციას რა დიეტით მოიხმარ.

Welcome to a place where words matter. On Medium, smart voices and original ideas take center stage - with no ads in sight. Watch
Follow all the topics you care about, and we’ll deliver the best stories for you to your homepage and inbox. Explore
Get unlimited access to the best stories on Medium — and support writers while you’re at it. Just $5/month. Upgrade