რჩევები სამშენებლო კომპანიებს: 7 ნაბიჯი ეფექტური ციფრული მარკეტინგის შესაქმნელად

Tinatin Tchkadua
4 min readMay 29, 2024

--

ციფრული მარკეტინგის რჩევები სამშენებლო კომპანიებს

ისეთ კონკურენტულ სამყაროში, როგორიც სამშენებლო სფეროა ციფრული მარკეტინგის გამართული სტრატეგიის შემუშავება და მისი სისრულეში მოყვანა საუკეთესო საშუალებაა

ცნობადობისა და გაყიდვების გაზრდის

ახალი მომხმარებლის მოზიდვის

და არსებულ მომხმარებელში ლოიალობის შესანარჩუნებლად.

უახლესი ციფრული პლატფორმებისა და ტენდენციების გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ სამშენებლო ინდუსტრიაში ძლიერი, საიმედო და კონკურენტული ბრენდი შექმნათ.

თუ არ იცით საიდან დაიწყოთ თქვენი კომპანიის განვითარება ან რა ნაბიჯების გადადგმა გჭირდებათ ციფრულ სამყაროში კონკურენტული პოზიციის დასაკავებლად, წარმოგიდგენთ 7 ნაბიჯს შედეგზე ორიენტირებული ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შესაქმნელად.

1. ააწყვეთ გამართული ვებსაიტი UI/UX დიზაინით:

სამშენებლო კომპანიებისთვის მოწესრიგებული ვებსაიტი ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტია და მის გარეშე მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა ძალიან რთულია. კარგად შემუშავებული ვებსაიტი გულისხმობს მარტივ ნავიგაციას და გასაგები ენით გადმოცემულ ინფორმაციული შინაარსის მასალას, რომელიც მომხმარებლის შეკითხვებს მანამდეც კი უპასუხებს, სანამ ისინი ამ კითხვებს გაიფიქრებენ. მარტივი ნავიგაციისთვის აუცილებელია გასაგები და ადვილად აღქმადი ვიზუალი, რაზეც პასუხისმგებელია UI/UX დიზაინი.

საიტზე UI/UX დიზაინის მნიშვნელობა ძალიან დიდია, რადგან მომხმარებელს უქმნის, როგორც პირველ შთაბეჭდილებას, ასევე გავლენას ახდენს მომხმარებლის გამოცდილებაზე და იმაზე, დაუბრუნდება თუ არა იგი თქვენს საიტს.

შესაძლოა გაგიკვირდეთ, თუმცა საიტის UI/UX დიზაინი ქმნის სანდოობასაც, როგორ?

თქვენი მომხმარებელი ყიდვამდე უამრავ დეტალს ითვალისწინებს, მათ შორის როგორია ბინების დაგეგმარება, კვადრატულობა, ფასი, როგორ დაგიკავშირდეთ და სხვა… როდესაც, საიტზე შესულ მომხმარებელს ამ ყველა ინფორმაციას გასაგებ ენაზე ახვედრებთ, თქვენ იძენთ ნდობას როგორც ბრენდი.

2. შექმენით ხარისხიანი ვიდეო კონტენტი:

2024 წელს ციფრულ სამყაროში ვიდეო კონტენტი დომინირებს და უკონკურენტო ხდება. ვიდეო კონტენტის გამოყენებით, ნაკლები დანახარჯებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდოთ ცნობადობა და აუდიტორიის ჩართულობა, რაც საბოლოოდ გაყიდვების ზრდას გამოიწვევს. სამშენებლო კომპანიებისთვის ვიდეო კონტენტი ნიშნავვს საინტერესო და ინფორმაციული ვიდეოების შექმნას, სადაც აჩვენებთ დასრულებულ პროექტებს, შეძლებთ ისაუბროთ თქვენს უპირატესობებზე და გამოცდილებაზე. გამოიყენეთ ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Youtube, Instagram Reels, Facebook, Vimeo, რომელთა დახმარებითაც მისწვდებით ფართო აუდიტორიას და სამშენებლო ინდუსტრიაში ლიდერ ბრენდს შექმნით.

3. პრიორიტეტად აქციეთ ხარისხი და მიმდინარე მშენებლობები:

აქვე ერთ საინტერესო ხრიკსაც გაგიზიარებთ — სამშენებლო კომპანიებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კონტენტის განთავსებას, რომელიც ფოკუსირებულია მშენებლობის ხარისხზე.

ეს შეიძლება მოიცავდეს ბლოგებს, სხვადასხვა სოციალური მედიის პოსტებს, სადაც ისაუბრებთ სამშენებლო მასალის ხარისხზე, თქვენი კომპანიის ექსპერტების გამოცდილებას გაუზიარებთ აუდიტორიას, აჩვენებთ თქვენი კომპანიის ცოდნასა და გამოცდილებას.

სხვადასხვა არხებზე მაღალ ხარისხზე, მშენებლობაზე ორიენტირებული კონტენტის გამოქვეყნებით არამხოლოდ მოიზიდავთ ახალ მომხმარებელს, არამედ არსებულ მომხმარებელშიც გაზრდით ლოიალობას.

სოციალური მედიის სამყაროში, უნიკალურობა ყოველთვის პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ სანდოობის გაზრდაში დაგეხმარებათ მიმდინარე მშენებლობის რეალური ფოტო და ვიდეო მასალაც, რაც დაარწმუნებს აუდიტორიას უსაფრთხოების სტანდარტებში, მისცემს შესაძლებლობას თვალი ადევნონ მშენებლობის პროგრესს და ყურადღება გაამახვილონ დეტალებზე.

