ბაზრის ანალიზის ხელსაწყოები -Google Trends
Google Trends არის ტრენდების საძიებო სისტემა, რომელიც გვიჩვენებს საძიებო ტერმინის პოპულარობას Google- ში.
როგორც ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა, Google გახდა უფრო მეტი, ვიდრე საძიებო სისტემა. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, არის თუ არა ტრენდი აღმავალი ან დაღმავალი, შეგვიძლია ვიპოვოთ დემოგრაფიული ცნობები, ჩვენთვის საინტერესო ინდუსტრიასთან დაკავშირებული თემები და საკითხები, რაც საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ საზოგადოებრივ აზრსა და ინტერესებს.
როგორ გამოვიყენოთ Google Trends-ი.
https://trends.google.com/ გვერდზე შესვლისას გამოდის დეშბორდი სადაც შეგიძლიათ ნახოთ მიმდინარე ტრენდული თემები ან საძიებო ველში მოვძებნოთ ჩვენთვის სასურველი თემა.
მონაცემების ნახვა შესაძლებელია მსოფლიოს, ქვეყნების ან რეგიონების მიხედვით. ასევე სხვადასხვა საძიებო თემების პოპულარობის შედარება დროთა განმავლობაში.

განვიხილოთ Google Trends-ის გამოყენების ძირითადი მაგალითები სამეწარმეო მიზნებისთვის:
ნიშური პროდუქტის ძიება
Google Trends არის შესანიშნავი უფასო ინსტრუმენტი, რაც საშუალებას გვაძლევს ვიპოვნოთ აღმავალი ნიშური მიმართულება. როდესაც თქვენ ეძებთ ახალ ნიშას, შეცვალეთ საძიებო დიაპაზონი “ბოლო 12 თვიდან” “2004 წლიდან დღემდე”-ზე. ეს საშუალებას მოგვცემს ნათლად დავინახოთ დროთა განმავლობაში ძიების მოცულობის ზრდის ან კლების ტენდენციები და სეზონურობა.

მაგალითად Google Trends — ში ერთ ერთი მკვეთრად მზარდი ნიშური პროდუქტია პოზის კორექტორი (Posture corrector), რაც ნათლად ჩანს 2004 წლიდან დღემდე ძიების მოცულობებით.

დიაგრამა ინტერაქციულია და მაუსის მიყვანით შეგვიძლია კონკრეტულად ვნახოთ ძიების ინტერესების მაჩვენებელი დროთა განმავლობაში რომელიც იზომება 0 დან 100 მდე, რაც უფრო პოპულარულია პროდუქტი მით უფრო მაღალია მაჩვენებელი.
ამ დიაგრამაზე ნათლად ჩანს, რომ ბოლო წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა ინტერესი პროდუქტის მიმართ, რომელმაც პიკს მიაღწია იანვარში, შემდგომ თვეებში აღინიშნება მცირე ვარდნა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროდუქტი საინტერესო აღარაა და მოთხოვნა აღარ არის, ამის დასადგენად მეტი დროა საჭირო რომ დინამიკაში დავინახოთ სურათი.
ქვემოთ მოცემულია სტაბილური ნიშის მაგალითი „მამაკაცის მოდა“ (Men’s fashion)

გრაფიკზე ჩანს, რომ ტრენდს აქვს მცირედი ვარდნები, თუმცა მთლიანობაში ძიების მოცულობა საკმაოდ სტაბილურია. წლების განმავლობაში ზოგი ვარდნა უფრო იზრდება, თუმცა ეს ნორმალურია, უმეტესწილად, Google Trends აჩვენებს, რომ მამაკაცის მოდა საკმაოდ მზარდი და სტაბილური ნიშაა.
ვარდნები და ზრდები ძირითადად გამოწვეულია სეზონურობიდან. ძირითადად აგვისტოდან დეკემბამდე აღინიშნება მზარდი ტენდენცია, ხოლო იავნრიდან ინტერესის კლება. დროის ხანგრძლივ პერიოდში გრაფიკის ანალიზიდან ჩანს, რომ ეს არ ნიშნავს ტრენდის ვარდნას და იმას რომ არ უნდა დაიწყოთ აღნიშნულ ინდუსტრიაში ბიზნესი, ეს უბრალოდ ნიშნავს რომ ყოველწლიურად ამ პერიოდში უფრო ნაკლები ტრეფიკი გექნებათ ვიდრე სხვა პერიოდში.
განვიხილოთ ასევე დროებითი ტრენდული ბუმის მაგალითი:

ფიდჯეტ სპინერების ძიების რეზულტატებიდან ჩანს, რომ 2017 წლის თებერვლამდე ფაქტობრივად საერთოდ არ არსებობდა ინტერესი, ხოლო სამი თვის შემდეგ, მაისში მიაღწია ტრენდის ზრდის პიკს, აშკარაა რომ ამ პერიოდში მკვეთერად და სწრაფად გაიზარდა მოთხოვნა სპინერებზე, თუმცა ასევე მკვეთრი და სწრაფი ვარდნა გვიჩვენებს, რომ უკვე აღარ არის კარგი იდეა ამ ბიზნესის დაწყება.
დაკავშირებული პროდუქტების ძიება
თუკი უკვე შერჩეული გაქვთ პროდუქტი რასაც ყიდით და გაქვთ საკუთარი ნიშური მიმართულება, შესაძლებელია საინტერესო იყოს ნიშის გაფართოვება და ყიდდეთ არა მხოლოდ ერთ პროდუქტს არამედ მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროდუქტს რაშიც მომხმარებელი ასევე შეიძლება იყოს დაინტერესებული.
მაგალითად თუ ძიების ველში ჩავწერთ „fake eyelashes“ (ხელოვნური წამწამები) და გვერდს ჩამოვსქროლავთ ბოლოში, ვნახავთ მასთან დაკავშირებულ თემებს, რომლებიც დასორტირებულია ინტერესის ყველაზე მზარდი ტენდენციების მიხედვით:

გვერდი გვაჩვენებს პროდუქტთან დაკავშირებულ პირველ 5 თემას, ასევე შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ გვერდებზეც და ავირჩიოთ ყველაზე რელევანტური მიმართულება ბრენდის შემდგომი განვითარებისთვის.
საკვანძო სიტყვების კვლევა
ვთქვათ, რომ ყიდით ქალის ბლუზებს. Google Trends აჩვენებს, რომ პროდუქტზე ძიების ტენდენცია მზარდია, რაც კარგი ნიშანია.

მაგრამ ახლა თქვენი მიზანია გაიგოთ რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ამას მომხმარებლები, რა დაარქვათ პროდუქტის კატეგორიებს, როგორ აღწეროთ პროდუქტი, როგორ მოახდინოთ ბლოგ პოსტის ოპტიმიზაცია და ა.შ. რათა მოახდინოთ დაინტერესებული მომხმარებლების თქვენამდე მოყვანა.
ამისათვის გვერდი ისევ ჩასქროლეთ ბოლოში და მარჯვენა მხარეს ვნახოთ დაკავშირებული საძიებო ტერმინები „Related queries”.

როგორც პირველ 5 საძიებო ფრაზაში ჩანს ჭარბობს ფერების მიხედვით ძიება, ასევე შემდეგ გვერდებზეც გვხვდება სხვადასხვა ფერის ბლუზების ძიება, აქედან გამომდინარე შესაძლებელია მაგალითად შექმნათ პროდუქტის კატეგორია „თეთრი ბლუზები“, ასევე შეგიძლიათ თვითონ პროდუქტის აღწერილობაშიც გამოიყენოთ მსგავსი ფრაზა, რადგან გააჩნია საკმაოდ მაღალი ძიების მოცულობა.
პროდუქტის პრომოცია სეზონური ტრენდების მიხედვით
სეზონური ტრენდები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თქვენი ბიზნესის წარმატებაზე, წლის განმავლობაში იქნება ტრენდის აღმავლობები და დაღმასვლები, რაც გავლენას მოახდენს თქვენს თვიურ გაყიდვებზე. სეზონის პიკში გაყიდვები და კონკურენცია მკვეთრად გაიზრდება, ხოლო ტრენდის ვარდნის პერიოდში შესაძლოა განიხილოთ არასეზონური პროდუქტის გაყიდვის შესაძლებლობაც.
მაგალითად განვიხილოთ ზაფხულის სეზონის პროდუქტი „საცურაო კუსტუმი“

