Rustavi 2050
2 min readNov 25, 2019

ქალაქის ახალი ეტაპი — ინოვაციების ჰაბთან ერთად

თანამედროვე გამოწვევების ფონზე, როდესაც დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობების გაძლიერება მნიშვნელოვანი წინაპირობაა სახელმწიფოს განვითარებისათვის, აუცილებელია მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი გეგმებისა და მომავლის გააზრებული ხედვების არსებობა.

რუსთავის ინოვაციების ჰაბი, გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობს ფორსაიტის (Foresight; წინჭვრეტა/მომავლის განჭვრეტა) მეთოდოლოგიის შემუშავებაზე, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს და საჭიროა, პროცესში ჩაერთოს ქალაქში არსებული სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები. ორმხრივი მოლაპარაკებები და კონსულტაციები ,დაინტერესებულ მხარეებს შორის ,პარალელურად მიმდინარებს.

აღნიშნული მეთოდოლოგია გულისხმობს ურბანული ხედვის შექმნას, რომელიც არის მომავლის გააზრებული ხედვა და რომელსაც დაინტერესებულმა აქტორებმა მხარი უნდა დაუჭირონ ყოველდღიური ქმედებებით. თითეული ქალაქის მთავარი მიზანი განისაზღვრება იმ იდეის შექმნით, რომელიც ამოძრავებს კონკრეტულ ქალაქს და ქმნის პლატფორმას, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ გამოავლინონ და განავითარონ საკუთარი პოტენციალი. სწორედ ამიტომ, ხედვის ჩამოყალიბების პროცესში ადგილობრივი თემის ჩართვა და მონაწილეობითი ფორმების გაძლიერება გააუმჯობესებს შედეგებს მუნიციპალიტეტებისათვის. ყოველივე ეს კი პრაქტიკაში გულისხმობს :

· ქალაქისთვის ახალი იდეების აღმოჩენას

· მომავლის შესახებ უკვე არსებული შეხედულებების გადახედვას

· ურიერთქმედებების შესწავლას ტენდენციებსა და გამოწვევებს შორის

ურბანული ხედვის შემუშავებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკაა ე.წ „ჰორიზონტის სკანირება“, რომლის მეშვეობითაც ხდება პოტენციურად მნიშვნელოვანი მოვლენების ადრეული ნიშნების გამოვლინება, შესაძლებლობებისა და საფრთხეების სისტემური აღმოჩენა, ახალი ტექნოლოგიბის ზემოქმედების შესწავლა სხვადასხვა საკითხებზე.

დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა ურბანულ ხედვაზე მუშაობის პროცესში

გრძელვადიანი ხედვის შექმნის პროცესში სხვადასხვა მხარეები უნდა იყოს ჩართული, რათა ეფექტური შედეგების მიღწევა შევძლოთ. მათ შორის, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობა, ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება, საგანმანთლებლო დაწესებულებები და სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანოები. აღნიშნული სამუშაო პროცესი არ არის მხოლოდ ერთი ინსტიტუციური ორგანოს საქმიანობა, იგი საჭიროებს მრავალმხრივ თანამშრომლობას.

ინოვაციების ჰაბის წევრები მსჯელობენ ფორსაიტის ქართული მეთოლოგიის შესახებ

რუსთავის ინოვაციების ჰაბი აგრძელებს მეთოდოლოგიის დახვეწასა და მორგებას ადგილობრივ მახასიათებლებზე, ასევე გეგმავს ეტაპობრივ კონსულტაციებს სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან.

ურბანული ხედვის ჩამოყალიბების დროს ქალაქის მომავლის დაგეგმვისთვის მზადყოფნა და თანამშრომლობა აქტურ ფაზაშია .