შენში ჩემი ღმერთი ცხოვრობს, ნუ მოკლავ..

ფერები ჩაქრა..

ემოციები გაქრა..

მგონია, რომ გული ერთადერთ დარჩენილ უჯრედშია გამოკეტილი და მთელი ძალებით აწვება კედლებს..

გულს ვეღარ ვიტევ..

ვერც ფიქრებს..

გამოსავალი არსადაა..

გზაც არსაით მიდის..

უპერსპექტივო, ხელჩასაქნევი თუ ხელჩაქნეული აწმყო და მომავალი.. არც ისე ტკბილი წარსულით..

ხაფანში გამომწყვდეულის გულის ფრიალი..

ხელების კანკალი..

ინსომნია..

მარწუხები გულზე, ლოდები ყელში, მლაშე ტალღები თვალებში, ქაოსი და დიდი აფეთქება გონებაში..

ფიქრები, რომ აღარაფერი გამოვა, აღარაფერი დალაგდება..

მაინც უაზრო ოპტიმიზმი..

პესიმიზმით ყელამდე გამოტენილი ოპტიმიზმი..

ნონსენსი..

მხოლოდ თვალებში გამოჩენილი შიში..

მხოლოდ სუნთქვას ამოყოლებული სასოწარკვეთა..

ტკივილის ფერები ხმაში..

მომავლის ძიება შენი ხელებით და შენი ხელებიდან..

სიყვარულის ძიება შენს თვალებში და შენი თვალებიდან..

ძიება და პოვნა, ძიება და ვერ პოვნა..

იმედი და იმედის გაქრობა..

უარაფრობა თუ უყველაფრობა..

უშენობა, ძირითადი დეფიციტი..

ჩემთან ხარ, თუმცა გატეხილი, მუხლებზე დაცემული..

ჩემს თვალწინ გაქრი.. ვეღარ გხედავ მხიარულს, ყურადღებიანს, კეთილს, გაღიმებულს.. ჩემს ღმერთს..

გაქრი.. მე წაგშალე..

ამ ცრემლებით ჩაგრეცხე და წაგიშალე ყველაფერი კარგი.. ამ ცრემლებით ახლაც რომ ზედ გიმატებ..

გაქრი, ჩაქრი და ეს ჩემი ბრალია..

მაპატიე..

შენში ცხოვრობს ჩემი ღმერთი, ნუ მოკლავ..

გააძლიერე, გააფერადე, ფეხზე დააყენე..

შენგან, შენით და შენთვის.. ჩემგან, ჩემით და ჩემთვის..

მე და შენ უნდა შევქმნათ ჩვენ..

შენში ჩემი ღმერთი ცოცხლობს, ჩემში შენი მთავარ ანგელოზი..

იქნებ დაცემული, ფრთებმოტეხილი, ფერდაკარგული, გულგატეხილი, ძალაგამოცლილი და იმედდაკარგული..

მაგრამ ჩვენ აქ ვართ..

მიყვარხარ..

Show your support

Clapping shows how much you appreciated Katie Sassenach’s story.