Wave for Startups

Spark Accelerator
AcceleratorSpark
Published in
5 min readSep 5, 2019

1. ძირითადი ფუნქციების აღწერა

Wave დაფუძნებულია ქლაუდ პლატფორმაზე — მონაცემები ინახება სერვერებზე და მათთან წვდომას უზრუნველყოფს მოცემული პლატფორმა.

· საჭიროა, გქონდეთ მხოლოდ კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომა, რომ შეძლოთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაინახოთ თქვენი/კომპანიის მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა და ასახოთ ტრანზაქციები.

1.1 Wave-შესვლა და რეგისტრაცია

· შესვლისთვის აუცილებლად უნდა გადახვიდეთ შემდეგ მისამართზე https://my.waveapps.com/login/. შესვლა შეიძლება ნებისმიერ ვებ ბრაუზერით

· შესვლამდე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ღილაკით „Sign up now”

· რეგისტრაციისთვის ორი საშუალება არსებობს

1- მომხმარებლის რეგისტრაცია საიტზე მეილის და პარილის მითითებით

2- მომხმარებლის რეგისტრაცია გუგლის სისტემის საშუალებით — მოცემულ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია, როცა გაქვთ გუგლში რეგისტრირებული მეილი.

· რეგისტრაციის შემდეგ სისტემა მოგთხოვთ შემდე ინფორმაციას

1- ბიზნესის დასახელება

2- რას საქმიანობს ბიზნესი (უნდა აირჩიოთ ჩამონათვალიდან)

2. Wave — Dashboard “დაფა“

· საიტის მარცხენა ზედა კუთხეში “Dashboard” ღილაკზე დაჭერით თქვენ გადახვალთ საიტის „დაფის“ გვერდზე”

· მოცემული გვერდზე წარმოდგენელია ბიზნესისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი რეპორტი. საიტი საშუალებას იძლება Dashboard მოაწყოთ თქვენი შეხედულებისამებრ.

· ამ გვერდზე სწრაფად მიიღებთ ინფორმაციას საბანკო ანგარიშების, საკრედიტო ბარათების, შემოსავლების, ხარჯებს და, რა თქმა უნდა, ბიზნესის მიმდინარე წმინდა მოგების შესახებ(გრაფიკული რეპორტების სახით)

· მოცემული გვერდი შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს რეპორტინგ საჭიროებებს.

· შესაძლებელია ბანკის დამატებაც ავტომატური გატარებებისთვის, თუმცა ეს ფუნქცია არ ვრცელდება ქართულ ბანკებზე, მაგრამ საიტი იძლევა საშუალებას, რომ საბანკო ამონაწერი ამოიღოთ თქვენი ბანკიდან და პლატფორმაზე ატვირთოთ. ამისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „Upload a Bank Statement”

· აქვე შეგიძლიათ იხილოთ ბიზნესის მოგება-ზარალის გრაფიკი

· აქვე დაინახავთ რამდენი გაქვთ გადასახდელი თანხები

· წმინდა მოგებაც წარმოდგენილია წლის ჭრილში

3. Wave გატარებები

· Accounting ღილაკზე დაჭერით თქვენ დაინახავთ რამდენიმე ჩაშლას. Transaction -ეს ის მოდულია, რომელიც საშუალებას იძლევა გავატაროთ კომპანიაში მიმდინარე ტრანზაქციები.

4. ინვოისის გენერირება

· ახალი ინვოისის გენერირება: ინვოისის გენერირებისთვის დაგჭირდებათ პლატფორმის შემდეგ მოდულზე გადასვლა

· Create an invoice ღილაკზე დაჭერის შემდეგ უნდა შეავსოთ შემდეგი ინფორცია

1- Invoice Title — ინვოისის დასახელება

2- Summary — ინვოისის მოკლე აღწერა

3- Invoice Number — ინვოისის ნომერი

4- Invoice Date — ინვოისის გამოწერის თარიღი

5- Payment Due — გადახდის დადგომის თარიღი

6- Add a customer — მომხმარებლის დამატება

7- Enter Item Name — შეიყვანით პროდუქტის დასახელება

8- Enter Item Description — შეიყვანეთ პროდუქტის აღწერა

9- Quantity — რაოდენობა

10- Price — ფასი

11- Tax — დღგ-ს გადასახადი

12- Add an item — ახალი პროდუქტი დამატება

13- Save and continue — შენახვა და გაგრძელება

· ამის შემდეგ თქვენი ინვოისი მზად არის და შეგიძლიათ გაუგზავნოთ თქვენთ მომხმარებელს.

