“სი ბოტი”-პირველი ხელოვნური ინტელექტი,რომელიც საჯარო მოხელეა
თანამედროვე მსოფლიოს განვითარების პირობებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ტექნოლოგიური პროგრესი. ხელოვნური ინტელექტი საზოგადოების ყველა სფეროში ინტენსიურად აღწევს და ამარტივებს ბევრ დამღლელ და დროში გაწელილ პროცესებს, ამცირებს ბიუროკრატიის ხარისხს და მოსახერხებელსა და კომფორტულს ხდის ყოველდღიურ საქმიანობებს.
საქართველოში ამ მიმართულებით პროგრესი და ცვლილებები ეტაპობრივად შეინიშნება, თუმცა უმეტესად ბიზნესში და არა საჯარო და საზოგადოებრივ სფეროებში, სადაც ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის ხარისხიანად და სწრაფად მიწოდება დღემდე პრობლემად რჩება.
რუსთავის ინოვაციების ჰაბმა, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და კომპანია „პულსარის“ მეშვეობით, შექმნა რუსთავის მერიის ჩატ ბოტი — საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტი,რომელიც საჯარო მოხელეა. ჩატ ბოტი მოქალაქეებს ყველაზე სწრაფად მიაწვდის კომპეტენტურ ინფორმაციას მუნიციპალური სერვისების შესახებ და არამარტო.
მისი უპირატესობები რამდენიმე თვისებაში ვლინდება: ზუსტი და უტყუარი ინფორმაციის მიწოდება მოქალაქეებში ნდობას იწვევს; სწრაფი რეაგირებისა და ერთდროულად ასობით მოქალაქესთან კომუნიკაციის უნარი დროის დაზოგვასა და ოპერატიულობას უწყობს ხელს; რაც ყველაზე მთავარია, ჩატ ბოტი კომპეტენტურია ყველა იმ საკითხში, რომლის შესახებაც იგი ინფორმაციას გასცემს.
რუსთავის მერიის ჩატ ბოტის სახელია- „სი ბოტი- C Bot“. მისი სახელი გამომდინარეობს სამი ინგლისური სიტყვის პირველი აოსგან- civil, citizen, city Bot ანუ C bot სი ბოტი. სი ბოტი 25 წლის სწრაფი, სანდო და კომპეტენტური საჯარო მოხელეა. მესენჯერში უნდა მოვძებნოთ „სი ბოტის“ სახელით. იგი თქვენთან ურთიერთობის არაფორმალურ გზას და ‘შენობით“ ფორმას ირჩევს და შეგიძლიათ, თავისუფლად და მეგობრულად ესაუბროთ.
მას შეუძლია, მოქალაქეებს მიაწოდოს ინფორმაცია რამდენიმე მიმართულებით:
➢ საჯარო — იგი გაგიმარტივებთ ნებისმიერი საჯარო სახის ინფორმაციასთან წვდომას. მაგალითად, როგორებიცაა მერის ანგარიში, დასაქმებულთა რაოდენობა, ბიუჯეტი, შესყიდვების გეგმა, საჯარო აუქციონები და პრივატიზაცია, სტრატეგიული განვითარება, მოქალაქეთა ჩართულობა, ტენდერები, ვაკანსიები და ასე შემდეგ.
➢ სოციალური საკითხები- რომელიც მოიცავს ინფორმაციას ხუთი მიმართულებით: სტუდენტებისთვის, შშმ პირებისთვის, მრავალშვილიანებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, ვეტერანებისთვის, ჯანმრთელობის პროგრამებთან დაკავშირებული თემებისათვის და დამატებით „სხვადასხვა“ კატეგორია ყველა დანარჩენი კითხვისათვის.
➢ არქიტექტურული სერვისები- მოიცავს ყველაა საჭირო ინფორმაციას მშენებლობის ნებართვებთან, შეზღუდვებთან, პროექტებთან, კომპანიებთან თუ დოკუმენტებთან დაკავშირებით.
➢ მუნიციპალური ქონების საკითხები- სი ბოტი დაგეხმარებათ, რომ ყველა იმ კითხვაზე მიიღოთ ამომწურავი პასუხი, რომელიც უკავშირდება ქონების შესყიდვას, რეგისტრაციას, ორდერებსა თუ საარქივო ცნობებს , საჭირო პროცედურებსა და დოკუმენტაციის მოწესრიგებას.
➢ სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებულ ყველა სახის კითხვაზე სი ბოტი ამომწურავ და კომპეტენტურ ინფორმაციას მოგაწვდით
➢ ზედამხედველობა-მოქალაქეებს შეუძლიათ ბოტს ჰკითხონ და შეიტყონ თავიანთი აბონენტის ნომერი დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებით, მიიღონ ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ და სხვა.
➢ კორონა ვირუსი (COVID)- პანდემიის პირობებში სი ბოტს შეუძლია, ვირუსთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული ცნობები მოგაწოდოთ: ზოგადი ინფორმაცია, სტატისტიკები, რეკომენდაციები; ასევე თუ როგორ მიიღოთ დახმარება ან გახდეთ მოხალისე.
სი ბოტი ყველაზე სწრაფად მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას სახლიდან გაუსვლელად. იგი გაგიმარტივებთ ბევრ დამღლელ და რთულ პროცედურას; მუნიციპალიტეტს დაეხამარება, რომ მოქალაქეებთან დაამყაროს სწრაფი და ეფექტური კომუნიკაცია, ხოლო მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას სახლიდან გაუსვლელად მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.