ინგლისურ-ქართული ლექსიკონი ქინდლისთვის
გადავწვყიტე გამეკეთებინა Open Source ინგლისურ-ქართული ლექსიკონი ქინდლის ყველა ვერსიითვის. ლექსიკონი დახვეწის პროცესშია თუმცა საკმაო სიტყვების რაოდენობა უკვე დაგროვდა. ლექსიკონის გამოყენება მარტივია: ქინდლში კითხვის დროს მონიშნავთ სიტყვას და გამოვა ფანჯარა სადაც იქნება მნიშნვნელობა ქართულად (ისე როგორც სურათზეა მოცემული)
ნათარგმნი სიტყვების რაოდენობა — 40533
პროექტის source code და ასევე უკვე დაგენერირებული ლექსიკონი დევს Gihub-ზე ( Release-ებში). ამ მეთოდით შეიძლება შეიქმნას ნებისმიერი ლექსიკონი ნებისმიერ ენებს შორის.
სიტყვების სათარგმნად გამოყენებულია Google Translate Api რადგან უფასოა, თუმცა შესაძლებელია თქვენთვის სასურველი ნებისმიერი api-ს გამოყენება.
პროექტის გითჰაბის მისამართი:
English to Georgian Dictionary for Kindle e-Readers
ლექსიკონის მისამართი: Dictionary
ლექსიკონის ქინდლში ჩაწერა/დაყენების ინსტრუქცია წერია პროექტის README.md-ში