5. გადახდის შექმენა

· გადახდის შექმნა ფუნქციონირებს ინვოისების მსგავსად და საჭიროა შემდეგი ინფორმაციის შევსება:

o Name of vendor — მომწოდებლის დასახელება

o Date — ინვოისის გამოწერის დღე

o Due date — ინვოისის გადახდის სავალდებულო დღე

o Currency — ვალუტა

o Bill # — გადახდის ნომერი

o Item — შესყიდული პროდუქტის დასახელება

o Expense Category — ხარჯის ტიპი

o Description — აღწერა, რომელიც გამოჩნდება ინვოისში

o Qty — რაოდენობა

o Price — ფასი

o Tax — დღგ-ს გადასახადი

o Add a line — ახალი შესყიდვის დამატება(იმავე გადახდაში)

o Save — შენახვა

5.1 Vendors — მომწოდებლები

o Vendors მოდულის საშუალება იძლევა დაამატოთ თქვენი ძირითადი მომწოდებლები, შესაბამისად ავტომატურად გაატაროთ ტრანზაქციები მომავალში.

o Add a vendor — მომწოდებლის დამატება მოცემულ ღილაკზე დაჭერით თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ მომწოდებლის შესახებ შემდეგი ინფორმაცია

o Vendor Name — მომწოდებლის სახელი

o Email — მეილი

o First Name — ფიზიკური პირის სახელი

o Last Name — ფიზიკური პირის გვარი

o Currency — ვალუტა

o Country — ქვეყანა

o Address line 1 — მისამართი

6. ბუღალტერია

· Chart of accounts — ანგარიშების ჩამონათვალი, სადაც სურვილისამებრ ამატებთ ან არედაქტირებთ საბალნსო უწყისი და მოგება-ზარალის ანგარიშებს. ანგარიშებს შესაძლებელია რომ დავარქვათ სახელები ქართულადაც.

· შესაძლებელია საბუღალტრო გატარებების გაკეთებაც — Transaction ღილაკზე დაჭერით

7. Reports — რეპორტები

· მარცხენა კუთხეში ჩამოთვლილი ფუნქციების ბოლოს დაინახავთ Reports ფუნქციას, რომელზე დაჭერითაც შესაძლებელია შემდეგი რეპორტების დაგენერირება:

o Profit $ Loss — მოგება ზარალის უწყისი

o Balance sheet — საბალანსო უწყისი

o Cash flow — ფულის მოძრაობის უწყისი

o Sales Tax — აგროვებული და გადახდილი გადასახადები

o Income by customer — შემოსავლების მომხმარებლის მიხედვით

o Aged Receivables — მომხმარებლისგან მისაღები ვადაგადაცილებული თანხები

o Purchase by Vendor — შესყიდვები მომწოდებლების მიხედვით

o Aged Payables — გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხები

o Account Balances — ინდივიდუალური ანგარიშების ბალანსები

o Trial Balance — ყველა ანგარიშის ნაშთი კონკრეტული დღისთვის

o Account Transactions — დეტალური გატარებების ჟურნალი

· მოცემული ფუნქცია უმნიშვნელოვანესია მისი სიმარტივიდან გამომდინარე — შეგვიძლია წამიერად ამოვიღოთ ნებისმიერი სახის რეპორტი

8. Payroll — სახელფასო რეესტრი

· მოცემული ფუნქცია დაკავშირებულია თანამშრომლების ხელფასის მენეჯმენტთან, მაგრამ სამწუხაროდ ფუნქცია მისაწვდობია მხოლოდ ამერიკაში რეგისტრირებული ბიზნესებისთვის და ასევე ფასიანია.

9. Settings: პარამეტრები

თქვენ შეგიძლიათ Settings ღილაკზე დაჭერით განსაზღვროთ შემდეგი პარამეტრები:

· Users — მომხმარებლები

· Invoice customization — ინვოისის გაფორმება

· Dates & Currency — თარიღი & ვალუტა

9.1 Invoice customization — ინვოისის გაფორმება

აქ შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი ინვოისისთვის შესაბამისი ფორმატი, კერძოდ:

· Template — მოდელის შერჩევა

· Company logo — კომპანიის ლოგო

· Default payment terms — ნაგულისხმები გადახდის პირობა

· Default title — ნაგულისხმები დასახელება

9.2 Data Export — მონაცემების ექსპორტი

· მოცემული მოდული საშუალებას იძლევა ყველა ტრანზაქცია დავაექსპორტოთ ექსელის ფაილის სახით

10.0 Integrations — ინტეგრაცია სხვადასხვა პლატფორმებთან

· მოცემული მოდული საშუალებას იძლევა მოახდინოთ თქვენი საბუღალტრო სისტემის ინტეგრაცია ისეთ საშუალებებთან როგორიცაა Google Sheets, Etsy, Paypal. მოცემულ საიტებზე განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქცია ავტომატურად აისახება თქვენს საბუღალტრო გატარებებში

ავტორი : ხვიჩა კოპინაძე

--

--