როგორც დიაგრამიდან ჩანს პროდუქტს ახასიათებს მკვეთრად გამოხატული სეზონური ინტერესის ცვალებადობა, რომელიც პიკს აღწევს ზაფხულის თვეებში და შემოდგომიდან იწყება მკვეთრი ვარდნა.
მაგალითად, ზამთარში ალბათ არამოტივირებული იქნებით საცურაო კოსტუმების მაღაზიის გახსნით, თუმცა შეიძლება პირიქით საუკეთესო დროც იყოს, რადგან გეძლევათ საშუალება სეზონამდე რამდენიმე თვე გამოიყენოთ ბრენდისა და მაღაზიის შესაქმნელად.
განვიხილოთ რა შეიძლება გავყიდოთ არასეზონზე, როცა გაყიდვები მკვეთრად კლებულობს. მოვიფიქროთ პროდუქტები რომლებიც ბუნებრივად შეესაბამება ძირითად პროდუქტს, მაგრამ ასევე შეესაბამება არასეზონურ თვეებს. იქიდან გამომდინარე, რომ საცურაო კოსტუმებს ძირითადად ყიდიან თეთრეულისა და საცვლების მაღაზიები, ზამთარში პიჟამოების გაყიდვაც შეიძლება ახლოს იყოს ბრენდის მიმართულებასთან, რაც გაყიდვების პიკს აღწევს ოქტომბრიდან იანვრამდე პერიოდის განმავლობაში.

შესაბამისად, შესაძლებელია გაყიდვების სეზონური ვარდნები შევავსოთ არასეზონური მოთხოვნადი პროდუქციის გაყიდვებით და გვქონდეს გაყიდვები მთელი წლის განმავლობაში.
კონტენტის სწორად წარმოჩენა
კონტენტ მარკეტინგი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომ უფრო მეტი ტრაფიკი გქონდეთ თქვენს ვებ-გვერდზე, გეხმარებათ ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში და მეტი მომხმარებლის მოზიდვაში, ასე რომ, თქვენი ვებ-გვერდისთვის ბლოგის შექმნა დაგეხმარებათ ბიზნესის განვითარებაში. ბლოგზე მნიშვნელოვანია კონტენტი იყოს ახალი, რელევანტური და განვათავსოთ სწორ დროს, რაშიც შესაძლებელია გამოვიყენოთ Google trends-ი.
მაგალითად თუ გაქვთ ველოსიპედების მაღაზია, შეიძლება ბლოგზე გქონდეთ სტატია „როგორ შევაკეთოთ ველოსიპედი“ ამ ფრაზის ძიებისას “Google trends”-ი გვაჩვენებს შემდეგ დიაგრამას:

სადაც ვხედავთ რომ ფრაზის ძიების მოცულობა პიკს აღწევს ზაფხულის თვეებში, შესაბამისად უნდა ეცადოთ, რომ ამ პერიოდში შექმნათ ან განაახლოთ ძველი პოსტები მსგავსი შინაარსით. ამგვარად რაც უფრო აქტუალური იქნება მიმდინარე პერიოდში თქვენი სტატიები, Google -ის საძიებო რეზულტატებში თქვენი ვებ-გვერდი დაწინაურდება და გაზრდით ვიზიტორების რაოდენობას.
სწორი სამიზნე აუდიტორიის არჩევა რეგიონების მიხედვით
პროდუქტის რეკლამირებისთვის უმნიშვნელოვანი ფაქტორია სამიზნე აუდიტორიის სწორად შერჩევა, მათ შორის სამიზნე აუდიტორიის სწორი რეგიონის შერჩევა. მაგალითად თუ ვყიდით ფეხსაცმელს Google trends-ში შეგვიძლია ვნახოთ საქართველოში ფეხსაცმლის (shoes) მიმართ საძიებო ინტერესი რეგიონების მიხედვით.

გრაფაზე ნაჩვენებია ძებნის ინტერესების მოცულობები რეგიონების მიხედვით, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ მაგალითად ფესბუქ რეკლამის გაშვებისას სამიზნე რეგიონებად.
კონკურენტებთან შედარება
Google Trends — ზე ასევე შესაძლებელია კონკურენტი ბრენდების ურთიერთშედარებითი ანალიზის განხორციელებაც და წლებისა და რეგიონების ჭრილში ნახოთ მათი მაჩვენებლები.
მაგალითად ვნახოთ ფეხსაცმლის ბრენდების ბატასა და ეკოს შედარება.
წლების ჭრილში:

რეგიონების ჭრილში:

მონაცემები გვეხმარება სწორი პოზიციონირების შერჩევაში პერიოდებისა და რეგიონების მიხედვით.