დავესესხები ნოდარ დუმბაძეს და გავიმეორებ მის სიტყვებს, რომ ღმერთი იმდენად ახლოა რომ ჩვენ უბრალოდ ვერ ვამჩნევთ მას.ყველამ ვიცით, რომ შემოქმედი უფორმოა. თუმცა ჩვენსავე გონებაში ვძერწავთ მის ფორმას, ვისთვის თეთრწვერიანი ბაბუა არის. მე რომ მითხრან წარმოიდგინე როგორია ღმერთი, წარმოვიდგენ ჩემთვის ყველაზე საყვარელ ადამიანს,რომელიც ყველაზე თბილია,სიყვარულით სავე, შენთვის რომ ყველაფერს გაიღებს, და რაც არ უნდა ცუდი გააკეთო მაინც რომ ჩაგიხუტებს.ალბათ ბევრს დედა გაახსენდა.დედა თუ არა ბევრია ასეთი ადამიანი. ვისთვის თვალისმომჭრელი ნათელია მქუხარე ხმით. მეტიც , ჩვენ ღმერთს ვაძლევთ თვისებებსაც , ჩვენივე თვისებებიდან გამომდინარე. ანუ, თუ ადამიანი არის მოძალადე რადიკალი და ა.შ. მისი ღმერთი არის თავიდან ბოლომდე მხოლოდ მოსამართლე, რომელიც მსჯავრს გამოუტანს თითოეულს.თუ ადამიანი კეთილია და მისთვის ყველა ადამიანი, მიუხედავ იმისა თუ რამდენად კეთილია ან ბოროტი, მაინც ადამიანია, მისი ღმერთიც მოწყალეა და კეთილი,რომელიც არავის გაიმეტებს საუკუნო უსიყვარულობისთვის.
რა არის საუკუნო უსიყვარულობა , შეიძლება ჩამისწორონ და მითხრან რომ მემგონი ჯოჯოხეთის თქმა გინდოდაო , და მე დავასწრებ მათ და ვეტყვი რა არის ჯოჯოხეთი თუ არა მდგომარეობა სადაც შეუძლებელია სიყვარული, სადაც შეუძლებელია იყო ბედნიერი. ეს მდგომარეობა ყალიბდება ზუსტადაც ამ ცხოვრებიდან. მიკვირს იმათი ვინც ფიქრობენ და წინ და წინ ეშინიათ იმისი,რომ სიკვდილის მერე ქვაბი ელით ცხელი წყლით სავსე, სადაც ეშმაკი შიგადაშიგ ურევს ჰადესის ნათხოვარი ორკაპით. თუ ცხოვრებაში არაფერი გახარებს, არაფერი გაბედნიერებს ყველაფრის მიმართ გაქვს აპათია, რომ გარდაიცვლები განა შეიძლება რამე უცხო დაგხვდეს ?
ეშმაკი ვახსენე და ორიოდე სიტყვაზე ვიტყვი მასზე.როგორც ღმერთი ასევე ეშმაკი უფორმოა, ერთს თუ ჰგონიათ ღმერთი თეთრწვერიანი ბაბუაა, ამათვე ჰგონიათ რომ ეშმაკი არის წითელი კაცი, რომელსაც აქვს რქები.მე რომ მითხრან წარმოიდგინე როგორია ეშმაკი, წარმოვიდგენ იმ ადამიანს რომელიც ყველა მეტად არის ბოროტი,ბინძური, ყველაფერზე წამსვლელი და ყველაფრის მკადრებელი, ალბათ ყველას გვყავს ასეთი ადამიანი და ყველას გაგახსენდათ ის. 
ის ერთი თუ ვერა ბევრია ასეთი ადამიანი.
კიდევ დავესესხები ოღონდ ამჟამად სტანისლავ ეჟი ლეცის,რომელიც ამბობს, რომ ეშმაკი არის ორნაირი; ჩამოქვეითებული ანგელოზი და აღზევებული ადამიანი. ჩემთვის პირადად ეს ორივე ერთი და იგივეა. რატომ ? თუ დაგაინტერესებთ ჩემი აზრი მკითხეთ და გეტყვით.
ადამიანი თვითონვე იმზადებს იმ გზას , რომლის გარდაცვალების შემდეგ წაყვება ის მდგომარეობა , რომელსაც ახლა იქმნის. და ექნება სამუდამოდ ასეთივე მდგომარეობა.
რა არის სამოთხე. მიკვირს იმ ადამიანების რომელთაც ჰგონიათ, რომ სიკვდილის მერე ელოდებათ ლამაზი ბაღი სადაც ყველა თეთრი კაბით შემოსილია და ბედნიერი.
სამოთხე რა არის თუ არა მდგომარეობა სადაც არის სიყვარული, სადაც არიან საყვარელი ადამიანები, სადაც არის ბედნიერება და ხალისი, სადაც ცხოვრება გიხარია.
თუ ცხოვრებაში ხარ ასეთი, თუ ყველა ადამიანი თუ არა ოჯახი მაინც გიყვარს, მეგობრები და საყვარელი ადამიანი , და გინდა მათთან საუკუნოდ ყოფნა, ვინაიდან ესენი ყველაზე ძვირფასი არიან შენთვის, ეს ყველაფერი მიგყვება იქ საუკუნოდ.
მაშასადმე ჩვენ გვაქვს საშუალება ვიხილოთ ბევრჯერ ღმერთიც და ეშმაკიც თუ კი ვიფიქრებთ და დაკვირვებულები ვიქნებთ.