
ანონიმურ მოქალაქეთა წრე
მოგესალმებით მეგობრებო, მადლობას გიხდით მობრძანებისთვის და იმისთვისაც, რომ ჩვენ ჯგუფურ თერაპიას შემოუერთდით და მზად ხართ, თქვენს პრობლემებზე სასაუბროდ. გთხოვთ, ყველანი დავსხდეთ და თანმიმდევრულად გვითხარით, რა გაწუხებთ და რითი შეგვიძლია დაგეხმაროთ. ალბათ, აჯობებს, ჯერ ყველაზე უმცროს მონაწილეს მოვუსმინოთ. აი, თქვენ, ბიჭი, იქნებ თქვენ გაგვანდოთ თქვენი გულისტკივილი.
ბავშვი
მოგესალმებით, მე ალეკო ვარ, 12 წლის, აქ იმიტომ მოვედი, რომ თქვენი დახმარების იმედი მაქვს.
ხომ იცით, ფრინველის მთავარი იარაღი იმისთვის რომ გადარჩეს, ფრთებია. მშობელი ჩიტები თავიანთ ახლად წამოზრდილ ბარტყებს ფრენას ასწავლიან, არც ერთი ფრინველი თავის ბარტყს არ დაუშლის ფრთების გაშლას, მათ გამოყენებას და ცდას ბუდიდან გადახტეს. დიახ, მთავარი, რასაც მშობლები თავიანთ ბარტყებს აძლევენ — თავისუფლებაა! თავისუფლება იმისა, რომ სცადონ, გამოუვიდეთ ან შეცდნენ, ამ შეცდომებზე ისწავლონ და განავარდებას კვლავ დამოუკიდებლად შეეცადონ. მე ადამიანი ვარ, ჩემთვის თავის გადარჩენის საშუალება გონებაა, თუმცა არამც თუ იმას მასწავლიან, როგორ ვიაზროვნო, არამედ მეტიც — ჩემი აღზრდის მიზნად გონების განადგურება დაუსახავთ და მარწმუნებენ, რომ თავისუფალი აზროვნება საზიანოა. მასწავლებელი მიყვირის: ნუ სვამ კითხვებს, ეს ასეა, რადგან წიგნში წერია! ნუ მეპასუხები, დამემორჩილე! ნუ ეწინააღმდეგები, შეეგუე! ვინ ხარ შენ, რომ იცოდე! საზოგადოებამ უკეთ იცის! ისინი მე გონების გამოყენების საშუალებას არ მაძლევენ. დიახ, იმ იარაღის ხმარების უფლებას, რაც ერთადერთი საშუალებაა, რომ ამ ცხოვრებაში გადავრჩე! რას იფიქრებდით, ჩიტს თავისი ბარტყისთვის ფრთები რომ დაეცალა და ბუდიდან ისე გადაეგდო, ხომ გაგაჟრჟოლებდათ მაინც!? მეც იგივეს მიკეთებენ, მაგრამ ეს არავის აწუხებს! სწორედ ამიტომ ვარ აქ, იქნებ თქვენ დამეხმაროთ და თავისუფლება მომცეთ! მეტი თავისუფლება! განა ბევრს ვითხოვ?!
ტაში დავუკრათ ალეკოს, მეგობრებო, მადლობა მას ასეთი გულწრფელი საუბრისთვის. ახლა იქნებ თქვენ გვითხრათ, აქ რა პრობლემამ მოგიყვანათ, აი თქვენ, ახალგაზრდავ, ნუ მოგერიდებათ, ჩვენ აქ თქვენ მოსასმენად და დასახმარებლად ვართ.
თინეიჯერი
მოგესალმებით ყველას, მე ვატო მქვია, ქართველი თინეიჯერი ვარ.
