Rustavi 2050
2 min readJan 29, 2020

ქალაქ რუსთავში ახალგაზრდული მეწარმეობის ხელშემწყობი ეკოსისტემის შექმნა დაიწყო !

რუსთავის ინოვაციები ჰაბი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით. „მდგრადი ქალაქები ადამიანებისთვის“ პროექტის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას.

ჰაბის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდული მეწარმეობის ხელშეწყობა და იმ პრობლემის გადაჭრა, რასაც ახალგაზრდებში მეწარმეობასთან დაკავშირებული უნარების, ცოდნისა და ინიციატივების არ არსებობა ჰქვია. აქამდე არსებულმა მიდგომებმა და მცდელობებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო; რუსთაველი ახალგაზრდების მიერ შექმნილ საინტერესო იდეებს აკლდათ სრულყოფილი დამუშავება, რის გამოც ისინი ვერ იმარჯვებდნენ სხვადასხვა სტარტაპ კონკურსებში. სწორედ, აღნიშნული საკითხის გასააქტიურებლად, ინოვაციების ჰაბის ორგანიზებით მოხდა სხვადასხვა სექტორების ერთმანეთთან დაკავშირება და შეხვედრა „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში.

მრგვალი მაგიდა- სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა სექტორი წარმომადგენლებთან

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ თვითმმართველობის, ბიზნეს სექტორის, საგნმანათლებლო დაწესებულებების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი პოზიტიური თუ ნეგატიური გამოცდილებები და გამოთქვეს მზადყოფნა, ერთობლივი თანამშრომლობით, ქალაქში ახალგაზრდული მეწარმეობის ხელშემწყობი ეკოსისტემის შესაქმნელად. ახალგაზრდულ მეწარმეობასთან დაკავშირბეული პრობლემების გადაჭრისთვის. შეიქმნება არაფორმალური მუდმივი პლატფორმა. პლატფორმა მოიცავს იმ მხარეების გაერთიანებას, საკუთარი რესურსებითა და შესაძლებლობებით, რომლებსაც შეუძლიათ გარკვეული წვლილი შეიტანონ მეწარმეობის სტიმულაციაში.

შექმნილმა სისტემამ უნდა იმუშაოს ორი მიმართულებით :

  1. უზრუნველყოს ახალგაზრდებისთვის მეწარმეობასთან დაკავშირებული აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა აქტივობების საშუალებით; ეს იქნება ტრენინგები გამოცდილი პრაქტიკოსი ტრენერებით, ჰაკათონები თუ გასვლითი აქტივობები -საჭირო სივრცეების გაცნობასთან ერთად.
  2. დააკავშიროს ერთმანეთთან კონკრეტული იდეის მქონე ადამიანი და ის საჭირო სექტორები, რომლებსაც შეუძლიათ ამ იდეის განხორციელებაში დახმარება.

პროცესის პირველი ეტაპი წარმატებით მიმდინარეობს. სწორი გეგმისა და ეფექტური მექანიზმების შემუშავებისთვის „მრგვალი მაგიდის“ ფორმატი პერიოდულად გაგრძელდება. ქალაქის განვითარებისა და ახალგაზრდებისთვის გარკვეული შესაძლებლობის გაჩენისთვის, მეწარმეობის ხელშეწყობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხია და რომელზეც რუსთავის ინოვაციების ჰაბი,სხვადასხვა მხარეებთან თანამშრომლობით, აქტიურად აგრძელებს მუშაობას.