Facebook რეკლამის სახეები

მოგეხსენებათ, დღესდღეისობით ყველაზე ეფექტური და შესაბამისად იაფი არის სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსება , სწორედ ამიტომ ბიზნესი ცდილობს ინტერნეტის მეშვეობით მიაწვდინოს ხმა მომხმარებელს. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ FACEBOOK რეკლამების შესახებ. რა სახის რეკლამები არსებობს FACEBOOK-ში და რა უპირატესობები აქვთ მათ.

Promote Page

Boost Post

other ads

ამ რეკლამებში იხდით გარკევულ თანხას , რომ ის გახდეს ხელმისაწვდობი. ჩამოთვლილი მეთოდები გამიზნულია მეტი მომხარებლის მოზიდვისთვის,მაგრამ მოდით მათგან ყველაზე ეფექტურზე გავაკეტოთ არჩევანი. მანამდე კი გავეცნოთ თითოეულის მუშაობის პრინციპს.

Promote Page

Promote Page

ამ მეთოდით შესაძლებელია LIKE-ების მომატება გვერდზე. ეს არის რეალური მომხმარებელი რომელიც ამ რეკლამის მეშვეობით იწონებს გვერდს. მაგალითად თუ თქვენ ამ რეკლამაში გადაიხდით 10$ გვერდს მოიწონებს 100-დან–400-მდე ადამიანი. აქ განისაზღვრება აუდიტორია,ასაკისა და სქესის მიხედვით და ისე ითვლება რაოდენობა. რეკლამა მიეწოდება იმ ადამიანებს ვისაც არ აქვს გვერდი მოწონებული. ეს რეკლამა სწრაფი და ეფექტურია,მაგრამ გავიცნოთ სხვა მეთოდებიც და შემდეგ გამოვიტანოთ დასკვნა.

Boost Post

Boost Post_ ამ რეკლამის მეშვეობით ვარეკლამებთ იმ ფოტო,ვიდეო მასალას, ასევე ლინკებსა თუ უბრალოდ ტექსტებს რომლებიც იდება გვერდზე. ეს რეკლამა Promote Page-სგან იმით განსხვავდება რომ შესაძლებელია იმის ნახვაც თუ რამდენ ადამინს მიეწოდა ეს რეკლამა,გარდა იმისა ვინც მოიწონა _ეს კიდევ ცალკე სტატისტიკაა. ასევე ამ რეკლამით გვერდს ემატება მოწონებები_LIKE. თქვენ რეკლამის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალურ სტატისტიკას. მაგალითად თუ თქვენ 10$ დახარჯავთ ამ კატეგორიის რეკლამაში 8000 დან–20,000მდე ადამიანი ნახავს და აქედან გვერდსაც მოიწონებენ, გაშვებულ რეკლამასაც და სხვა სიახლებსაც. ეს რეკლამა საკამოდ კარგ შესაძლებლობებს გვთავაზობს.

Other ads

Other ads_ Facebook-ის მარჯვენა მხარეს განთავსებული რეკლამები ალბათ ხშირად გხვდებათ,წარწერით SPONSORED.სწორედ ამ მეთოდის დამსახურებაა FACEBOOK-ზე ასეთი კატეგორიის რეკლამა.აქ შეგიძლიათ განათავსოთ როგორცგვერდის, სიახლის, საიტის, აპლიკაციის, ღონისძიების რეკლამა, ყველაფერი რასაც ისურვებთ.

ვებ-მარკეტინგული კომპანია ვებლაინი
ყიფშიძის ქ. № 20 info@webline.ge
(+995) 574–899–099

ჩვენ ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან საკითხზე რასაც FACEBOOK რეკლამა ჰქვია. თქვენ შესაძლოა იცით ამ მეთოდების შესახებ და იყენებთ კიდეც,მაგრამ მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად უმჯობესია აღნიშნული კამპანიის დაგეგმვა მიანდოთ პროფესიონალებს ,ან გაიაროთ მათთან კონსულტაცია. ვებ-მარკეტინგული კომპანია ვებლაინი შეგიქმნით Facebook-ის სარეკლამო კამპანიას, რომელიც მორგებული იქნება თქვენს მომხმარებლებზე. დაგვიკავშირდით და ჩვენ დეტალურად გაგაცნობთ ჩვენს სერვისს და გაგიწევთ კონსულტაციას .