სკოლაში ვისწავლე, რომ მონობა მთელ მსოფლიოში გაუქმებულია. სკოლის დამთავრების მერე კი აღმოვაჩინე, რომ მონობა საქართველოში სავალდებულო ყოფილა. 18 წლის გავხდი თუ არა, ჯარში გამიწვიეს, თმა გადამპარსეს, ერთი წელი ოჯახს, საქმეს და სწავლას მომწყვიტეს. ვიშკაზე დამაყენეს, იაფ მუშახელად გამომიყენეს. არც ერთი ტყვია არ მისვრია, არც ერთი საბრძოლო მანევრი არ მისწავლია, უბრალოდ ვიდექი, ყველაზე დაბალანაზღაურებადი ყარაული ვიყავი მსოფლიოში. ჩემი ქვეყანა მიყვარდა, ერთ წელიწადში შემაძულეს. აღარ მინდა მონობა, შეგიძლიათ დამეხმაროთ?! თავისუფლება მინდა! უბრალოდ, მეტი თავისუფლება! განა ბევრს ვითხოვ?
მადლობა ვახო, თქვენი პრობლემების გაზიარებისთვის, ტაში დავუკრათ, მეგობრებო. შემდეგი ვინ ისაუბრებს?
მომღერალი
გამარჯობა, მე მომღერალი ვარ. იცით, მინდა ვიმღერო, ვიმღერო, რაზეც მინდა, როგორც მინდა, სიტყვის თავისუფლება მინდა, არ მინდა სიმღერისთვის მსჯიდნენ, ნარკოტიკს მიდებდნენ და ერთი სიმღერის გამო 8-დან 20 წლამდე ციხით მემუქრებოდნენ. არ მინდა ადამიანებს კლიპების გამო ციხეში სვამდნენ, ნარკოპოლიტიკაც მინდა შეიცვალოს. თქვენგან მეტი არაფერი მინდა, მხოლოდ მეტი თავისუფლება!
მადლობა, იმედია, შევძლებთ თქვენ დახმარებას. ახლა ჩვენი სეანსის შემდეგ მონაწილეზე გადავიდეთ.
სექს მუშაკი
მოგესალმებით ყველას, ჩემს სახელს ანონიმურად დავტოვებ, უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ მე პროსტიტუციით ვირჩენ თავს. ვფიქრობ, რომ ჩემი სხეული ჩემი საკუთრებაა და მას ისე მოვეპყრობი და გამოვიყენებ, როგორც მსურს. მინდა ჩემი საქმიანობა სრულად ლეგალური გახდეს, არ მინდა ვიმალებოდე და ქრთამის გადახდა მიწევდეს; არ მინდა, მუდმივად მეშინოდეს, რომ ზუსტად ის პოლიციელი მომივარდება და დამიჭერს, ვინც ყოველი დათრობის შემდეგ მოდის და სიამოვნებით იხდის ფულს ჩემთან სექსში. მოკლედ რომ გითხრათ, თავისუფლება მინდა, უბრალოდ მეტი თავისუფლება!
დიდი მადლობა ასეთი გაბედული და გულწრფელი საუბრისთვის. ახლა თქვენ გვერდძე მჯდომს მოვუსმინოთ?
გლეხი
მოგესალმებით, მე სოფლად ვცხოვრობ და გლეხს მიწოდებენ, არადა გლეხი ხომ თავადის ყმა იყო. კიდევ კარგი ბატონი მაინც აღარ მყავს. მაგრამ აღარც ის მინდა, თოხით მუშაობა ჩემი ბედისწერა იყოს, აღარ მინდა სახელწიფო დახმარებებზე ვიყო დამოკიდებული. მიწა მაქვს, კი ვხნავ და ვთესავ ზედ, მაგრამ თან ჩემი საკუთრება არაა, შეიძლება ხვალ წამართვან. რატომ უნდა წამართვან, არ შეიძლება ის მიწა, რომელსაც 25 წელია მე ვამუშავებ, სახელწიფომ მარტივად დამირეგისტრიროს? მინდა ჩემი მიწა ვისაც მსურს, რომელი ქვეყნის მოქალაქესაც და როგორი პირობებითაც, იმას მივყიდო, რომ მიწის ფასი გაიზარდოს, მინდა ჩემი მიწა მართლა მე მეკუთვნოდეს და სახელწიფოს, საკუთარი მიზნებისთვის, მისი წართმევის უფლება არ ჰქონდეს. მინდა ჩემი მიწის ნაკვეთის ქვეშ რასაც ვიპოვი, ჩემი იყოს და საკუთარ ეზოში ჭის ამოთხრის ლიცენზია არ მქონდეს შესაძენი. მინდა გადასახადები შემიმცირონ და მეტი დანაზოგი გამიჩნდეს. მინდა ფერმერად ვიქცე, აღარ მინდა ხალხი როგორც მათხოვარს ისე აღმიქვამდე. მინდა თავად ვქმნიდე, თავად ვაწარმოებდე. თავისუფლება მინდა! ნაკლები სახელწიფო წნეხი მინდა! ნუთუ ასე რთულია? ასე ბევრს ვითხოვ?
