რუსთავი- პროექტზე დაფუძნებული სწავლების წარმატებული მაგალითი
თანამედროვე მსოფლიო უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, რომლებთან გამკლავებას სხვადასხვა ქვეყნები და ქალაქები ინდივიდუალური მიდგომებით ცდილობენ. დღითიდღე უფრო მეტად საჭირო და აქტუალური ხდება ყველა სფეროში პრაქტიკული გამოცდილების დანერგვა და ტექნოლოგიური განვითარების შეუქცევად პროცესთან ადაპტირება. ამ ჯაჭვში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს განათლების სისტემა და კონკრეტულად სკოლები, სადაც ადამიანის ჩამოყალიბება და ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ათვისების საფუძველი იქმნება.
მომავლის ლაბორატორიამ, გაეროს განვითარების პროგრამის,
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით ქალაქ რუსთავში განახორციელა საპილოტე პროგრამა, რომელიც გულისხმობს PBL -პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის შესწავლას.
მასწავლებლები ამ მეთოდის მეშვეობით საგაკვეთილო პროცესის პარალელურად ავითარებენ მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების უნარებს, იზრდება მათი ინიციატივებისა და ცვლილებებზე ორიენტირებულობის ხარისხი, სწავლობენ პრობლემების გადაწყვეტის ეფექტური გზების მოძიება და სკოლაში მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას. საგანმანათლებლო სივრცეში მსგავსი პრაქტიკის დანერგვა განიხილება, როგორც მოსწავლეებში სამეწარმეო აზროვნების განვითარების შესაძლებლობა, რასაც შემდგომში ხელს შეუწყობს ისეთი მოდელები, როგორებიცაა Social Impact Award, Fafblab, Startup beureaur და უფრო გრძელვადიანი სტარტაპების ხელშეწყობის და დაფინანსების სქემები. აღნიშნული მეთოდის მნიშვნელობას კიდევ ის ფაქტი უსვამს ხაზს, რომ იგი გახდება რუსთავში ახალგაზრდული მეწარმეობის ხელშემწყობი ეკოსისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.
პროექტი მოიცავდა რამდენიმე ეტაპს:
პირველ ეტაპზე შეირჩა რუსთავის სამი სკოლის (№6, №7, №16) მასწავლებლები, რომლებსაც ჩაუტარდათ ორთვიანი ტრენინგ-კურსი, სადაც მათ მიღეს პრაქტიკული გამოცდილება, თუ როგორ გამოიყენონ ახალი მეთოდოლოგია სასწავლო პროცესში, გადასცენ მოსწავლეებს ინფორმაცია და დაეხმარონ მათ მიღებული ცოდნის ინოვაციურად განვითარებასა და განხორციელებაში. აღნიშნული მეთოდი კომპლექსური ხასიათისაა და მოიცავს როგორც თეორიულ ცოდნასა და სხვადასხვა ხერხებს მოსწვალეების საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართვისთვის, ისე მათთვის ისეთი უნარ-ჩვევების აღმოჩენასა და განვითარებას, რომლებიც მომავალში სრულყოფასოვანი წამატებული ცხოვრების გასაგრძელებლად ესაჭიროებათ. პროექტზე დაფუძნებული სწვალების ერთ-ერთ ღირებულებას ასევე წარმოადგენს პროცესში სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებების ეფექტური გამოყენება.
შემდგომ ეტაპზე მასწავლებლებმა დაგროვებული ცოდნის პრატქიკაში გამოყენება დაიწყეს. მათ იმუშავეს სკოლის მოსწავლეებთან, რომლებმაც ჯგუფებად შეიმუშავეს პროქტები. მისწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, საკუთარი რესურსებით ჩაატარეს გამოკითხვები და აიღეს ინტერვიუები, მოიძიეს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და მიიღეს რეკომენდაციები, აქტიურად იკონტაქტეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელ პირებთან, შექმნეს საინტერესო მასალები და მაკეტები. მოსწავლეები გაცდნენ საკლასო ოთახებს და კონკრეტული საგნების შემოსაზღვრულ სასწავლო მასალებს, დაიწყეს ფიქრი უფრო მეტად გლობალურად და სამეწარმეო პრინციპების შესაბამისად.
საბოლოოდ ეტაპზე კი, ონლაინ პრეზენტაციის მეშვეობით ჯგუფებმა წარმოადგინეს შემდგარი საინტერესო პროექტები ქალაქისათვის. ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო რუსთავში არსებული პრობლემების აღმოჩენასა და მათი გადაჭრის გზების ახალი და ეფექტური გზების ძიებაზე.
მოსწავლეები სამუშაოდ დაინტერესდნენ ისეთები საკითხებით, როგორებიცაა მაგ: მიუსაფარი ცხოველები, ვანდალიზმი, რუსთავის სამომავლო სტატუსი და განვითარების პერსპექტივები, ენერგოეფექტურობა, სტიქიური და გლობალური საფრთხეები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ეკონომიკური კავშირები და სხვ.
კონფერენციას ესწრებოდა ქალაქის მერი, რომელმაც პედაგოგებს დახმარება აღუთქვა მოსწავლეთა წინადადებების განხორციელებაში.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საპილოტე ხასიათის იყო საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა და მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო. პროგრამაში აქტიური ჩართვის სურვილი სხვა სკოლებმაც გამოთქვეს. რუსთავის ინოვაციების ჰაბი, პარტნიორებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს ქალაქში ახალგაზრდული ინოვაციური იდეებისა და მეწარმეობის ხელშეწყობას.