ოცნებების სიყვარულს ვერ გადავეჩვიე.. გეგმები მიყვარდება.. ფიქრებით ცად აყვანილი კოშკები..

“ყველაფერი კარგად იქნება” და “ჩვენ ყველაფერს შევძლებთ” მდგომარეობა ღრუბლების სურნელით შეზავებულ სასიამოვნო ქარის ჩამოქროლებასავითაა.. გავსებს და გაფარფატებს ჰაერში..

გრძნობ, რომ გული ჩიტივით სავსე და მსუბუქია, ჩიტივით ფრთხიალებს და ბეღურასავით მობუზული რჩება სიცივეშემოპარულზე..

გრძნობ, როგორ გიყვარს და როგორ გინდა მუცლიდან სიყვარულის ხმები ამოაყოლო დიაფრაგმას, თვალებიდან სიყვარულის ფერები გაფანტო ზეცისკენ და ყველამ ნახოს როგორი კარგია სავსე გული და გრძნობები..

ყველას აჩვენო, როგორია როცა ყველაფერი კარგად იქნება.. როცა გვერდით გყავს და სიცოცხლეს გილამაზებს.. როცა შეგიძლია მასთან ერთად უყურო ღამის ცას სახლის სახურავიდან და არ შეიმჩნიო გარიჟრაჟის აციება.. შეგიძლია, სავსე ქუჩაში ვერავის ხედავდე.. და ცარიელი ქუჩებიც სავსე იყოს შენთვის.. შეგიძლია მოუყვე, ეწუწუნო, ებუზღუნო ყველაფერზე.. შეგიძლია მოუსმინო და ჩაეხუტო, რომ აგრძნობინო მასთან ხარ.. შეგიძლია, გიყვარდეს და უყვარდე.. შეგიძლია “მოსთხოვო” ჩახუტება და გაებუტო ორ წამიანი ხმისგაუცემლობთ..

შენ ისიც იცი, როგორია სხვა საწოლიდან სხვა ჭერს უყურებდეს.. სხვა კედელი უფარავდეს ფანჯრის ხედს და მაინც შენთან იყოს.. შუაღამით იღვიძებდე და სმარტფონის გავლით გრძნობდე მის კონცებს და ჩახუტებებს.. ჰო, არა თუ ხედავდე, გრძნობდე.. შეგიძლია დახედო სმს-ს და გაღიმებული სახით ნახევრად მძინარემ სიზმრად გაიყოლო მისი სითბო.. შეგიძლია ბალიშის ქვეშ დაახვედრო წერილი სამი ქუჩის იქით ახლადგაღვიძებულს.. შეგიძლია იპოვო ღმერთი მასში და აჩვენო ანგელოზი შენში..

ზუსტად, აქ მივყავართ “ყველაფერი კარგად იქნება” და “ჩვენ ყველაფერს შევძლებთ” მდგომარეობას.. ღრუბლების სურნელით რომაა შეზავებული და სასიამოვნო ქარად ჩამოიქროლებს ხოლმე..

არსად გაუშვათ იმედები.. ნუ შეეგეუბით შეუსრულებლობას.. მოგენატრებათ საკუთარი თავი ზუსტად ასეთი, სავსე გულით და აფრთხიალებული ოცნებებით..

შეგრძნებები, ოცნებები და რეალობა.. სამი ერთმანეთთან შეჭიდული სამყაროა.. ოცნება მომავლის ამბიციური გეგმაა, სხვა არაფერი.. ჰოდა არსად გაუშვათ თქვენი ოცნებები, სანამ რეალობად არ შეიგრძნობთ.. სანამ შეგრძნებებს, ოცნებასა და რეალობას ერთ სივრცეში, თქვენს სივრცეში არ მოაქცევთ..

ოცნებების სიყვარულს ვერ გადავეჩვიე.. არც ვაპირებ..

One clap, two clap, three clap, forty?

By clapping more or less, you can signal to us which stories really stand out.