ბაზრის ანალიზის ხელსაწყოები — საქსტატი

Spark Accelerator
AcceleratorSpark
Published in
3 min readSep 25, 2019

საქართველოს ბაზრის კვლევისთვის მნიშვნელოვანი უფასო პორტალია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდი geostat.ge.

პორტალზე სტატისტიკური ინფორმაციის ნაწილში შესაძლებელია შემდეგი ინფორმაციის მოძიება: იხ. დანართი 1.

დანართი 1.

ჩამოშლილი ინფორმაციებიდან შესაძლებელია მონაცემების მიღება როგორც სპეციფიკური მიმართულების ბიზნესებისთვის ასევე ზოგადად ბიზნეს გარემოს შესახებ საქართველოში.

მათ შორის საკმაოდ მნიშვნელოვანია „ბიზნეს სექტორი“ და „საგარეო ვაჭრობა“

ბიზნეს სექტორში შესვლის შემდეგ გადავდივართ „საწარმოთა სტატისტიკურ გამოკვლევაზე“

სადაც გამოდის შემდეგი ინფორმაცია:

პროდუქციის გამოშვების ნაწილში შეგვიძლია მონაცემების გადმოწერა Excel-ის ფორმატში:

სადაც წლების ჭრილში ვიღებთ ინფორმაციას პროდუქციის გამოშვების შესახებ ეკონომიკური საქმიანობის სახეების, საწარმოთა ზომების, რეგიონების, საკუთრების ფორმების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი და ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით. აღნიშნული ინფორმაცია დაგვეხმარება ჩვენთვის საინტერესო დარგში არსებული მონაცემებისა და ზოგადად ადგილობრივი ბაზრის ტენდენციებისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

„საგარეო ვაჭრობის“ ნაწილში შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ქვეყნის მიერ განხორციელებული ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების შესახებ, რაც ასევე ბაზრის კვლევის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

საგარეო ვაჭრობის მიზნებისთვის ყველა პროდუქტს მინიჭებული აქვს ე.წ. HS კოდი, იგივე საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემა, გამოიყენება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სატარიფო და არასატარიფო რეგულირების ღონისძიებათა განსახორციელებლად, სტატისტიკური აღრიცხვის წარმართვის და სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლის სრულყოფისათვის.

HS კოდი შედგება 11 ციფრისგან, საიდანაც პირველი 2 ციფრი (HS-2) წარმოადგენს ძირითად ჯგუფს, რომელ თავშიც პროდუქტი შედის, მაგალითად ჯგუფ 09 ში შედის ყავა, ჩაი და სუნელები. შემდეგი 2 ციფრი (HS-4) აღნიშნავს თაშვი შემავალ უფრო კონკრეტულ პროდუქტის ჯგუფს, მაგალიდათ 09.02 ჯგუფში შედის ყველანაირი ტიპის ჩაი, შემდეგი 2 ციფრი (HS-6) კიდევ უფრო სპეციფიკურ ჯგუფს აღნიშნავს, მაგალითად 09.02.10 ჯგუფში შედის არაფერმენტირებული მწვანე ჩაი. ექვსნიშნა HS კოდი ყველა ქვეყნისთვის ერთი და იგივეა და ერთ პროდუქტს ასახავს, შემდეგ მოდის უკვე კონკრეტული ქვეყნის მიერ მინიჭებული ციფრები სპეციფიკიდან გამომდინარე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე შესაძლებელია საქონლის 4 ნიშნა და 6 ნიშნა დონეზე ექსპორტ-იმპორტის შესახებ ინფორმაციის მიღება. მაგალითად 6 ნიშნა დონეზე ექსპორტის შესახებ ინფორმაციის სანახავად სტატისტიკურ ინფორმაციის მენიუდან საგარეო ვაჭრობის ნაწილში შესვლისას შეგვიძლია ავირჩიოთ ექსპორტი სასაქონლო პოზიციებიების მიხედვით (HS — 6 ნიშნა) და გადმოვწეროთ Excel-ის ფაილი XLS ღილაკზე დაჭერით.

გადმოწერილ ფაილში Excel-ის შიტების მიხედვით შესაძლებელია წლებისა და ღირებულებების მიხედვით საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის ნახვა.

საგარეო ვაჭრობის მენიუდან შესაბამისი ველის არჩევით ექსპორტ-იმპორტის მონაცემების ნახვა ასევე შესაძლებელია ქვეყნების, ქვეყნების ჯგუფების, უმსხვილესი სასაქონლო პოზიციების, ტრანსპორტირების სახეების, მოვაჭრე სუბიექტების ზომების და ა.შ მიხედვით.

ჩვენთვის სასურველი საქონლის HS კოდის დასადგენად შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდის მეშვეობით https://www.rs.ge/4509. მაგალითად ღვინის 6 ნიშნა კოდის დასადგენად ვებ-გვერდზე ძებნა დასახელებით ველში მიუთითეთ „ღვინო“ და კატეგორიების მიხედვით გამოვა კოდების ჩამონათვალი.

ასევე HS კოდების ძიება საერთაშორისო დასახელებებით შესაძლებელია პირდაპირ საძიებო სისტემა Google-ის მეშვეობით, მაგალითად ღვინის შემთხვევაში ძიებაში სასურველ პროდუქტს ვუწერთ HS code -ს და ვიღებთ ძიების შესაბამის რეზულტატებს.

ავტორი : გიორგი კიკნაძე

--

--