ნამდვილად არაჩვეულებრივად გადმოგვეცით თქვენი გულისტკივილი, მეგობარო, მადლობა ასეთი გულწრფელი საუბრისთვის, ახლა კი ბოლო მონაწილეს მოვუსმინოთ.
Just მოქალაქე
მოგესალმებით, მე უბრალო მოქალაქე ვარ. არ მინდა, სხვა მძარცვავდეს და არც მე მინდა, ვინმეს ვძარცვავდე. არ მინდა კანონი ძარცვის იარაღი იყოს, არ მინდა ადამიანებმა თავიანთი ხმის უფლება უმცირესობის გასაძარცვად გამოიყენონ. არ მინდა თანასწორობა, რომელიც უთანასწორობის პრინციპს ეყრდნობა. რატომ ვერ ვაანალიზებთ, რომ როცა სახელმწიფო ერთი ხელით ვინმეს ფულს აძლევს, ის მეორე ხელით სხვას ართმევს და თან ჯიბეში საკომისიოსაც იტოვებს. იცით, რას ვერ ვხვდები? თუ ცივი იარაღის მუქარით სხვა ადამიანისთვის ფულის წართმევა საკუთარი კომფორტის მოსაწყობად გაუმართლებელია, იგივე ქმედების განხორციელება კანონის ძალით რატომ ხდება გამართლებული. თუ ავდგები და ჩემი კეთილდღეობისთვის ან პირადი სურვილებისთვის სხვა მოქალაქეს იარაღის მუქარით მის საკუთრებას შევუზღუდავ და წავართმევ, ჩემი საქციელი უსამართლოდ იქნება მიჩნეული, საზოგადოება გამაკრიტიკებს, დამსჯის, მაგრამ თუ ხელისუფლებას მოვთხოვ ჩემი ხმის სანაცვლოდ შექმნას კანონი, რომელიც მისცემს მას ლეგალურ იარაღს გადასახადების ან რეგულაციების გზით შეავიწროვოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი მეორის სასარგებლოდ და საკეთილდღეოდ, ამაზე პრეტენზია არავის უჩნდება. რატომ?! რატომ გახდა კოლექტიური ძალისთვის ნებადართული ის, რაც ინდივიდისთვის აკრძალულია? რატომ აქცია კანონმა უსამართლო ქმედება სამართლიანად? თუ 2+2=4-ია, კანონის ძალით ის 5 ვერ გახდება, ძარცვა ძარცვაა… მიმიხვდით, რისი თქმაც მინდა? იქნებ დამეხმაროთ. უბრალოდ თავისუფლება მინდა, მეტი თავისუფლება! განა ბევრს ვითხოვ?
მეგობრებო, თქვენ ძალიან ძვირფასი რამ მთხოვეთ. #მეტითავისუფლება ძნელი საშოვნელია. ის საკუთარი თავისთვის ბევრს უნდა, მაგრამ სხვისთვის ცოტას თუ ემეტება, თუმცა როგორც ვიცი, თქვენ ჩამოთვლილ პრობლემებს ყველაზე კარგად გირჩი შველის. ერთადერთი, რაც ახლა შემიძლია შემოგთავაზოთ, არის ეს ბმული: https://girchi.ge/ka/elections-2017/signatures/ . დანარჩენი თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. საჭიროა მხოლოდ გადახვიდეთ ამ ბმულზე და ხელი მოაწეროთ. დანარჩენს გირჩი მიხედავს. თქვენს მეგობრებს და ახლობლებსაც დაელაპარაკეთ, ხომ უნდათ, რომ თქვენი პრობლემები მოგვარდეს. ალეკო, შენ შეგიძლია მშობლებს მოპარო პირადობა და ისე მოაწერო ხელი.
