რა არის Affiliate Marketing?

გაიგეთ რა არის Affiliate Marketing და როგორ შეიძლება გამოიმუშაოთ შემოსავალი შეუზღუდავად სახლიდან გაუსვლელად.

რა არის Affiliate Marketing?

Affiliate marketing არის მარკეტინგის ერთ-ერთი განხრა, რომელიც ხელს უწყობს ონლაინ ბიზნეს განვითარებას და აძლევს საშუალებას ნებისმიერ მსურველს მისთვის მოსახერხებელი მეთოდით გაყიდოს პროდუქტი ან სერვისი და მიიღოს შემოსავალი გაყიდვიდან გარკვეული პროცენტის სახით.

როგორ მუშაობს Affiliate Marketing?

იმისათვის რომ პროდუქტი ან სერვისი გაყიდოს, მარკეტერს რეალურად პროდუქტის ან სერვისის წარდგენის სხვადასხვა მეთოდებს შორის შეუძლია აირჩიოს საუკეთესო და ყველაზე რელევანტური. ეს შესაძლოა იყოს მეგობრებისათვის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რეკომენდაციის გაწევა საკუთარ სოციალურ გვერდზე, ბლოგისა და სტატიების შექმნა ამ პროდუქტის შესახებ, Facebook ჯგუფებში გაზიარება და Facebook რეკლამების გაშვება. სარეკლამო განთავსების ხერხების სია საკმაოდ დიდი და საინტერესოა, უფრო მეტის გასაგებად კი ეწვიეთ ჩვენს გვერდს აქ.

ვინ არის Affiliate მარკეტერი?

Affiliate მარკეტერი არის ადამიანი, რომელიც არჩევს პროდუქტს ან სერვისს, რომლის გაყიდვაც სურს. პროდუქტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ნივთი ან მომსახურება. რა თქმა უნდა, პროდუქტის არჩევისასაც არსებობს რჩევები, რომლის გათვალისწინებითაც უფრო სწარაფად არის შესაძლებელი სასურველი შედეგის მიღება.

პროდუქტის შერჩევის შემდეგ მარკეტერს, როგორც პარტნიორს მიენიჭება სპეციალური ბმული. სწორედ ამ ბმულის მეშვეობით არის შესაძლებელი იმის გაგება თუ რამდენი გაყიდვა შესრულდა კონკრეტული მარკეტერის დახმარებით და რამდენი თანხა უნდა მიიღოს მან.

როგორ გახდეთ Affiliate მარკეტერი?

ეს ყველაფერი მიმზიდველად ჟღერს და ალბათ, თქვენ უკვე გექნებათ კითხვა თუ როგორ შეიძლება გახდეთ წარმატებული Affiliate მარკეტერი, რომელიც შემოსავალს იღებს ძილის დროსაც კი, რაც არ არის დამოკიდებული ადგილმდებარეობაზე და მუშაობს იმ პროდუქტების წარდგენაზე, რომელიც მართლაც საჭიროა კონკრეტული საზოგადოების ჯგუფისათვის.

Affiliate მარკეტერი ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახდეს.

თუ გსურთ შეიტყოთ თუ რა ძირითადი ნაბიჯები უნდა გადადგათ რათა გახდეთ წარმატებული Affiliate Marketer გამოგვყევით აქ.

გსურთ გაიცნოთ სხვა მარკეტერები? შემოგვიერთდით ჯგუფში!

--

--