4. გააუმჯობესეთ ორგანული შედეგები:

ალბათ ხშირად მოგიძებნიათ სიტყვები შემდეგი თანმიმდევრობით „სამშენებლო კომპანია“, ან კიდევ უფრო ჩასძიებიხართ ამ პროცესს და მოგიძებნიათ „მშენებარე ბინები თბილისში“.

ყველას უნდა ასეთ დროს საძიებო სისტემის სათავეში აღმოჩნდეს!

სამშენებლო კომპანიებისთვის კი ციფრული მარკეტინგის სტარატეგიის უმნიშვნელოვანეს კომპონენტი, ორგანული შედეგების მისაღები უალტერნატივო გზა სწორედ საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაა (SEO).

თქვენი კომპანიის ვებსაიტის SEO ოპტიმიზაცია გამოიწვევს საძიებო სისტემის რეიტინგში დაწინაურებას, რაც პოტენციურ მომხმარებელს გაუადვილებს თქვენს პოვნას და მოიზიდავს მეტ ორგანულ ტრეფიკს, ეს კი პირდაპირ აისახება გაყიდვების ზრდაზე.

SEO ოპტიმიზაცია გულისხმობს შესაბამისი ქივორდების (საკვანძო სიტყვების) გამოყენებას, მაღალი ხარისხსის კონტენტის შექმნას და თქვენი ვებსაიტის ტექნიკურ გამართულობას.

5. გააცანით თანამშრომლები აუდიტორიას:

თანამშრომლების წარდგენა ამაღლებს კომპანიის ავტორიტეტსა და სანდოობას.

თქვენი სამშენებლო კომპანიის გუნდის წევრების პოზიტიური გამოცდილებისა და წარმატების ისტორიების გაზიარება მნიშვნელოვნად გაზრდის იმ მომხმარებლების რაოდენობას, რომლებიც ენდობიან თქვენს ბრენდს.

გარდა ამისა, თანამშრომლების გაცნობა დაგეხმარებათ თქვენი კომპანიის რეპუტაციის ჩამოყალიბებაში. თანამშრომლები აუდიტორიას შეგიძლიათ გააცნოთ ინტერვიუების, ფოტოსთან დართული მოკლე ტექსტის და როგორც სერიოზული, ისე სახალისო ვიდეო კონტენტის სახით.

ძალიან ეფექტურია აუდიტორიისთვის თანამშრომლების სამუშაო ყოველდღიურობისა და სამუშაოს მიღმა მათი პიროვნების გაცნობა, რაც არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებელს ეხმარება, დაუახლოვდეს თქვენს გუნდს და ენდოს მას.

6. რეკლამისთვის გამოიყენეთ Google-ის საძიებო სისტემა:

Google-ში რეკლამის გაშვება ძლიერი ინსტრუმენტია ხილვადობის გაზრდისა და ვებსაიტზე ტრეფიკის გაძლიერებისთვის.

თქვენს სამშენებლო კომპანიასთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვების გამოყენებით, შეგიძლიათ მისწვდეთ იმ პოტენციურ მომხმარებლებს, რომლებიც აქტიურად ეძებენ იმას, რასაც თქვენი კომპანია სთავაზობს.

გამოიყენეთ Pay-per-click (PPC) — Google Ads-ით რეკლამის გაშვების მეთოდი, რომელიც საშუალებას მოგცემთ თანხა გადაიხადოთ იმის მიხედვით, თუ რამდენმა ადამიანმა დააჭირა თქვენს რეკლამას. ეს მეთოდი საუკეთესო საშუალებაა მომხმარებლის საიტზე თუ სოციალური მედიის გვერდზე მოსაზიდად, რაც მომავალში გაყიდვებად გარდაიქმნება.

7. შექმენით TikTok კონტენტი:

არც ყველაზე ახალგაზრდა, მაგრამ ყველაზე ორგანულად შედეგიანი და ეფექტური პლატფორმა დაგავიწყდეთ.

ტიკტოკი ვიდეოების ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული პლატფორმაა, რომელიც თქვენს სამშენებლო კომპანიას დაეხმარება მისწვდეს ახალგაზრდა აუდიტორიას. იყავით ტიკტოკზე აქტიური, აჩვენეთ თქვენი პროექტები, გაეცით სამშენებლო რჩევები, გააცანით მაყურებელს კომპანიის „შიდა სამზარეულო“ და აჰყევით თემატურ ტრენდებს. ამ პლატფორმაზე კონტენტის შექმნა მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი ბრენდის ცნობადობას და მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარებაში დაგეხმარებათ.

გაითვალისწინეთ: TikTok პრიორიტეტს ანიჭებს კრეატიულობას, რომელიც მაყურებლის ყურადღებას იქცევს, მას ვიდეოზე გაჩერებას და კომენტარისა თუ მოწონების სახით ჩართულობას „აიძულებს“.

ახლა უკვე იცით საიდან დაიწყოთ ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება ციფრულ სამყაროში და რა უნდა გაითვალისწინო მაშინ, როდესაც ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამთ.

გახსოვდეთ!

ციფრული პროცესები მუდმივად ვითარდება და მისთვის ფეხის აწყობა მთავარი კონკურენტული უპირატესობაა სამშენებლო, თუ სხვა ბიზნესებში.

--

--